საყვარელი მუსიკა ტვინში უნიკალური აქტივობის პროვოცირებას იწვევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

საყვარელი მუსიკა ტვინში უნიკალური აქტივობის პროვოცირებას იწვევს

საყვარელი მუსიკა ტვინში უნიკალური აქტივობის პროვოცირებას იწვევს
ბევრი, საყვარელი მუსიკალური კომპოზიციის მოსმენისას, განიცდის დიდ სიამოვნებას, ივსება სასიხარულო ემოციებითა და მოგონებებით. საფრანგეთის ფრანშ-კონტეს უნივერსიტეტის ნევროლოგებმა გამოიკვლიეს აღნიშნული ფენომენი, ტვინის ანალიზის საშუალებით. კერძოდ, მათ აინტერესებდათ დაჯილდოებისა და კმაყოფილების სისტემები.

ჩატარდა 18 ადამიანის ტვინის სკანირება, რომლებსაც საყვარელი მუსიკალური კომპოზიციის მოსმენისას რეგულარულად უვლიდათ ტანში ჟრუანტელი. მეცნიერები ამ დროს აფიქსირებდნენ დამახასიათებელ ელექტრულ აქტივობას ორბიტოფრონტალურ ქერქში, დამატებით მოტორულ მიდამოში (შუა ტვინის მიდამო, რომელიც მონაწილეობს მოძრაობის მართვაში) და მარჯვენა საფეთქლის წილში (ბგერების დამუშავებასა და მუსიკის აღქმაში მონაწილე უბანი).

ტვინის ყველა ეს რეგიონი მუშაობს ერთდროულად, მუსიკის
გადასამუშავებლად ტვინის დასაჩუქრების სისტემის გასაშვებად და დოფამინის - "კარგი განწყობის ჰორმონის" და მედიატორის - გამოსათავისუფლებლად. მუსიკალური კომპოზიციის საყვარელი ადგილის მოსმენისას, ტვინის აღნიშნული ზონები იწვევენ სწორედ ჟრუანტელის შეგრძნებას - რეაქციას, რომელიც თავის ტვინის ცალკეული რეგიონების ძლიერ კავშირზე მეტყველებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
თამბაქოს მოწევა ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს. განსაკუთრებით კი ფილტვებს.
გავრცელებული აზრით, კარაქი ან ზეთი თავიდან აგვიცილებს სწრაფად დათრობის საშიშროებას.
ნიუკასლის უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ 85 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანები,
გამოსავალი ნაპოვნია! უსაფრთხო ალტერნატივა მათთვის, ვინც მოწევას თავს ვერ/არ ანებებს.
დასვენება, ძილი, კვება, ფიზიკური აქტივობა, ზრუნვა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ეს ის საკითხებია, რომელიც განსაზღვრავს იმას,
აშშ-ს როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მყარი და ბედნიერი ოჯახის
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად