როგორ გავირუჯოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავირუჯოთ

ამასთანავე, ყოველ 40 წუთში ერთხელ რეკომენდებულია წყალში შესვლა. მოძრაობის დროს კანი მზის სხივების ზემოქმედების მიმართ უკეთ ადაპტირდება. ასე რომ, მზიან პლაჟზე ბადმინტონის, ფრენბურთისა თუ ხელბურთის თამაში სასარგებლოც კია. გარუჯვის წინ ტანის საპნით დაბანა, ლოსიონით ან ოდეკოლონით გაწმენდა რეკომენდებული არ არის. საპონი კანს დამცავ შრეს აცილებს და აშრობს, ხოლო ლოსიონი და ოდეკოლონი ულტრაიისფერი სხივებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის, შედეგად კი შესაძლოა მოყავისფრო ლაქები გაგიჩნდეთ. მზის აბაზანის მიღება უზმოზე ან ჭამისთანავე დაუშვებელია. უმჯობესია, ეს გააკეთოთ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. გასარუჯად საუკეთესოა დრო 9-დან 11 საათამდე. სასურველი არ არის მზეზე ყოფნა 12-დან 16 საათამდე, რადგან ამ პერიოდში მზის სხივები განსაკუთრებულად მოქმედებს კანზე. გარუჯვისას აუცილებლად დაიხურეთ ქუდი და გაიკეთეთ სათვალე. მზის აბაზანის მიღების შემდეგ სასარგებლოა ოდნავ მლაშე საკვების მიღება და ცივი ჩაის დალევა. თუ მწოლიარე ირუჯებით, თავი ოდნავ წამოსწიეთ. არ შეიძლება მზის სხივებისგან კანის დასაცავად და დასარბილებლად მინერალური ცხიმის (ვაზელინის, გლიცერინის) გამოყენება, რადგან ამ დროს კანზე ჩნდება წვეთები, რომლებიც პატარა შემკრები ლინზის როლს ასრულებს და შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს. გარუჯვის წინ ტუჩებზე წაისვით ჰიგიენური პომადა. მზეზე დიდხანს ყოფნა, გარდა იმისა, რომ მავნეა ჯანმრთელობისთვის, კანის დაბერებასაც აჩქარებს.

რა არის დაცვის ხარისხი

მზისგან დამცავი კრემის შემადგენლობაში შედის ერთგვარი ფილტრი, რომელიც კანს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისგან იცავს (ეს მზის სპექტრის ის ნაწილია, რომელსაც შეუძლია, კანის ნაადრევი დაბერება და სიმსივნე გამოიწვიოს). კრემებს დაცვის სხვადასხვა ხარისხი  აქვს, რომელიც გამოისახება SPF აბრევიატურით და რიცხვითი მაჩვენებლით - 4, 6, 8, 12, 15 და ასე შემდეგ. ამ კოეფიციენტის მიხედვით შესაძლებელია, მზისგან დაცვის ეფექტურობა ვარეგულიროთ. მაგალითად, SPF 12 ნიშნავს, რომ დამცავი კრემის წყალობით მზეზე 12-ჯერ მეტხანს შეგიძლიათ ყოფნა. თუ კრემის გარეშე 15 წუთში დაიწვებოდით, კრემის წასმის შემდეგ უფლება გექნებათ, 3 საათის განმავლობაში დატკბეთ მზის სხივებით. ჩვეულებრივ, თავდაპირველად დაცვის მაღალი ხარისხის კრემებს იყენებენ, შემდეგ კი თანდათანობით დაბალკოეფიციენტიანზე გადადიან.

 

გარუჯვა და კანის ტიპი

ცხოვრება უსამართლოა - ზოგი თანაბრად და ინტენსიურად სულ მოკლე ხანში ირუჯება, ზოგი კი მთელი ზაფხული წვალობს, მაგრამ კანი კიბორჩხალასავით უწითლდება და საუკეთესო შემთხვევაში ოდნავ თუ უმუქდება. რისი ბრალია ეს? ადამიანებს მზის სხივებისგან დამცავი მექანიზმი (რქოვანი შრის გასქელება, მელანინის წარმოშობა) სხვადასხვანაირი აქვთ. ზოგს პიგმენტი ინტენსიურად გამოეყოფა, ზოგს კი არა. ამიტომაც ერთნაირ პირობებში ზოგი ირუჯება, ზოგი კი იწვება. სწრაფად ირუჯებიან შავგვრემნები, ქერებსა და წითურებს მზე უმეტესად არ ეკიდებათ. თეთრი კანის, ქერა თმისა და მწვანე ან თაფლისფერი თვალების პატრონები მზეზე მალე წითლდებიან, მაგრამ არ შავდებიან. ასეთი ტიპის ქალებს სჭირდებათ მზისგან დამცავი ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალება, რომლის დაცვის ხარისხი 12 და უფრო მეტია. თეთრკანიანი და ცისფერთვალა ქერა ქალებიც მალე იწვებიან, თუმცა დროთა განმავლობაში ასე თუ ისე ახერხებენ გარუჯვას. პირველ კვირას მათაც ძლიერი დამცავი კრემი უნდა გამოიყენონ. ჩალისფერთმიანი და წაბლისფერთმიანი ქალები იშვიათად იწვებიან მზეზე, მაგრამ მათ კანს საკუთარი დამცავი უნარი მხოლოდ 20 წუთს ჰყოფნის. მათთვის რეკომენდებულია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რომლის დაცვის ხარისხი 8-ზე ნაკლები არ იქნება. ყველაზე ნაკლები პრობლემა თაფლისფერთვალება შავგვრემან ქალებს აქვთ. ისინი მალე ირუჯებიან და შეუძლიათ, მზეზე დამცავი კრემის გარეშეც კი 30-40 წუთს გაძლონ.