როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები ტკბილი ძილისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები ტკბილი ძილისთვის
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც.

ხარისხიანი ქართული წარმოების უზამბარო ღრუბლის მატრასების ფართო არჩევანი "ფოამ თბილისში" დაგხვდებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე მათ შორის თქვენთვის შესაფერისს აარჩევთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციებიც ვიცოდეთ. ამისთვის დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის ექიმ რეაბილიტოლოგს თეა ადამიას ვესაუბრეთ. როგორც სპეციალისტი ამბობს, არასწორად შერჩეული მატრასი მთელ რიგ პრობლებს იწვევს. ხშირ შემთხვევაში, ზურგის, წელის, კისრის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება სწორედ,
ცუდად შერჩეულ მატრასს უკავშირდება.

მისივე თქმით, მატრასის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ასაკს და მისი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. სპეციალისტი ამბობს, თუ ბავშვებისთვის ძირითადი რეკომენდაციაა, რომ მატრასის ზედაპირი მყარი იყოს, ზრდასრულ ასაკში, მატრასის შერჩევისას, უკვე დიდ როლს თამაშობს სუბიექტური გარემოებებიც (თუ რამდენად კომფორტულად
ვგრძნობთ მასზე თავს).

მატრასის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს და როგორც სპეციალისტი გვეუბნება, უმჯობესია აქცენტი უზამბარო მატრასზე გავაკეთოთ, რადგან ასეთ დროს, სხეულის წონა მატრასზე თანაბრად ნაწილდება და გართულებებისა და დისკომფორტისგან დაზღვეული ვართ.

"ზოგადად ითვლება, რომ უზამბარო მატრასი  უფრო მაღალი ხარისხისაა, რადგან ზამბარაზე სხეულის წონის განაწილება შედარებით რთულია. ამიტომ თუ ამის საშუალება გვაქვს, სჯობს არა ზამბარა, არამედ სხვა შემადგენელი იყოს.  ზამბარიანი მატრასის აგებულებას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მასში არის ზამბარიანი ნაწილიც და უზამბაროც. სწორედ ამიტომ, ასეთი მატრასი ვერასდროს თანაბრად ვერ გაანაწილებს სხეულის წონას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ერთნაირი სიმკვრივის არის, ბუნებრივია უკეთესია, რადგან ფიზიკის კანონები ვრცელდება ყველაფერზე და ბუნებრივია, ჩვენს სხეულზეც და მატრასზეც,"- აღნიშნავს თეა ადამია.

რამდენად კომფორტულია მატრასი, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, ადვილი გამოსაცნობია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცურვასთან აქვს შეხება- დაახლოებით უწონობის მდგომარეობის შეგრძნება უნდა გვქონდეს, სრულად მოდუნების და მოშვების.

"თუ ჩვენ გვჭირდება, რომ დამატებით რაღაც პოზა მოვირგოთ, საბანი ამოვკეცოთ და ფეხი დავადოთ, ეს  იმას ნიშნავს, რომ ზედაპირი  ჩვენთვის მორგებული არ არის, შესაბამისად, არც სრული კომფორტი გვექნება,"- ამბობს თეა ადამია.

სპეციალისტის რჩევაა, მატრასის შერჩევისას გავითვალისწინოთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებიც.

"მაგალითად,  როცა პაციენტს ლოგინში აქტიურად გადატრიალება ეკრძალება,  ასეთ შემთხვევაში, იდეალური იქნება მატრასი, რომელიც სხეულის ფორმას გაიმეორებს.  თუ მაგალითად, ხერხემლის პრობლემა მაქვს, მაშინ კარგი იქნება იყოს ჩახუტების ეფექტი, ლატექსი მაგალითად. თუ მაქვს პრობლემა როცა ხერხემალი უნდა მქონდეს სტაბილურ მდგომარეობაში, აუცილებელია ეს იყოს  შედარებით სწორი ზედაპირი,"- აღნიშნავს ექიმი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მატრასს თავისი გამოყენების ვადა აქვს და ის 8- დან 10 წლამდე მერყეობს.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ "ფოამ თბილისს".

"ფოამ თბილისი" N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელი საწარმოა საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლით გამოირჩევა.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
"გათხევადებული" სისხლი და "გასუფთავებული" ნაწლავი ჯანმრთელობის საფუძველია! გთავაზობთ იმ მარტივი სასმელის მომზადების წესს,
რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მოხუცებულობით ჭკუასუსტობას
იაპონელმა მეცნიერებმა გამოავლინეს უნიკალური კავშირი: თუ ხანდაზმული ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იცინის,
დაფიქრებულხართ, საქართველოს რამდენი ადამიანი მუშაობს მომვლელად ჩვენს ქვეყანაში ან მის საზღვრებს გარეთ?
სიცოცხლის მესამედს ადამიანი ძილისთვის ხარჯავს. ძილის დროს სხეული აღიდგენს ძალებს,
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად