იმუნიტეტი და დაბალანსებული კვება – Herbalife Nutrition-ის დირექტორი კვების საკითხებში კენტ ლ. ბრედლი გვირჩევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

იმუნიტეტი და დაბალანსებული კვება – Herbalife Nutrition-ის დირექტორი კვების საკითხებში კენტ ლ. ბრედლი გვირჩევს

იმუნიტეტი და დაბალანსებული კვება – Herbalife Nutrition-ის დირექტორი კვების საკითხებში კენტ ლ. ბრედლი გვირჩევს
კენტ ლ. ბრედლი გვირჩევს, როგორ დავეხმაროთ იმუნიტეტს ფუნქციების გამართულად შესრულებაში
იმუნური სისტემის უმთავრესი ამოცანაა - დაეხმაროს სხეულს, რომ დაიცვას თავი და აღიდგინოს ძალები ავადმყოფობის შემდეგ.
არასწორი კვება უამრავი კალორიით, რომელსაც ვიღებთ შაქრიდან, ხორცისა და რძის პროდუქტებიდან, როგორც წესი, იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ჭარბცხიმიანობა და ნივთიერებათ ცვლის დარღვევა. ამავდროულად, არასწორმა კვებამ იმუნური სისტემის სერიოზული დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს.

ისეთი საკვების რეგულარული მიღება, რომელიც ადამიანს სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით არ ამარაგებს, იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. შესაბამისად, ორგანიზმი სხვადასხვა დაავადების მიმართ არამდგრადი ხდება, ქრონიკული დაავადებები კი
მწვავდება.

რა არის საკვები ნივთიერებები?

მოდით, წარმოიდგინეთ სხეული, როგორც კარგად დაცული ციხე-სიმაგრე. მას დაცვის მრავალდონიანი სისტემა გააჩნია და ყოველდღიურად პოტენციური საფრთხისგან გიცავთ. მას შეუძლია "შეტევის მოგერიება" და "ბრძოლის" შემდეგ ძალების აღდგენა.

ამ პროცესში ჩვენი უჯრედები არმიის დამცველებს ემსგავსებიან და თითოეულ მათგანს თავისი როლი აკისრია. მათ
კი, თავის მხრივ, სჭირდებათ კვება
, რომელსაც სხვადასხვა ფორმით იღებენ. ესენია:

• მაკრონუტრიენტები (ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები);
• მიკროელემენტები (ვიტამინები და მინერალები);
• ფიტონუტრიენტები (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს).

სხეულისთვის თითოეული კატეგორია მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ცილები, ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ომეგა 3, უჯრედისის უნარი გააძლიეროს (ფაქტობრივად, კვებოს) ჩვენი მიკრობიომი და რა თქმა უნდა ვიტამინები, მინერალები და მცენარეული პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის ოპტიმალურ მდგომარეობას უზრუნველყოფენ.

რეალური ისტორია სწორი კვების ზეგავლენის შესახებ

სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფილი საკვების მიღების შესაძლებლობა. მაგალითად, 1976 წელს ინდონეზიაში ერთმა ოფთალმოლოგმა შეამჩნია, რომ ბავშვებში A ვიტამინის ნაკლებობა აპროვოცირებდა სიბრმავის განვითარებას. ასევე მან აღნიშნა, რომ კვების რაციონში A ვიტამინის ჩართვით, ბავშვებში შეწყდა არა მხოლოდ თვალის დაავადებების განვითარება, არამედ ისეთი ინფექციების გავრცელება, როგორიცაა ქოლერა და წითელა.

ამან გამოიწვია შემდგომი კვლევების ჩატარება, რასაც მოჰყვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები A ვიტამინის გამოყენებასთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკმა კი A ვიტამინის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინიციატივად მიიჩნია ჯანდაცვის სფეროში აქამდე ჩატარებულ ღონისძიებებს შორის.

ეს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი ვიტამინი თუ მინერალი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი უნდა იღებდეს და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება A, D თუ C, ან მინერალები როგორიცაა მაგნიუმი ან თუთია, ან ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ოპტიმალური თანაფარდობა - აუცილებელია, რომ შეასრულოს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, მათ შორის უზრუნველყოს სხვადასხვა დაავადების მიმართ მდგრადობა.

ციხესიმაგრის გამაგრების გეგმა

mkurnali.ge

ამისთვის აუცილებელია, რომ საკვები ნივთიერებების მიღების სწორი გეგმა შევადგინოთ. ის უნდა შეიცავდეს ცილებს, ჯანსაღ ცხიმებს და ნელ ნახშირწყლებს.

ცილები

კვების გეგმაში აუცილებლად უნდა შედიოდეს როგორც ცხოველური (ხორცი და რძის პროდუქტები) ისე მცენარეული (პარკოსნები, თხილეული და მარცვლეული) წარმოშობის ცილები.

მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებთ, აქცენტი უნდა გააკეთონ სწორედ მცენარეულ ცილაზე, რადგან ის შეიცავს ნაკლებ ცხიმს, ვიდრე ხორცი, საერთოდ ქოლესტერინის გარეშეა, ამასთან გააჩნია ამინომჟავების აუცილებელი ნაკრები - სწორედ ის პატარა "აგურები", რომლითაც ჩვენი სხეული შენდება.

მცენარეული ცილის საკმარისი ოდენობის მისაღებად რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მუხუდო, ბარდა, სოიო, ლობიო და ა.შ., თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორგანიზმს მათში არსებული ცილების სრულად ათვისება არ შეუძლია, საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ნახევრის ათვისება. სწორედ ამიტომ მე ყველას ვურჩევ ყოველდღიურ რაციონში ჩართონ Herbalife Nutrition-is (herbalaif nutriSn) მაღალი ხარისხის ფუნქციური პროდუქტი პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1.

იგი შექმნილია სოიოს ცილის იზოლატის ბაზაზე, რომელსაც გააჩნია ათვისების 99%. ასევე შეიცავს ინულინს, რომელიც საკვები ბოჭკოების კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, "კვებავს" ჩვენს სასარგებლო მიკრობიოტს და ასევე შეიცავს გუმფისს - ბუნებრივ კომპონენტს, რომელიც ფაქტიურად იგივე უჯრედისია, მხოლოდ ბლანტი კონსისტენციით. გუმფისს დიდი რაოდენობით შეიცავს მაგალითად შვრია, მოცვი, ყაბაყი. სასიამოვნო სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება კოქტეილის წყალთან ან რძესთან ერთად დაბლენდერებით, მიიღება სწორედ გუმფისის წყალობით, რომელიც თითქოს კრავს კოქტეილის ყველა შემაგენელ კომპონენტს.

"ფორმულა 1" ასევე შეიცავს 23 უმნიშვნელოვანესი ვიტამინისა და მინერალებისგან შემდგარ კომპლექსს, რომლის ერთ პორციაში სადღეღამისო რეკომენდებული ნორმის ნახევარია.

დაბალანსებული კვების სფეროს მსოფლიო ექსპერტის - Herbalife Nutrition-ის პროდუქციის წარმოების პროცესი სრულად აკმაყოფილებს წარმოების მსოფლიო სტანდარტებს, მათ შორის, GMP-ს (Good Manufacturing Practice), რომელიც წარმოადგენს სასურსათო პროდუქციის წარმოების ნორმების და წესების საერთაშორისო სისტემას და ასევე სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის - HACCP (რისკების ანალიზი და კრიტიკული კონტროლის წერტილები) სტანდარტს.

სასარგებლო ცხიმები

mkurnali.ge

სასარგებლო ცხიმი არის პოლიუჯერი და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც შეიცავს მცენარეული ზეთები, ასევე ცხიმიანი თევზი, კვერცხის გული, ზღვის პროდუქტები, თხილეული და მარცვლეული.

ნელი ნახშირწყლები

კვების გეგმაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ასევე ნელი ნახშირწყლები (სრულმარცვლოვანი ბურღულეული), ბოსტნეული და ხილი. მისი დღიური ნორმა უნდა იყოს მინიმუმ 500 გრ. ყველასთვის საყვარელი ტკბილეულისა და გამომცხვარი ცომეულის წილი კი მთლიანი რაციონის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან ამ პროდუქტებში, ფაქტობრივად, საერთოდ არ შედის სასარგებლო ნივთიერებები, მხოლოდ ცარიელი კალორიებია, რომლებიც ცხიმის სახით მაშინვე ლაგდება პრობლემურ ზონებში.

დღეს ბევრს ჰგონია, რომ სწორი რაციონის შედგენა რთული არაა, მთავარია მხოლოდ ამის სურვილი გვქონდეს. რეალურად კი ბევრი რამის ცოდნაა საჭირო. სწორედ ამიტომ თქვენი პირადი მიზნებიდან გამომდინარე, იქნება ეს წონის კლება თუ კუნთოვანი მასის ზრდა, გაცილებით უფრო მარტივი იქნება, რომ მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია, ვიდრე წახვიდეთ ცდების და შეცდომების დაშვების გზით, ან სხვადასხვა დიეტებით საკუთარ თავზე ექსპერიმენტები ატაროთ.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
სიცივის, ქარისა და ყინვის ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი უკვე ახლოსაა. სიცივის არასასიამოვნო შეგრძნებას
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
საოფისე სამუშაო და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ნატურალური პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, ექიმები შეშფოთებას გამოხატავენ ეთერზეთების
ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად