პირველ რიგში ისინი, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, მოუწოდებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებულ სტრესსა და გადაღლაზე. ანალოგიური ფუნქცია უნდა შეასრულონ ახალგაზრდებში პოპულარულმა ტელეწამყვანებმა, კინოვარსკვლავებმა, სპორცმენებმა. ეს ახალგაზრებს დაეხმარება გაჯეტების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
ექსპერტები ასევე გვირჩევენ ხშირად გავაკეთოთ
ძალიან სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიში, მედიტაცია ონლაინ სეანსებს შორის. ეს ამცირებს სტრესსა და შფოთვას.
ადამიანებს აუცილებლად უნდა მიეცეთ საკუთარი გრძნობებისა და ფსიქოლოგიური სიძნელეების გაზიარების საშუალება, დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.