7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა

გრძელვადიან პერიოდში რომ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამაზე მედიკოსები ხშირად საუბრობენ.

გარდა ამისა, ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომამ შეიძლება კონცენტრაციის პრობლემაც შეგვიქმნას, სამუშაოს შესრულებისას სხვა რამეებზე დავიწყოთ ფიქრი, ნაკლებად ვფოკუსირდეთ ჩვენს ვალდებულებებზე და საბოლოოდ, ამ პროცესმა ჩვენს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს.

რა თქმა უნდა, საქმეზე კონცენტრაციის პრობლემა შეიძლება, სამუშაო გარემოსა და რეჟიმსაც უკავშირდებოდეს - ხმაური, ბევრი საქმე, გადაჭარბებული სამუშაო საათები და სხვა, თუმცა ეს საკითხი ხშირად იმ ადამიანებსაც აწუხებთ, ვისაც თავიანთი საქმეც უყვართ და მოტივირებულებიც არიან.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონცენტრაციის პრობლემები ფსიქოლოგიური მიზეზის გარდა, შეიძლება სამედიცინო და კოგნიტური საკითხების გამოც იყოს გამოწვეული, ამიტომ მას სერიოზულად მიდგომა სჭირდება.

კონცენტრაციის პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, რეკომენდებულია, ექიმთან ვიზიტი, თუმცა ჩვენ გთავაზობთ 7 ძირითად ხერხს, როგორ ავიცილოთ ეს დისკომფორტი თავიდან და სამსახურში უფრო ეფექტურები და შრომისუნარიანები გავხდეთ:

ძილის რეჟიმის მოწესრიგება

mkurnali.ge

ძილის რეჟიმის მოწერიგება ყველა სამედიცინო პრობლემასთან გამკლავებისას ძალიან მნიშვნელოვანია. ასეა კონცენტრაციის უნარის დაქვეითების შემთხვევაშიც. თუ მუშაობისას გრძნობთ, რომ საქმეზე ვეღარ კონცენტრირდებით, სხვა რამეზე იწყებთ ფიქრს, ზედმეტად ხშირად დუნდებით და მოტივაციის დაბრუნება გიჭირთ, იქნებ ეს ძილის ნაკლებობის ბრალია? ამიტომ მნიშვნელოვანია, თვალი გადავავლოთ ჩვენს ძილის რეჟიმს და თუ ის არასრულფასოვანია, მოვაწესრიგოთ.

შესვენებებით მუშაობა

რეკომენდებულია, მუშაობისას ყოველი 75 ან 90 წუთის შემდეგ, შევისვენოთ. საოფისე სამუშაოს შემთხვევაში, უმჯობესია, ეკრანის ლურჯი გამოსხივებისგან თვალები დავასვენოთ და ფანჯრიდან გავიხედოთ ან ოთახში გავიარ-გამოვიაროთ. რამდენიმეწუთიანი შესვენებები საკმარისია იმისთვის, რომ გონება დავასვენოთ.

სოციალური ქსელებისგან თავის არიდება

mkurnali.ge

რამდენად მოტივირებულებიც არ უნდა ვიყოთ, ყოველ წუთს სოციალური ქსელების შემოწმების მავნე ჩვევა მუშაობაში მაინც გვიშლის ხელს. თუ რამდენჯერმე ვცდით, რომ საქმის კეთებისას სოციალური ქსელები უყურადღებოდ დავტოვოთ, სულაც გამოვრთოთ ისინი და მათი შემოწმების სურვილს გადავლახავთ, უკეთ ვკონცენტრირდებით საქმეზე და შევძლებთ, იმაზე სწრაფად დავასრულოთ ის, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

მეტი წყალი

წყალი ერთგვარი ენერგიის წყაროა. მისი მიღების შემდეგ შესამჩნევად გვემატება ენერგია და ტვინი უფრო აქტიურად იწყებს ფუნქციონირებას. ვხდებით უფრო სხარტები და აღარ ვდუნდებით, შესაბამისად, გონება რაიმე სასიამოვნოზე ფიქრს აღარ იწყებს და საქმეზეა კონცენტრირებული. ამასთან, წყალი თავის ტკივილის თავიდან აცილებაშიც დაგვეხმარება, რაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ბევრი ჩვენგანის პრობლემაა.

პრიორიტეტების განსაზღვრა

ბევრ ჩვენგანს ექცა ჩვევაში, შესასრულებელი დავალებები ჩამოწეროს დილითვე და მათგან ყველაზე რთულით დაიწყოს, რადგან დღის მეორე ნახევარში გონება შედარებით გადაღლილია. დავალებების ჩამოწერა მეტი პასუხისმგებლობისკენ გვიბიძგებს, დროულად და ეფექტურად შევასრულოთ სამუშაო და საკუთარ თავს სწორედ საქმეზე კონცენტრაციისკენ ვუბიძგოთ.

სამუშაო ადგილის საკუთარ თავზე მორგება

თუ კომფორტულად და გამართულად არ ზიხარ, სამუშაო მაგიდა საკმარისად ფართო და ტევადი არ არის, შეიძლება, ამან დროთა განმავლობაში დემოტივირება და გონების გაფანტვაც გამოიწვიოს.

კომფორტულ ავეჯთან ერთად სამუშაო მაგიდაზე წყალი და საჭირო საკანცელარიო ნივთები საქმიან გარემოს შეგიქმნით, ამიტომ ამ დეტალების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

"მილდრონატი", როგორც ენერგიის წყარო

mkurnali.ge

დატვირთული სამუშაო რეჟიმი ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს, შედეგად, იკლებს მოტივაცია და კონცენტრაციის უნარი. "მილდრონატის" გამოყენების შედეგად, ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრადი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით "მილდრონატს" იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად.

მრავალი წელია, "მილდრონატი" აღნიშნული დანიშნულების მედიკამენტებს შორის შეუცვლელია, რადგან ის დროის უმოკლეს დროში გვიბრუნებს კონცენტრაციის უნარს და გვეხმარება, უფრო ეფექტურები გავხდეთ სამსახურში.