როგორ ვაკონტროლოთ შარდის შეუკავებლობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვაკონტროლოთ შარდის შეუკავებლობა?

ინტერნეტ სივრცეში კი, სამწუხაროდ ძალიან ცოტა ქართულენოვანი ინფორმაციაა მოვლის შესახებ.

მომვლელთა სულიერი და პრაქტიკული თანადგომის მიზნით, მოხალისეთა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, პერიოდულად მოგაწოდოთ ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული რჩევები.

დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემის - შარდის შეუკავებლობის შესახებ.

შარდის შეუკავებლობა - ინკონტინენცია - მრავალი მილიონი ადამიანისთვის  მძიმე, შეურაცხმყოფელი და უხერხული მდგომარეობაა.

ითვლება, რომ შარდის შეუკავებლობა მოხუცებულთა ხვედრია,განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ის დემენციის ("მოხუცებულთა სკლეროზის") დროს, მაგრამ არსებობს კიდევ მრავალი რისკ-ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს შარდის შეუკავებლობის განვითარებას.ასეა თუ ისე, აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემას სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე აწყდება ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მერვე მამაკაცი.

შევეცადოთ, ძალიან მოკლედ გავერკვეთ ამ პრობლემაში.

დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი გამოყოფს დაახლოებით 1,5 ლიტრ შარდს. ნორმალურ შემთხვევაში, როდესაც შარდის ბუშტში შარდის რაოდენობა აღწევს დაახლოებით 200-300 მლ-ს, ადამიანი გრძნობს მოშარდვის სურვილს.

თუ ადამიანს არ შეუძლია აკონტროლოს მოშარდვა და შეიკავოს შარდი, ვითარდება შარდვის შეუკავებლობა.

შარდის შეუკავებლობა შეიძლება სხვსდასხვა ფორმით ვლინდებოდეს. ეს შეიძლება იყოს შარდის უკონტროლო გამოყოფა ფიზიკური დატვირთვის დროს, ცემინების, ხველის, სტრესული სიტუაციის დროს, ან შარდის უკონტროლო დაღვრა მოშარდვის ძლიერი მოთხოვნილებისას, როდესაც პაციენტი "ვერ ასწრებს" ტუალეტამდე მისვლას. შეიძლება შარდი მუდმივად უკონტროლოდ წვეთავდეს ან აღინიშნებოდეს  უკონტროლო მოშარდვა საწოლში ძილის დროს. მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის(პროსტატის) გადიდებისას, გვხვდება შეუკავებლობა შარდის ბუშტის გადავსების გამო.

შარდის შეუკავებლობა ადამიანს უქმნის მრავალ პრობლემას, ერთის მხრივ ეს არის ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა თეთრეულის და საწოლის სისველე, უსიამოვნო სუნი, კანის გაღიზიანება. მეორეს მხრივ ეს პრობლემა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მტკივნეული  და სტრესულია, ის იწვევს უგუნებობას, შიშს. ადამიანი თავს არიდებს საზოგადოებაში ყოფნას, ცდილობს დამალოს თავისი პრობლემა, დასვრილი თეთრეული, ხშირად შეუსაბამოდ აგრესიულია მომვლელის მიმართ.

შარდის შეუკავებლობის პირველივე ნიშნებიდან სასურველია მივმართოთ ექიმს, რადგანაც არსებობს ამ პრობლემის მკურნალობის თერაპიული და ქირურგიული გზები.

როგორ ვაკონტროლოთ შარდის შეუკავებლობა?

ყველაზე ეფექტურია  "მოკლე ნაბიჯების" მეთოდი, რომელიც ძალზე შედეგიანია, როგორც მოსიარულე ისე მწოლიარე ავადმყოფებთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ განწყობას უკეთესობისკენ ცვლილებების მოლოდინში.

რით დავიწყოთ? - შარდის ბუშტის ტრენირება

როგორც წესი, შარდის შეუკავებლობისას ადამიანები ხდებიან ტუალეტის "მძევლები"- მათ უყალიბდებათ მოშარდვის გარკვეული სტერეოტიპი: ისინი ცდილობენ შარდის ბუშტის დაცლას მოშარდვის სულ მცირე მოთხოვნილების დროსაც კი - ამის მიზეზი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის შიშია. ტრენირების მიზანია ადამიანმა მოშარდოს მაშინ, როდესაც თავად გადაწყვეტს და არა იმ დროს, როდესაც დაუძლეველი სურვილი გაქვს.

პირველ რიგში უნდა შეფასდეს, დაახლოებით რა ინტერვალებით ხდება მოშარდვა და რა რაოდენობის შარდი გამოიყოფა თითოეულ ჯერზე. შემდეგ აირჩიეთ ყველაზე მცირე დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც პაციენტმა არ უნდა ისარგებლოს ტუალეტით, ჩვეულებრივ ეს არის ხოლმე ერთი საათი. არ არის საგანგაშო, თუ ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება მცირე რაოდენობით შარდის უნებლიე გამოყოფა, პაციენტმა უნდა იხმაროს დაცვის ჰიგიენური საშუალებები და შეეცადოს ყურადღება გადაიტანოს რაიმე სხვა საგანზე. ერთი საათის გავლის შემდეგ პაციენტმა უნდა მოშარდოს, აქვს მას მოშარდვის სურვილი თუ არა. მთელი დღის განმავლობაში მან მკაცრად უნდა დაიცვას მოშარდვის ასეთი რეჟიმი-მოსაშარდად ისარგებლოს ტუალეტით ყოველ ერთ საათში ერთხელ.

ერთი კვირის შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის ინტერვალი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 15-30 წუთით. ყოველ მომდევნო კვირას ეს ინტერვალი დაახლოებით ასე უნდა გავჭიმოთ და შედეგად მოშარდვებს შორის დროის ხანგრძლივობა უნდა გახდეს არა ნაკლებ 3-4 საათისა.

იგივე პრინციპით შეგვიძლია უმკურნალოთ ღამის განმავლობაში შარის შეუკავებლობას. ამ შემთხვევაში პაციენტთან დევს მაღვიძარა, რომელიც დაყენებულია შესაბამის რეჟიმზე და ყოველ კვირას ვუმატებთ დროის ინტერვალების ხანგრძლივობას.

ეს ვარჯიში განსაკუთრებით ეფექტურია იმპერატიული შარდვის შეუკავებლობის დროს - როდესაც ადამიანი ვერ ასწრებს ტუალეტამდე მისვლას.

ძალზე ეფექტურია კეგელის ვარჯიშები: მოშარდვის პროცესში რამდენჯერმე უნდა შევწყვიტოთ მოშარდვა და შევიკავოთ რამდენიმე წამი, შემდეგ ისევ გამოუშვათ ნაკადი და ისევ შევიკავოთ რამდენიმე წამით, ასე რამდენჯერმე. კუნთები, რომლებიც იძაბება ამ დროს, შეგვიძლია ვავარჯიშოთ არა მარტო მოშარდვის პროცესში, არამედ ნებისმიერ დროს,უბრალოდ მოშარდვის დროს ზუსტად შევიცნობთ თუ რომელი კუნთების შეკუმშვას უნდა ვეცადოთ ვარჯიშის დროს.

დაცვის საშუალებების შერჩევა

შარდის შეუკავებლობის ხარისხის დადგენის შემდეგ აუცილებელია სწორად შეირჩეს დაცვის საშუალებები: უროლოგიური საფენები ან პამპერსები. ძალიან მნისვნელოვანია, რომ პამპერსი თუ საფენი იყოს ჰაერგამტარი, რადგანაც პაციენტი სარგებლობს ამ საშუალებებით მთელი დღის განმავლობაში.

პამპერსის ზომები მითითებულია შეფუთვაზე-წელის და თეძოს გარშემოწერილობის მიხედვით. თუ ეს  ზომები ერთ ჯგუფში ვერ ხვდება, მაშინ პამპერს ვარჩევთ იმ ზომის მიხედვით, რომელიც ამ ორი ზომიდან უფრო მეტია. დიდი პამპერსის შემთხვევაში არის შარდის გადმოდინების საშიშროება, პატარამ შეიძლება "ჩააჭიროს" პაციენტს წელზე ან საზარდულში და გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. მრავალი ჩვენთაგანისთვის მოზრდილთა პამპერსები ძალიან ძვირია, ამიტომ ხშირად, განსაკუთრებით მოსიარულე პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ ბავშვთა პამპერსების ხმარებას,რომელთაც წინასწარ აჭრიან მისამაგრებლებს და იყენებენ საფენების სახით(ბავშვთა პამპერსები ხშირად შეიძლება აქციაში იყიდოთ მისაღებ ფასად,მხოლოდ გირჩევთ მაინც ხარისხზე გააკეთოთ აქცენტი).

შეიძლება ასეთ საფენს მეტი დაცულობისთვის ძველი თეთრეულისგან დამზადებული საფენებიც დაუმატოთ, მთავარია საფენის იყოს რბილი და ნატურალური ქსოვილისგან.პამპერსის გამოცვლა უნდა მოხდეს დროულად. გამოცვლის შემდეგ პაციენტის კანი უნდა დასუფთავდეს - სასურველია დაბანვა თბილი წყლით და საპნით ან სპეციალური გამწმენდი ქაფით. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად სასურველია დასუფთავების შემდეგ, დამცავი კრემის ხმარება.

მნიშვნელოვლად დაგვეხმარება, თუ პაციენტის საწოლის მატრასზე შემოვაკრავთ წყალგაუმტარ ზეწარს (ასეთი ზეწრწრები იყიდება საწოლის თეთრეულის მაღაზიებში), რომელის ზემოდან გადავაფარებთ ჩვეულებრივ ზეწარს. საჭიროების შემთხვევაში, მოხერხებულია საწოლთან დაიდგას სავარძელი-ტუალეტი(რომელიც სამედიცინო ინვენტარის მაღაზიებში იყიდება), როდესაც პაციენტი ღამით ვერ ასწრებს ტუალეტამდე მისვლას.

ყოფითი რჩევები

მნიშვნელოვანია ყოფითი პირობების გაუმჯობესება:

- მოშარდვისთვის მომზადება უნდა იყოს გაიოლებული, მაგ. ღილები შეიცვალოს დუგმებით ან მისაკრავებით. ტუალეტამდე მისასვლელი გზა უნდა იყოს ავეჯისგან თავისუფალი, დაბრკოლებების და იატაკზე დაფენილი ნოხების გარეშე.

- პაციენტმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის სითხე, სასურველია ზედმეტი კალორიების გარეშე, წყურვილის მიხედვით, დღეში 1,5-2 ლიტრი (ამ რაოდენობაში აუცილებლად უნდა მივათვალოთ თხევადი საკვების რაოდენობაც). ხშირი მოშარდვის შიშით, პაციენტები ხშირად იკლებენ სითხის მიღებას, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ამასთანავე მცირე რაოდენობით სითხის მიღებისას იკლებს შარდის ბუშტის მოცულობა,რაც განაპირობებს ხშირ შარდვას, შარდის ბუშტში მცირე რაოდენობით შარდის არსობობის დროსაც კი.

- აუცილებელი ბალანსირებული კვება და შეკრულობის თავიდან აცილება, რათა თავიდან ავიცილოთ გადავსებული სწორი ნაწლავის შარდის ბუშტზე ზეწოლა.

- მნიშვნელოვანია სხეულის მასის კონტროლი,რათა თავიდან ავიცილოთ მენჯის კუნთების გადაძაბვა და შემდგომ მათი დასუსტება.

ავადმყოფის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას იხილავთ ფეისბუქ-გვერდზე:  პალიატიური მოვლა - რჩევები

ია მოსულიშვილი