მეტყველების დარღვევები და მათი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტყველების დარღვევები და მათი მკურნალობა

- მეტყველების დარღვევის მიზეზთა შესახებ უამრავი თეორია არსებობს, რომლებიც სავსებით ან ნაწილობრივ ხსნიან ენის ბორძიკის პირველად მიზეზებს. ამ თეორიათა მიხედვით, მეტყველების მოშლის ყველაზე გავრცელებული (67,5%) მიზეზი შიში და ემოციური სტრესია. სიხშირით მეორე ადგილზეა (27,5%) მოტეხილობები და ტრავმები, მესამეზე - ინფექციური დაავადებები. არსებობს მეტყველების დარღვევის წინასწარგანმსაზღვრელი მიზეზებიც, მათ შორის - ასაკი (პაციენტთა უმრავლესობას მეტყველების დარღვევა 2-დან 5 წლამდე ასაკში ეწყება) და მემკვიდრეობა. დეფექტი სხვებზე ხშირად უყალიბდებათ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ოჯახში ორ ან მეტ ენაზე საუბრობენ.

 

- დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მეტყველების დეფექტების მკურნალობის კომპლექსური მეთოდი. რა ღონისძიებებს მოიცავს ეს თერაპია?

- ენის  ბორძიკი მეტყველების მარტივი დეფექტი როდია, ეს საკმაოდ რთული ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური პრობლემაა, ამიტომ მისი კორექციის საუკეთესო მეთოდად კომპლექსური თერაპია მიიჩნევა. იგი ითვალისწინებს ყველა იმ ფუნქციური რგოლის შეთანხმებული მოქმედების აღდგენას, რომლებიც ადამიანის მეტყველებაში მონაწილეობენ. აუცილებელია ნერვულ-რეფლექსური, არტიკულაციური და ფსიქოემოციური სფეროების მოწესრიგება. კომპლექსური თერაპია რამდენიმე სახის ღონისძიებას მოიცავს: მეტყველების კორექციის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს, ფსიქოთერაპიას, ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს, სუნთქვით ვარჯიშებს, ვარჯიშებს დიქციისთვის, კლასიკურ და წერტილოვან მასაჟს. ზოგჯერ საჭიროა მკურნალობის კურსში ფიტოთერაპიულ საშუალებათა ჩართვაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მეთოდი არ მოითხოვს ანტიდეპრესანტებისა და სხვა, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ძლიერი პრეპარატების გამოყენებას. მეტყველების კორექციის სპეციალური კომპიუტერული პროგრამები პაციენტს თავისუფალი და ლაღი, საჭირო ტემპის მეტყველების ფორმირებაში ეხმარება, სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით კი ის განსაზღვრული სიმაღლისა და სიხშირის ბგერების (ობერტონების) წარმოთქმას სწავლობს. ადამიანის მეტყველებაში რამდენიმე კუნთი მონაწილეობს, საკმარისია, თუნდაც ერთი მათგანი გამოვიდეს მწყობრიდან, რომ ეს თვალნათლივ აისახება მეტყველებაზე. კლასიკური და წერტილოვანი მასაჟის მიზანი სწორედ მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და მთლიანად არტიკულაციური აპარატის მოდუნება-რელაქსაციას ისახავს მიზნად, რათა შემდგომი ვარჯიშისას ისინი მთლიანად დაემორჩილონ ადამიანის ნება-სურვილს. მასაჟი კომპლექსური თერაპიის პირველი რგოლია და დიდწილად განსაზღვრავს შემდგომი თერაპიის ეფექტს. დიქციის გასავარჯიშებელი პროცედურების მიზანი ლაპარაკის დროს ენისა და ტუჩების სწორი მიმართულებით მოძრაობის უზრუნველყოფაა, ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელსაც პაციენტი საშინაო დავალების სახით შინაც აგრძელებს. დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ენის ბორძიკი ფსიქოემოციური წრის დარღვევის შედეგი გახლავთ, ამიტომ კომპლექსური თერაპიის დიდი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ეთმობა.

 

- მკურნალობის შედეგს უპირატესად თერაპიის დაწყებამდე პაციენტის განწყობა განსაზღვრავს. კიდევ რომელი ფაქტორები მოქმედებენ თერაპიის მსვლელობაზე?

"  მკურნალობის შედეგი მართლაც ბევრად არის დამოკიდებული პაციენტის ემოციებსა და გრძნობებზე. თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია, მან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს და გათავისუფლდეს ზედმეტი დაძაბულობისგან. მან უნდა შეიცვალოს საკუთარი დეფექტისადმი დამოკიდებულება და დაძლიოს შიში, მოიცილოს ყოველგვარი უჩვეულო ჟესტი და მიმიკა, რომელსაც მეტყველებისას იშველიებს. მეტყველების კორექცია უდიდეს ნებისყოფასა და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ პაციენტმა ენერგია უნდა მოიკრიბოს და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინოს. თერაპიის მსვლელობაზე ძლიერ დადებითი გავლენა აქვს ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიყვარულსა და თანადგომას.