სათამაშო და გონებრივი განვითარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სათამაშო და გონებრივი განვითარება

თუმცა, არც მათი არჩევაა იოლი – საჩუქარმა პატარა კიდეც უნდა გაახაროს და სარგებლობაც მოუტანოს, მის განვითარებას დაეხმაროს.

სათამაშო არის საშუალება, ბავშვმა მიიღოს ინფორმაცია გარემომცველი სამყაროს შესახებ, შეიმეცნოს ობიექტური სინამდვილე.

პირველი მოთხოვნა: სათამაშო უნდა შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს. კარგი მწარმოებელი აუცილებლად აკეთებს შესაბამის აღნიშვნას სათამაშოს ეტიკეტზე. 2 წლის ბავშვს არ უნდა ვაჩუქოთ რთული კონსტრუქტორები და რადიომართვადი მოდელები – დაამტვრევს და ნაწილებად დაშლის. ასე იქნება მანამ, სანამ გაიგებს და გააცნობიერებს მათ დანიშნულებას, როცა უბრალო საჩხაკუნო უკვე ვეღარ მიიქცევს მის ყურადღებას და ვერ დააინტერესებს. ზოგჯერ მშობლები საგანგებოდ ყიდულობენ გაცილებით უფროსი ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ სათამაშოს – ეს განვითარებისო სტიმულს მისცემს პატარასო. არ ღირს, რადგან ძალიან რთულმა სათამაშომ ბავშვი შესაძლოა გააღიზიანოს.

ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ამიტომ სათამაშო არ უნდა შეიძინოთ ბაზრობებზე, მიაკითხეთ სათამაშოების სპეციალიზებულ მაღაზიებს, რომ დარწმუნებული იყოთ, სათამაშოებს ახლავს ხარისხის სერტიფიკატი, ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ენაზე და გავლილი აქვს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ექსპერტიზა. უსაფრთხო სათამაშო დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალებისგან, არ უნდა ჰქონდეს მახვილი კუთხეები, წახნაგები, ადვილად უნდა ირეცხებოდეს. წვრილდეტალებიანი და თოკებიანი სათამაშო, რომელშიც შეიძლება გახლართვა, დასაშვებია მხოლოდ 4-5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის. ბგერები, ხმა, რომელსაც გამოსცემს სათამაშო, არ უნდა იყოს ხმამაღალი და მკვეთრი, ეს მავნებელია სმენისათვის და გამაღიზიანებელია მშობლებისთვის.

საყვარელი ყუთი

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი იყოს სათამაშოსთან ურთიერთზემოქმედების სხვადასხვა ხერხის მოფიქრება. ხშირად თვითმფრინავის მოდელის ასაწყობი ძვირფასი კონსტრუქტორი ბავშვს ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ჩვეულებრივი ფერადი კუბების ნაკრები. მათგან ხომ შესაძლებელია გაკეთდეს და აეწყოს სახლიც, თვითმფრინავიც და ბევრი სხვა სახის შენობა და საგანი, ხოლო შაბლონზე, ერთ ყალიბზე დაფუძნებული მოქმედება სწრაფად ბეზრდება ბავშვს. იარაღით აღჭურვილ მულტფილმების გმირებს – მონსტრებს, მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვთ – ომი. ასეთი სათამაშოები ზედმეტი აგრესიის მეტს ვერაფერს გამოიწვევს, ბავშვს ვერც ფანტაზიას განუვითარებს და ვერც წარმოსახვის უნარს.

ბავშვის ფანტაზიის განსავითარებლად კარგია ეგრეთ წოდებული საგანი-შემცვლელები: მაგალითად, ჩვეულებრივი მუყაოს ყუთი შეიძლება იყოს სახლიც, ავტოფარეხიც, საწოლიცა და კარადაც. სწორედ ამ პრინციპით შეიძლება შეიძინოთ ისეთი სათამაშოები, რომლებსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვთ. სათამაშოს შერჩევისას შეეცადეთ, თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინოთ. როგორ ითამაშებდით თქვენ ამ სათამაშოთი? რა ამბავს მოიფიქრებდით? რომელი სათამაშოებით ააწყობდით სახლს? რა გრძნობებს იწვევს თქვენში ეს სათამაშო? სწორედ ამის მიხედვით შეურჩიეთ გასართობი პატარას. არ არის სწორი გავრცელებული აზრი, რომ გოგონებს სჭირდებათ მხოლოდ თოჯინები, თოჯინას საწოლი, ტანსაცმელი და აქსესუარები, ხოლო ბიჭებს – მხოლოდ მანქანები და სხვადასხვაგვარი საბრძოლო იარაღი. არ უნდა გაგაოცოთ და შეგაშფოთოთ თოჯინით მოთამაშე ბიჭუნამ, რომელსაც აქვს სურვილი და მოთხოვნილება, ითამაშოს სახლობანა, ასეთი ბიჭი კარგი მამა გახდება, გოგონას კი, რომელიც გატაცებით თამაშობს მანქანებით, განუვითარდება რეაქციის სისწრაფე და ყურადღება.

სათამაშოები ხშირად ბავშვებს საკვლევი ამოცანის წინაშე აყენებენ და კარნახობენ მისი გადაწყვეტის გზებს, მათ ისღა დარჩენიათ, იფიქრონ. ასეთი სათამაშოების კარგი მაგალითია პირამიდები, ასაწყობი სათამაშოები სქემების თანხლებით. უფროსმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება აჩვენოს ბავშვს, რისი გაკეთებაა საჭირო. მხოლოდ რჩევით უნდა შემოიფარგლოს; დანარჩენი ბავშვმა უნდა გააკეთოს. უმეტესად ასეთი სქემები ისეა შედგენილი, რომ ბავშვი ლოგიკურად უნდა მივიდეს სწორ გადაწყვეტილებამდე, სასურველია, დამოუკიდებლად. შემდეგ კი უკვე აწყობილი სათამაშოთი სიამოვნებას განიცდის, ამაყობს, რომ ეს თვითონ გააკეთა. ბავშვი თავდაჯერებული ხდება და ყოველთვის ეცდება, მხოლოდ დამოუკიდებლად მივიდეს მიზნამდე.

დღეს განმავითარებელი სათამაშოების დიდი არჩევანია, რომელთაც საინტერესო სახელები ჰქვიათ: „პატარა გენიოსი“, „ფენომენი“ და ა.შ. მნიშვნელოვანია, რა ასაკის ბავშვისთვის არის ისინი განკუთვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერანაირ ძვირფას და მიმზიდველ სათამაშოს ვერასოდეს შეცვლის ახლობელ ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა. რაც შეიძლება ხშირად ეთამაშეთ თქვენს პატარებს, ეს მათ დიდ სიხარულს ანიჭებს!