"თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" - ვინ მისწერა ეს სიტყვები ვახტანგ ბოჭორიშვილს - ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილი ინფექციონისტის ქალიშვილთან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

"თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" - ვინ მისწერა ეს სიტყვები ვახტანგ ბოჭორიშვილს - ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილი ინფექციონისტის ქალიშვილთან

 "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" - ვინ მისწერა ეს სიტყვები ვახტანგ ბოჭორიშვილს - ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილი ინფექციონისტის ქალიშვილთან
მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს, თუ როგორ ღირსეულად დახვდა საქართველო უხილავ მტერს - საუბრობენ ქართველი
ექიმების მაღალ პროფესიონალზიმზე, იმ სკოლაზე რომელშიც ისინი აღიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ მართლაც სასახელო ექიმებად... იმ სახელმგანთქმულ პედაგოგებს შორის, რომელთაც ისინი აღზარდეს, ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოში ცნობილი ინფექციონისტი ვახტანგ ბოჭორიშვილია. გვინდოდა ბატონი ვახტანგის შესახებ უფრო მეტი შეგვეტყო, ამ მიზნით კი ინტერვიუ მოვამზადეთ მის ქალიშვილთან, ქალბატონ ლალი ბოჭორიშვილთან, რომელიც ჩვენდა გასკვირად, პროფესიით ეკონომისტი აღმოჩნდა.

- დაახლოებით მეექვსე კლასიდან სულ მესმოდა მამისგან, - დედა, რა მძიმეა ექიმის პროფესია, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ
მორალური დატვირთვაც ახლავს, ყოველთვის ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლაში ხარ ჩართული. ქალისთვის დიდი ტვირთია ეს პროფესია, ამიტომ მედიკოსი არ გახდეო. ეს თავდაპირველად ერთგვარი ხუმრობა იყო, რომელიც ჩემთვის საპატივცემულო და ავტორიტეტული პიროვნებისგან ხშირად მესმოდა, ამასთან, იმ პერიოდში როცა პროფესიულ არჩევანს ვაკეთებდი, ასე ვთქვათ, მოდაში იყო საქმიანი ქალები. მე
ასეთ ქალს ოფისში ვხედავდი, რომელიც ფინანსურად მართავდა ორგანიზაციას, ამიტომ ჩავაბარე ეკონომიურზე და მინდა გითხრათ, მამა ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი იყო - ერთი ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენს ოჯახშიო, ხუმრობდა. დედაც ექიმი იყო... თუმცა, წლების შემდეგ ( უკვე 50-ს რომ გადააბიჯა) გული წყდებოდა, თვითონაც აღიარებდა რომ ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა. ჩემგან გასხვავებით, ჩემი და ექიმი გამოვიდა (იყო აკადემიკოსი, პროფესორი). მას რომ პროფესიული არჩევანის გაკეთების დრო დაუდგა, იმხანად უკვე საქართველოში ვცხოვრობდით. საქართველოში კი ყოველთვის იგრძნობოდა ექიმების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა. მახოვს, სახლში ვერცხლის ფიალა გვქონდა, რომელიც მამას ერთ-ერთმა ავადმყოფმა აჩუქა. მას ზედ ეწერა: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ". ჩემი და ხშირად ამბობდა ხოლმე, მე ამ წარწერამ გადამაწყვეტინა რომ ექიმი გამოვსუიყავიო.

mkurnali.ge

- თქვენ თუ გქონდათ შემდეგში სინანული, თავის დროზე ექიმობა რომ არ მოინდომეთ?

- მქონდა... სისხლის დანახვა არ შემეძლო და იმთავითვე ვხვდებოდი რომ ქირუტგი ვერ გამოვიდოდი, მაგრამ მერე ცხოვრებამ მაჩვენა რომ ექსტრემალურ სიტუაციაბში, როდესაც ადამიანს უჭირს, ეს შიშის სადღაც მიქრებოდა და პირველ დახმარებას ყოველთვის ჩემ თავზე ვიღებდი. ეს ჩემდა უნებურად ხდებოდა.

მე, დედა, მამა და ჩემი და - ბედნიერი ოჯახი ვიყავით, ბედნიერი წლები გვაერთიანებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ჩემთვის ძვირფასი 3 ადამიანი, 3 წელიწადში, ერთმანეთის მიყოლებით დავკარგე. ამ სამმა წელმა აბსოლუტურად შემცვალა, თითქოს გული გამიქვავდა... ჯერ დედა დასნეულდა, ბოლო 6 თვე მძიმედ იყო და რიგრიგობით ვზუნავდით მასზე. მისი გარდაცვალება ბუნებრივია მძიმე იყო, მაგრამ ვცდილობდით ჩვენი ტკივილი მამასთან აღარ გამოგვეხატა, იმდენად შეძრული იყო ის ამ ამბით. ამის შემდეგ მამასაც ემჩნეოდა, რომ არ იყო კარგად, მაგრამ გვეუბნებოდა, - აი, 5 წელიწადი კიდევ მოგყვებითო. თუმცა 1 წლის თავზე დედას წასვლიდან, ისიც ცუდად გახდა. კარგ ახანს იწვა საავადმყოფოში. ერთ დღესაც სიტუაცია დამძიმდა და მამამ კოლეგებს უთხრა, ახლა კი დროა რეანიმაციაში გადამიყვანოთო. კარგად მახსოვს, ფიქრებისგან დამძიმებული ვერ ვიძინებდი, არც დავწოლილვარ, გამთენიისას პლედი მოვისხი, დავთბი და გავირინდე. დილის 4 საათისთვის სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია - გარდაიცვალაო... მერე თამრიკო გარდაიცვალა. ის მამას გარდაცვალებამდე გახდა ავად. მამა მის მდგომარეობას რომ გაეცნო მითხრა: ეხ, შვილო, მე მისთვის 1 წელი მიმიციაო. ასეც მოხდა...

