როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

და სასიამოვნო იყოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც, რადგან  ხშირ შემთხვევაში, არასწორად შერჩეულმა მატრასმა შესაძლოა, სწორედ ამ კუთხით შეგვიქმნას პრობლემები.

ხარისხიანი ქართული წარმოების უზამბარო ღრუბლის მატრასების ფართო არჩევანი "ფოამ თბილისში" დაგხვდებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე მათ შორის თქვენთვის შესაფერისს აარჩევთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციებიც ვიცოდეთ. ამისთვის ორთოპედიულ ცენტრ "დემას" რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევებს გთავაზობთ.

ქალბატონო ეკა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ მატრასი და რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ წინააღმდეგ შემთვევაში? განსაკუთრებით რა ასაკში უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება?

ეკა ღვინჯილია: მატრასი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაბადების წუთიდანვე - რა მდგომარეობაში წევს, რამდენად სწორ და მაგარ მატრასზე. ეს ყველაფერი განსაზღვრავს მისი ხერხემლის სწორ  განვითარებას. თუმცა, მატრასის შერჩევა არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ასაკში.

მატრასების ფართო არჩევანი არსებობს, რამდენად სწორია მოსაზრება, რომ არ უნდა დავწვეთ რბილ მატრასზე?

ეკა ღვინჯილია: მატრასი, რომელზეც ვწვებით, არ უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც რბილი, უნდა იყოს საშუალო სიმაგრის. მაგალითად, თუ ბავშვს ძალიან რბილ მატრასზე დავაწვენთ, ის მიიღებს მისი სხეულის ფორმას, რომელიც შემდეგ ბავშვის ჩამოყალიბებას აუცილებლად ხელს შეუშლის. ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მატრასს არ უნდა დავადოთ ზევიდან ლეიბი, როგორც ამას უწინ აკეთებდნენ.

არსებობს სხვადასხვა სახის მატრასები, როგორც ვიცით მატრასის ხარისხი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ალბათ, მის შიგთავსზეც. მაგალითად ,არსებობს ზამბარებიანი მატრასი, ზოგიერთს კი საერთოდ არ აქვს ზამბარა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ეკა ღვინჯილია: უზამბარო ღრუბლის მატრასებს ვუწევ რეკომენდაციას, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. სასურველია, ყურადღება  მივაქციოთ, რომ არ იყოს სინთეტიკური. აღმოჩნდა, რომ დე ვიტამინის ნაკლებობა საქართველოში, ბავშვთა 80 პროცენტს აქვს,  ამ დროს კი,  სჯობს,  ის იწვეს ბუნებრივ ქსოვილზე, რომ ოფლიანობამ არ შეაწუხოს, რაც თავის მხრივ დე ვიტამინის ნაკლებობით განვითარებულ რაქიტს უწყობს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ დიდებშიც. ხშირ შემთხვევაში მატრასის ზედაპირის ნაჭრებს  პლასტმასის ბოთლებისგან ამზადებენ, ეს არაფრით არ შეიძლება.

როგორ ვარჩევთ მატრასს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაწუხებს კონკრეტული პრობლემა რაიმე დაავადების სახით?

ეკა ღვინჯილია: რიგ შემთხვევაში ვხვდებით თანდაყოლილ სქოლიოზს, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიებს. ამ დროს ვხმარობთ ორთოპედიულ მატრასს. ორთოპედიულია მატრასი, რომელიც არის ზომიერად და ზომიერზე მეტად მყარი. დანარჩენ შემთხვევაში, თუ არ არის მსგავსი პათოლოგიები, საკმარისია საშუალო სიმაგრის მატრასი.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა მატრასმა?

ეკა ღვინჯილია: არასწორად შერჩეული მატრასი ხერხემლის  სქოლიოზს, ლორდოზს, კიფოზს და უამრავ დაავადებას იწვევს.  როგორც უკვე გითხარით ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის დაბადების წუთიდან. 20 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, არ დაგემართებათ სქოლიოზი თუ იქამდე არ გაქვთ, თუმცა, თუ ამ მხრივ  რაიმე პრობლემა გაწუხებთ, სიტუაციას ბევრად გაამწვავებს.  თუმცა, დამატებით დაავადებების გარეშეც, გასათვალისწინებელია, რომ  21 საუკუნეში, როცა ბევრი ადამიანი სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებს, მათთვის რა თქმა უნდა, არასწორად შერჩეული მატრასი დამატებითი დისკომფორტის შემქმნელი იქნება.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ "ფოამ თბილისის N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელ საწარმოს, რომელიც  მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლებით გამოირჩევა.