რა ვიცით შეკრულობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვიცით შეკრულობაზე

ამ ნაშრომის თანახმად, აუტოინტოქსიკაციის თეორიის (განავლის შეკავების დროს მისი დაშლის პროდუქტების შეწოვა) დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. ქრონიკული შეკრულობა უსიამოვნოა, მაგრამ არა საშიში. მრავალი ექიმი მას სერიოზულად არც კი ეკიდება.

ნაშრომის ავტორის აზრით, შეკრულობის შესახებ არსებობს უამრავი მცდარი შეხედულება, რომლებსაც მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. მოგვყავს ზოგიერთი მათგანი:

დოლიქოკოლონი

მცდარია მოსაზრება, თითქოს ნორმაზე მეტად დაგრძელებული მსხვილი ნაწლავი - დოლიქოკოლონი - შესაძლოა შეკრულობის მიზეზად იქცეს. გამოკვლევამ ქრონიკული შეკრულობის დროს გრძელი და მოკლე ნაწლავის მქონე პაციენტებს შორის განსხვავება არ დაადასტურა. ამრიგად, შეკრულობისას ქირურგიული მკურნალობა მსხვილი ნაწლავის დასამოკლებლად აუცილებელი არ არის.

სხეულის წონა და შეკრულობა

მცდარია შეხედულებაც, თითქოს შეკრულობისადმი მიდრეკილება სხეულის მასასა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე იყოს დამოკიდებული. ქრონიკული შეკრულობის მქონე ქალებს ხშირად უტარდებათ გინეკოლოგიური ოპერაციები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მენჯისმიერი ტკივილი ყოველთვის შეკრულობას არ უკავშირდება და შესაძლოა გინეკოლოგიური პათოლოგიით იყოს გამოწვეული.

ჰიპოთირეოზი

გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ჰიპოთირეოზი შეკრულობას არ იწვევს, ამიტომ სხვა სიმპტომების არარსებობისას ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა შეკრულობის დროს ნაჩვენები არ არის.

ფიზიკური დატვირთვა

ასევე მცდარია აზრი, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები შეკრულობისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. ჰიპოდინამიურ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია სჭირთ, მართლაც შეიძლება შეკრულობა ჩამოუყალიბდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი კომპლექსურია, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა კი, მაგალითად, მარათონული სირბილი, ნაწლავთა მოტორიკას ნამდვილად ვნებს.

მსუბუქი საფაღარათო საშუალებები

შეცდომაა ფიქრი, თითქოს ორგანიზმი მსუბუქ საფაღარათო საშუალებებს ეჩვევა. შეცდომაა ისიც, რომ ასეთი პრეპარატები წონას აქვეითებს.

დიეტა

მცენარეული ბოჭკოთი ღარიბი დიეტა არ შეიძლება ქრონიკული შეკრულობის მიზეზი იყოს. ზოგიერთ პაციენტს უჯრედისის უხვმა მიღებამ შეიძლება არგოს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უხეში უჯრედისის მიღება კლინიკას ამძიმებს.

სითხის ჭარბი მიღება

ირწმუნებიან, რომ სითხის სათანადო ოდენობით მიღება ყაბზობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საშუალებაა. სინამდვილეში თუ დეჰიდრატაცია არ აღინიშნება, სითხის ჭარბი გამოყენება შეკრულობის სამკურნალოდ არ გამოდგება. სტატიის ავტორის აზრით, მცდარ მოსაზრებათა მიზეზი ის არის, რომ ოპტიმალურად მოფუნქციონირე ნაწლავის ცნება სხვადასხვაგვარად ესმით. ნაწლავის ოპტიმალური ფუნქციონირება, ტრადიციისამებრ, დეფეკაციის სიხშირისა და მისი გაფორმების თავისებურებათა მიხედვით ფასდება.