თუ უძილობა პრობლემად გვექცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ უძილობა პრობლემად გვექცა

იყოლიეთ ძაღლი

საღამო დასვენებისა და მოდუნების დროა. თავი არიდეთ ფსიქიკურ და ფიზიკურ დატვირთვას. ძილის წინ კარგია - და აუცილებელიც არის - ოთახის განიავება, ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახის ტემპერატურა არ იყოს 20 გრადუსზე ბევრად მეტი ან ნაკლები. იდეალურია სეირნობა ძილის წინ. ადამიანებს, რომლებიც ქრონიკული უძილობით იტანჯებიან, ექიმები უსაფუძვლოდ როდი ურჩევენ ძაღლის ყოლას. ძაღლს განსაზღვრული რეჟიმი სჭირდება: საჭიროა მისი შინიდან გაყვანა დილა-საღამოს, კვება... ეს მის პატრონსაც განსაზღვრულ რეჟიმში ყოფნას აიძულებს, რაც სასიკეთოდ აისახება მის ჯანმრთელობაზე.

 

მეგობარი ბალიში

დღის მეორე ნახევარში - არავითარი ყავა, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. თუ მაინც ვერ იძინებთ, დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი თბილი რძე. ძილის წინ ნუ დაიზარებთ მაკიაჟის მოშორებას, მიიღეთ თბილი შხაპი, ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის ლამაზი ღამის პერანგი ან პიჟამა. იზრუნეთ იმაზე, რომ ფეხები ყოველთვის თბილად გქონდეთ. ხშირად უძილო ღამეები საწოლის ბრალია. ის საკმაოდ ფართო და მოხერხებული უნდა იყოს, რათა ძილის დროს მშვიდად შეგვეძლოს მოძრაობა და გადაბრუნება, არ ვიყოთ შეზღუდული. ტრადიციული ბალიში მოძველდა. დღეს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ კისრის ქვეშ წაგრძელებული ფორმის ბალიშს, რომელიც ორი ხელის სისქისაა. ის იკავებს ხერხემლის კისრის ნაწილს და ხელს უწყობს მოდუნებას. მნიშვნელოვანი ფაქტორია ლეიბი. მასზე ბევრად არის დამოკიდებული ძილის ხარისხი.

 

ვინც რბილად იძინებს

დროდადრო ბავშვობის მონატრება გვეუფლება, ვიხსენებთ, რა სასიამოვნო იყო, როცა ბებიის შეკერილ მატყლის ან ბუმბულის საბანსა და ლეიბში ჩავეფლობოდით ხოლმე - თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს ღრუბლებში დავცურავთო... თუმცა დამტკიცებულია, რომ რბილ ლეიბზე ძილი მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო. უპირველეს ყოვლისა, ეს ცუდია ხერხემლისთვის, მეორეც, ბუმბულმა და მატყლმა შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. უმჯობესია, შეიძინოთ ორთოპედიული ლეიბი. მისი მოქნილობა ხერხემალს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. ასეთი ლეიბი ადაპტირებულია სხეულის ბუნებრივ ნადრეკებთან. კარგი, ხარისხიანი ორთოპედიული ლეიბი რამდენიმე ფენისგან შედგება. მასში რბილ ფენებს დრეკადი ცვლის. რაც უფრო მეტია შრე, მით უკეთესია ლეიბი.

უფრო გამოკვეთილი ორთოპედიული თვისებები აქვს მოდელებს, რომლებიც ზამბარების დამოუკიდებელი ბლოკებისგან შედგება. ეს ბლოკები გამორიცხავს ტალღის ეფექტს - ერთ ზამბარაზე ზეწოლისას დანარჩენები არ რეაგირებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ნახევარზე განუწყვეტლივ მოძრავი მეუღლე ძილს ვერ დაგიფრთხობთ.

 

რა გვიშლის ხელს

ჩილი (წიწაკა) - ზრდის მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რის შედეგადაც თავს იჩენს შიმშილი და დაძინებაში გვიშლის ხელს, ამიტომ ერიდეთ ძილის წინ ცხარე საკვების მიღებას.

შოკოლადი - ძლიერ აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ასევე არასასურველია ღამით ყავის, ჩაის, კოკა-კოლას დალევა. ისინი შეიცავენ კოფეინს, რომელიც ნერვულ სისტემას აღაგზნებს.

 

რა გვეხმარება

ავოკადო - მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და ფოლიუმის მჟავათი, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ძილის ჰორმონს მელატონინს.

ბანანი - შეიცავს ნატურალურ საძილე საშუალებას ტრიპტოფანს. მისი მოქმედება ნერვულ სისტემაზე უზრუნველყოფს მშვიდ, უშფოთველ ძილს.