რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მოხუცებულობით ჭკუასუსტობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მოხუცებულობით ჭკუასუსტობას

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ხანდაზმულ ასაკში ჭკუასუსტობის განვითარების 12 ძირითადი მიზეზი დაადგინეს და შეადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები, რაც შესაბამის რისკებს 50%-ით შეამცირებს.

დემენციის რისკ ფაქტორებია: დაბალი განათლების დონე, სოციალური სტატუსი, სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა, სმენის დაქვეითება და ხანდაზმულ ასაკში თამბაქოს მოხმარება. ეს ფაქტორები შეადგენენ დემენციის ყველა რისკ ფაქტორის მეხუთედს.

ასევე სახიფათოა თავის ტრავმები, ალკოჰოლის მოხმარება და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო.

დემენციის თავიდან ასაცილებლად, არტერიული წნევის ნორმალიზაციაა საჭირო. უარი უნდა ვთქვათ სიგარეტსა და ალკოჰოლზე. ხშირად ვისეირნოთ და ვივარჯიშოთ, მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში, 50 მილიონ ადამიანს აღენიშნება დემენცია. 2050 წლისათვის მათი რიცხვის გაზრდას 152 მილიონამდე ელოდებიან. აღნიშნული პრობლემა უპირატესად აღენიშნება საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს (დაავადებულთა საერთო რიცხვის 2/3).