როგორ ვიკვებოთ ვირუსების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიკვებოთ ვირუსების დროს

მედიცინის დოქტორი დონალდ ფორდი ამბობს, რომ გაციების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, ვებრძოლოთ მის სიმპტომებს წინასწარვე.

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო წამლები სამ ძირითად ნაწილად იყოფა: დასვენება, ბევრი სითხის მიღება და სხეულში ელექტროლიტებისა და მარილის უზრუნველყოფა.

ფორდის თქმით, გაციებისა და გრიპის დროს „სხეული ებრძვის ვირუსს, უგზავნის მას ანტიბიოტიკებს და ცდილობს განდევნოს ინფექცია. თქვენი მოვალეობაა უზრუნველყოთ, რომ სხეულს ჰქონდეს საკმარისი სითხე, რათა ებრძოლოს ვირუსს“.

რჩევები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გრიპი და გაციება:

დაიბანეთ ხშირად

ეს, ალბათ, მარტივად ჟღერს, თუმცა აუცილებელი რამ არის.

ყოველდღიურად თქვენ ხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს, დადიხართ სხვადასხვა ადგილას, ასე რომ, მარტივია გადაგედოთ ინფექცია.

ფორდი გირჩევთ აუცილებლად კარგად დაიბანოთ ხელები, მაშინაც, როცა უკვე ცუდად ხართ, რადგან შესაძლოა გახდეთ უარესად.

დალიეთ ჩაი

ჩაი ლიმონითა და თაფლით საუკეთესო წამალია სახლის პირობებში. ასე მომზადებულ ჩაის დადებითი ეფექტი აქვს თქვენს ყელზე და მთლიანად სხეულზეც.

თუ შესაძლებელია, ჯობს მიიღოთ ბუნებრივი ჩაი, ვიდრე მწვანე ან შავი ჩაი, არა იმიტომ, რომ ჰერბალურ შემადგენლობას რამე განსაკუთრებული ეფექტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ კოფეინს (რომელსაც შესაძლოა ჩაი შეიცავდეს) აქვს დეჰიდრატული ეფექტი.

დალიეთ ყავა, მაგრამ მცირე რაოდენობით

მართალია, ყავის მიღებამ შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს თქვენს პროდუქტიულობაზე, თუმცა, ეს, სავარაუდოდ, უეფექტო იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

მართალია, დილით ერთი ფინჯანი ყავის მიღება არ დაგაზარალებთ, თუმცა ეცადეთ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ისეთი სითხე მიიღოთ, რომელიც არ შეიცავს კოფეინს.

აღიარეთ, რომ ავად ხართ

თანამედროვე სამყაროს სენია იმისი უღიარებლობა, რომ ადამიანი ცუდად არის.

ეს თითქოს გარკვეულ სიამაყესაც უკავშირდება.

იმისათვის, რომ გამოჯანმრთელდეთ, აუცილებელია აღიაროთ, რომ ავად ხართ, დაისვენოთ და მიიღოთ საჭირო წამლები.

მიიღეთ თბილი მარილიანი წყალი

თბილი მარილიანი წყალი დადებით ეფექტს მოახდენს თქვენს ყელზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს ჰიდრატაციის პროცესს.

მიიღეთ ქათმის წვნიანი (ბულიონი)

ქათმის წვნიანის მიღებაც, სხვა დანარჩენთან ერთად, დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ გაციებას.

ფორდი ამბობს, რომ ქათმის ბულიონს ნამდვილად აქვს დადებითი ეფექტი, ხელს უწყობს ჰიდრატაციის პროცესს და შეიცავს საჭირო რაოდენობით მარილს, რაც დადებითად აისახება თქვენს ყელზე.

მიიღეთ ალკოჰოლის განსაზღვრული დოზა

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ალკოჰოლური სასმლის მიღება დაეხმარება გაუმკლავდეს გაციებასა და გრიპს.

მართალია, მცირე რაოდენობით ალკოჰოლს აქვს ეს ეფექტი, თუმცა, დიდი რაოდენობით სასმლის მიღებამ შესაძლოა გამოწივიოს დეჰიდრატაცია და ხელი შეგიშლოთ გამოჯანმრთელებაში.

მიიღეთ ჯანსაღი საკვები

მიიღეთ ჯანსაღი საკვები, აკონტროლეთ საკვების რაოდენობა.

თუ სხეული გიგზავნით სიგნალს, რომ საკვები სჭირდება, აუცილებად მიიღეთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტი.

როცა ავად ხართ, სხეულს სჭირდება ვიტამინები, რათა მან შეძლოს საჭირო პროცესების წარმართვა გამოსაჯანმრთელებლად.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ელექტროლიტები

აუცილებელია მიიღოთ ელექტროლიტები, თუმცა, აკონტროლეთ რომელ ვიტამინებს მიიღებთ.

ნაკლებად ეფექტურია ვიტამინ „ცეს“ მიღება. მართალია, ბევრი სასარგებლო საკვები შეიცავს ამ ვიტამინს, თუმცა, ფორდის თქმით, არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც ამ ვიტამინის სარგებლიანობაზე მიუთითებს გრიპისა და გაციების წინააღმდეგ ბრძოლისას.

ისუნთქეთ სუფთა ჰაერი

ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გახვიდეთ თოვლიან და ცივ ქუჩაში, უბრალოდ აუცილებელია მიიღოთ სუფთა ჰაერი.

ეცადეთ არ შეწყვიტოთ ვარჯიში

გაციების ან გრიპის მიუხედავად, ეცადეთ გააგრძელოთ ვარჯიში.

კარგი იქნება, თუ ვარჯიშის სესიებით ეცდებით დაუპირისპირდეთ გაციებას. თქვენს სხეულს ეს სჭირდება.

გაიკეთეთ ინჰალაცია

ორთქლი და ცხელი ჰაერი დაგეხმარებათ ჰიდრატაციის პროცესის გაუმჯობესებაში.

გამოიყენეთ ატრინგენტი

მიიღეთ ხახვი. მართალია, ეს პირდაპირ არ მოკლავს ვირუსს და არ გაგათავისუფლებთ გაციებისაგან, თუმცა, შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს ყელზე და ასევე თავი უფრო ჯანსაღად გაგრძნობინოთ.

თუ ეს დაგეხმარებათ ნაკლებად დაღლილად იგრძნოთ თავი, მიიღეთ დღეში რამდენჯერმეც კი.

როგორ მოვიქცეთ, რომ სურდო (რინიტი) ავირიდოთ?

  • სწრაფად უნდა გავთბეთ. თუ სამსახურიდან ან გასეირნებიდან შინ გათოშილი და სველი დაბრუნდით, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გათბეთ.
  • მიიღეთ ფეხების ცხელი აბაზანა. წყლის ტემპერტურა 40-42 გრადუსი უნდა იყოს, პროცედურის ხანგრძლივობა – 10 წუთი.
  • ჩაიცვით თბილი წინდები. შეგიძლიათ, შიგ მშრალი მდოგვი ჩაიყაროთ. ფეხისგულები მდიდარ რეფლექსოგენურ ზონას წარმოადგენს, რომლისკენაც იქნება სწორედ მიმართული მდოგვის გამაღიზიანებელი ზემოქმედება.
  • დალიეთ ცხელი ჩაი ლიმონით ან ჟოლოს მურაბით, ასკილის, ცაცხვის ყვავილის, შავი მოცხარის ნაყენი და მაშინვე ჩაწექით საწოლში. ეს ღონისძიებები შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სურდოს „დასაფრთხობად“. თუ რინიტის სიმპტომებმა მაინც იჩინა თავი, დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა.
  • გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი ან სოდიანი ხსნარით. ეს პროცედურა არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური. ლორწოვანი გარსი ამ დროს ტენიანდება და იწმინდება მტვრის, ალერგენების, ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიისგან. ხსნარი ასე მზადდება: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი ან საჭმლის სოდა.
  • კარგია ორთქლის ინჰალაცია არომაზეთებით (ევკალიპტი, პიტნა, ლიმონი, ჩაის ხე, ლავანდა) ან სამკურნალო მცენარეებით – სალბით, გვირილით. დაასხით ნედლეულს მდუღარე წყალი და ისუნთქეთ სამკურნალო ორთქლი 5 წუთის განმავლობაში. ორთქლის აბაზანების ეფექტი თვალსაჩინოა. ჯერ ერთი, სამკურნალო საშუალება პირდაპირ „უბედურების ზონაში“ ხვდება, მეორე – წამლებისგან განსხვავებით, სხვა ორგანოებზე პრაქტიკულად არ მოქმედებს.
  • ხახვისა და ნივრის წვენი სურდოს საწინააღმდეგო საკმაოდ ძლიერი საშუალებაა, ოღონდ ნესტოებში პირდაპირ არ ჩაიწვეთოთ – შესაძლოა ცხვირის ლორწოვანი გარსი დაიზიანოთ! ნესტოებში ჯერ ვაზელინი ამოისვით, შემდეგ აიღეთ ბამბის ტამპონი, ნივრის ან ხახვის წვენში დაასველეთ, გაწურეთ და ნესტოებში ჩაიდეთ.
  • ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 5-6 წვეთი წითელი ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ან დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები და ნესტოებში ჩაიდეთ.
  • მოხარშეთ ალოეს ყველაზე ხორციანი ფოთოლი და გამოწურეთ სამკურნალო წვენი. გადასწიეთ თავი უკან და ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 3-5 წვეთი. დაიზილეთ ცხვირი გარედან, დაცემინების შემდეგ ცხვირი გაგითავისუფლდებათ.
  • ნებისმიერი წამლის ჩაწვეთებამდე გამოირეცხეთ ცხვირი ზღვის მარილის სუსტი ხსნარით ან აკვამარინით (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში).