მაღვიძარაზე დაყენებული მელოდია უნდა იწვევდეს სასიამოვნო შეგრძნებებს ან მოგონებებს. იდეალური ვარიანტია მელოდია ხმის თანდათანობით მატებით.
თუ გამოღვიძება უეცრად, მკვეთრად ხდება, შეიძლება განვითარდეს არასასურველი მოვლენები: გულის რითმის გახშირება, არითმია, მომატებული კუნთოვანი აღგზნებადობა, რაც ადამიანში უსიამოვნო შეგრძნებებს ანვითარებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
ადამიანს გაღვიძება მაღვიძარას გარეშეც შეუძლია. ამისათვის საჭიროა ძილის ციკლების ხანგრძლივობის გამოთვლა. ძილის ერთი სტადიის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით საათნახევარია. მისი უფრო ზუსტად გამოსათვლელად საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში მაღვიძარას გარეშე გაღვიძება. უმრავლეს შემთხვევაში