mkurnali.ge

- რამ განსაზღვრა ბატონი ვახტანგის პროფესიული არჩევანი, როგორ იზრდებოდა?

-ის 1924 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. შემდეგში, ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად, ნადიკვარზე იყიდეს სახლი. მამას გამორჩეულად უყვარდა თელავი. ახალგაზრდობაში თელავის თეატრის ხშირი სტუმარი იყო. მუშაობდა კიდეც... სკოლის დამთავრების მერე მამამ თბილისში სარეჟისოროზე ჩააბარა . მისი დაც მსახიობი იყო, ქეთევან ბოჭორიშვილი. ის "ჯარიკაცის მამაში" გოდერძის დედას ასახიერებდა. კიდევ ბევრი როლი აქვს შესრულებული. ძირითადად კი გორის თეატრში მოღვაწეობდა. სტუდენტობის პერიოდში მამამ ტუბერკულოზი გადაიტანა, შემდეგში სოხუმის თეატარში დაიწყო მუშაობა. დამოუკიდებლადაც დგამდა სპექტაკლებს. პირველი პროფესიული იმედგაცრუებაც აქ იგემა, "ხევისბერიბერ გოჩას" პრემიერამდე, კომუნისტურმა ელიტამ მოსთხოვა, პეროსნაჟებისთვის წითელი დროშა დაეკავებინა...

ამის შემდეგ თბილისში ჩამოდის მამა. აქ ლიტერატურული წრე ჰქონდათ, სადაც გაიცნო ვახტანგ საგანელიძე. ისინი დამგეობრდნენ. ბატონი ვახტანგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინსტიტუტში სწავლობდა და გულს ვერ უდებდა ვერცერთ პროფესიას. მამასთვის უთქვამს, ხარკოვში უნდა წავიდე და იქ ვისწავლოო. შემდეგში ორივე ვახტანგმა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა.

- როგორც ვიცი, ხარკოვში დაოჯხადა ბატონი ვახტანგი.

- დიახ. დედა და მამა კურსელები იყვნენ. დედა ლიდია ვარაბიოვა, ეპიდემიოლოგი იყო. იშვიათია ისეთი შეკრული ოჯახი ჩვენ რომ გვქონდა, მაშინ მეგონა ყველა ოჯახი ასე ცხოვრობდა, თუმცა, წლები რომ გავიდა და ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, მივხვდი რომ ასე არაა.

მე 1948 წელს დავიბადე. ცოტა ხანი ვიცხოვრე მშობლებთან, მერე გამამწესეს ბებიაჩემთან, დედის დედასთან. დედა და მამა კი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ყაზახეთში გაანაწილეს, ჩიმქენთში. დედა ჩიმქენთის ოლქის ეპიდემიოლოგი იყო. ვერტმფრენი ემსახურებოდა, რეგიონის კეთროვანთა დაწესებულებას მეთვალყურეობდა. მამა კლინიკაში მუშაობდა და ჩიმქენთის სამედიცინო ტექნიკუმში ლექციებს კითხულობდა. 1953 წელს, წყვილი მოსკოვში გამოიძახეს, სამხედრო ნაწილის ექიმად... ნაწილი, სადაც მამა მსახურობდა ციმბირში უნდა გაეგზანათ, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა... ჩემი მშობლების მეგობარმა (მგავზრობისას გაცნობილმა), რუბენ ჩილინგარიანმა, რომელიც კრემლის სავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობდა, ხელი შეგვიწყო და მამას ნაწილი ციმბირის მაგივრად მოსკოვის გარეუბანში ოჩიკავოში აღმოჩნდა. ასე რომ ჩემი და უკვე მოსკოვში დაიბადა, მე მაშინ 5 წლის ვიყავი, სწორედ ამ დროს წამომიყვანეს ბებიასგან.

შემდეგში ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე სწავლობდა მამაჩემი.... საოცარი მეხსიერება ჰქონდა, თან ძალიან ნიჭიერი იყო, თვითონ კი მიიჩნევდა ყველაფერი მხოლოდ შრომის შედეგად მიიღწევაო.

- ბევრს შრომობდა?

- ძალიან. ბავშვობაში, ჩემს საწოლთან, მაგიდაზე საბეჭდი მანქანა ედგა. მე ყოველთვის ამ მანქანის ბეჭდვის ხმაზე ვიძიენდი. ისე ვიყავი შეჩვეული, სხვანაირად შეიძლება ვერც დამეძინა...

- ქართული ასე კარგად სად ისწავლეთ?

- მამა ყოველთვის ქართულად გვესაუბრებოდა. ერთმანეთთან მიმოწერა მხოლოდ ქართულად გვქონდა. ცხოვრებაში არ მახსოვს რომ გაგვწყრომოდა. 1 წელი, სკოლაში შესვლამდე კი კახეთში ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდი და აბა რა გასაკვირია, ქართველი რომ ქართულად კარგად ვსაუბრობდე.

- თბილისში როდის ჩამოხვედით?

- 1969 წელს. მე უკვე სტუდენტი ვიყავი. თამრიკომ სკოლა აქ დაამთავრა, შემდეგ სამედიცინო ინტიტუტი და მამასთან მუშაობდა ბოლო წუთამდე. მამას არ ეშინოდა ექპერიმენტების, ადვილად იღებდა სარისკო გადაწყვეტილებებს. ამბობდა, როგორ შეიძლება ავადმყოფს მხოლოდ დაწერილი სქემით უმკურნალოო. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. მამამ, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. ამ პერიოდში ფართოდ გაიცნეს და საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. 1970–1973 წლებში იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

- როგორი პედაგოგი იყოო - როგორ ახასიათებდნენ?

- ერთადერთხელ მოგცემდა შენიშვნას, მეორედ არაფრით გაგიმეორებდა. შვილებთანაც ასე იყო. ამბობდა, თუ ერთი თქმით ვერ გაიგო ადამიანმა, თავი რატომ უნდა მოვაბეზროო?!
3 შვილიშვილი ჰყავს ვახტანგ ბოჭორიშვილს. მათგან მხოლოდ ერთმა თამრიკოს ქალიშვილმა, მაკა იაშვილმა აირჩია ექიმის პროფესია. ვნახოთ შვილთაშვილები რას გადაწყვეტენ...

p.s. კლინიკა, სადაც ვახტანგ ბოჭორიშვილი მოღვაწეობდა, დღეს მისი სახელობისაა.

ეკა სალაღაია
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-05-2020
Tea
ვახტანგ ბოჭორიშვილი მართლაც შესანიშნავი ექიმი და ძალიან კარგი ადამინი იყო, მას არ უყვარდა ავადმყოფის მიტოვება, მკურნალობის დროს მთელ ძალას და ენერგიას ხარჯავდა, არც ექპერიმენტზე ამბობდა უარს და თან ცდილობდა ფსიქოლოგიური თანადგომაც გამოეხატა, რაც ძალიან ეფექტურია!!! მან მეც მაცუქა სიცოცხლე, მაშინ როცა ყველა დანებდა ის შეუპოვრად აგრძელებდა განკურნების გზების ძიებას, სხვადასხვა კლინიკიდან ძლიერი სპეციალისტების მოწვევას და ბრძოლას, რაც ემოციურად მაზლიერებდა!!! მადლობა მას!!!
თარიღი : 12-05-2020
x
ნახევარი თუ არა თელაველების 20% მაინც ყავს გადარჩენილი ან მათი ახლობლები და ერთერთი საარჩევნო კამპანიის დროს "დიმ შაშკა" ესროლეს და კვერცხები მაშინდელმა (ქოცებმა).....ერთი ვაჟკაცი არ გამოდგა ამ საქციელისთვის პასუხი ეგებინებინა იმ პიროვნებისთვის.....მათ შორის მეც ვიგულისხმები უბრალოდ მე ასაკმა შემზღუდა არ იქნებოდა ლამაზი ჩემზე გაცილებით უფროსმა იკადრა რაც დავწერე
თარიღი : 12-05-2020
რუსუდანი
საუკეთესო ადამიანის საუკეთესო შვილია ქალბატონი ლალი
თარიღი : 12-05-2020
სიმართლე
დიდი ადამიანი გახლდათ, გენიალური!
თარიღი : 12-05-2020
გიორგი
უდიდესი პიროვნება, დიდი ქართველი პატრიოტი. დღეს ნეტავ, მასეთი ადამიანების 10 % დაიარებოდეს საქართველოში. მაშინ არაფერი გაგვიჭირდებოდა.
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ თხილეულის
თვითიზოლაციის პრაქტიკისა და დისტანციური მუშაობის წესზე გადასვლის შედეგად,
დასავლელმა ექსპერტებმა შეადგინეს რეკომენდაციების სია, რომელთა დაცვაც ხელს შეუწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
აშშ-ს მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ნიგოზის ხშირი მიღება მნიშვენლოვნად ამაღლებს სპერმის ხარისხს.
ექიმები გვირჩევენ გავიღვიძლოთ მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული მელოდიური მუსიკის თანხლებით.
ბევრი, საყვარელი მუსიკალური კომპოზიციის მოსმენისას, განიცდის დიდ სიამოვნებას,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად