რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ეთერზეთების გამოყენებას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ეთერზეთების გამოყენებას

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ეთერზეთების გამოყენებას
ნატურალური პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, ექიმები შეშფოთებას გამოხატავენ ეთერზეთების აქტიურ გამოყენებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ეთერზეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის გამოყენებაზე. როგორც ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ეთერზეთებმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, რესპირატორული გადახრები და ჰორმონული ფონის დარღვევაც კი.

ენდოკრინოლოგების განმარტებით, ეთერზეთებმა ენდოკრინულ სისტემაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ, რადგანაც ისინი ხელს უშლიან ჰორმონების ბუნებრივ წარმოებას. მათ შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ ორგანიზმში ჰორმონების დონე, გამოიწვიონ განვითარების დარღვევა, რეპროდუქციული გადახრები და შეცვალონ იმუნური სისტემის მუშაობა. ცნობილია, რომ ლავანდის ზეთის გამოყენება
დაკავშირებულია გოგონებში მკერდის ნაადრევ განვითარებასთან. ითვლება, რომ ლავანდის და ჩაის ხის ზეთი ვაჟებში იწვევს პრეპუბერტატულ გინეკომასტიას (მკერდის ქსოვილის ანომალური ზრდა).

სახლში ლავანდის და ჩაის ხის ზეთის გაფრქვევა არაა რეკომენდებული, პოტენციური გართულებების გამო, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში. ორსულებმა და ჰორმონული დაავადებების მქონე ადამიანებმა, მათ შორის დიაბეტის შემთხვევაში, ადგილობრივად ან დიფუზორით ეთერზეთების გამოყენების წინ, საჭიროა
გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

ეთერზეთების გამოყენების ძირითად და უშუალო შედეგს ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს ალერგიული რეაქცია- ქავილი, ცრემლდენა, სურდო, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა. ერთერზეთების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეწითლება, ჭინჭრის ციება, ქავილი და შეშუპება. ამასთან მრავალი კვლევით დასტურდება ეთერზეთების სასარგებლო თვისებები. მაგალითად, კოჭას და ევკალიპტის ეთერზეთები აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ცნობილია, რომ ლავანდა გვეხმარება დაძინებასა და მოდუნებაში, მაგრამ მან შეიძლება დააზიანოს ენდოკრინული სისტემა. ევკალიპტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა. გვირილა ხელს უწობს მოდუნებას, მაგრამ ალერგიულ პირებში შეიძლება განვითარდეს სერიოზული უარყოფითი რეაქციები. პიტნას ახასიათებს გამაგრილებელი ეფექტი, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს კანზე გამონაყარი, ქავილი, წვა, სიწითლე და სხვა გვერდითი ეფექტები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას და დასხივების დოზის გადაჭაბებისას ადამიანს სხვადასხვა სიმპტომი უვითარდება.
ცნობილია, რომ გრიპი მძიმედ გადააქვთ ბავშვებსა და ხანდაზმულებს, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს. მათთან
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
სიცივის, ქარისა და ყინვის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი უკვე ახლოსაა. სიცივის არასასიამოვნო შეგრძნებას
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
საოფისე სამუშაო და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად