რა სიმპტომები შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის გამო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიმპტომები შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანს კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის გამო

ეს სიმპტომები ძალიან წააგავს სტრესის, გადაღლისა და მოხუცებულობის ასაკის ნიშნებს. აუცილებლად დაფიქრდით ელექტრომაგნიტური დასხივების შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუ ატყობთ, რომ:

• დაგიქვეითდათ კონცენტრაციის უნარი, დაგეწყოთ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;

• ადვილად იღლებით;

• შეიგრძნობთ თავბრუხვევას ან გაწუხებთ თავის ტკივილი;

• დაგეწყოთ ძილის პრობლემები;

• შენიშნეთ კანის ქავილი და აქერცვლა, სიმშრალე, ლოყები ზოგჯერ გიხურთ, მოგემატათ ნაოჭები;

• ცხვირისა და ხახის ლორწოვან გარსზე უსიამოვნო შეგძნებები გაქვთ;

• კიდურებისა და კუნთების არეში უსიამოვნო შეგრძნებები ან ტკივილი გაწუხებთ;

• გაგიხშირდათ გულისცემა.

დასხივების შორეული შედეგებიდან აღსანიშნავია ლიმფური კვანძების ანთება, უნაყოფობა (განსაკუთრებით მამაკაცებთან), ავადმყოფი ბავშვის დაბადება. იმასაც აღვნიშნავთ, რომ დასახელებულ დიაგნოზებს ყველა მეცნიერი არ ეთანხმება, რადგან ყველა საკითხი ჯერ საბოლოოდ არ არის გარკვეული და დადასტურებული, ამას დრო სჭირდება.

როგორ დავიცვათ თავი კომპიუტერის გამოსხივებისაგან

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპიუტერთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ ორი ძირითადი წესი:

1. განთავსდეთ რაც შეიძლება შორს დასხივების წყაროსაგან;

2. მინიმალურად გამოიყენოთ მოწყობილობები, რომლებიც რადიოტალღებს გამოასხივებს.

ამასთან, აუცილებლად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დღეში 2-3-ჯერ გადით ქუჩაში, შეზღუდეთ ჯდომა, მეტი კონტაქტი იქონიეთ ბუნებასთან, სიმწვანესთან, იკვებეთ ჯანსაღად, ნუ იქნებით დამოკიდებული სხვადასხვა სახის მოწყობილობაზე, გახსოვდეთ, ჯანმრთელობა უპირველესი და უმნიშვნელოვანესია!