რატომ უჩნდება ბევრ ადამიანს ტელეფონებისა და პლანშეტებისგან გულისრევის შეგრძნება
ახალი დაავადება "ზღვის კიბერდაავადება". სიმპტომები: თავის ტკივილი და ღებინება.
ზღვის დაავადების ეს ვერსია ადამიანების 80% შეეხო. სიმპტომების პროვოცირებას ახდენს ეკრანზე სწრაფი მოძრაობა. ეს ხდება, როდესაც ადამიანი სწრაფად ფურცლავს განახლებებს, უყურებს ვიდეოს სწრაფად მოძრავი ობიექტებით. რაც უფრო რეალურია ვიზუალური კონტენტი, მით მაღალია დაავადების განვითარების რისკი.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ეს დაავადება ნორმალური რეაქციაა არანორმალურ გარემოზე. ჩვენ ვხედავთ ეკრანზე მოძრაობას, მაგრამ ვერ ვგრძნობთ მას. დამტკიცებულია, რომ ქალები და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები უფრო მიდრეკილები არიან ზღვის კიბერდაავადებისაკენ.
ყველაზე ხშირად უსიამოვნო სიმპტომები უვითარდება იმ ადამიანებს, რომლებიც საათობით თამაშობენ სურათების სწრაფი ცვლით. ზოგჯერ ასეთ პრობლემას აწყდებიან კონომანები, რომლებიც დინამიურ ფილმებს უყურებენ.