კარგად ნაცნობი უცნობი მტერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარგად ნაცნობი უცნობი მტერი

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, სამედიცინო დახმარების გარეშე მოწევისთვის თავის დანებებას ათიდან ერთი თუ ახერხებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სიგარეტის გადაგდებაში ბევრს სიგარეტთან დაკავშირებული მცდარი შეხედულება უშლის ხელს.

შეცდომა: სიგარეტი ამხნევებს ადამიანს და ზრდის შრომის ნაყოფიერებას. გარკვეულწილად ასეც არის, მაგრამ ერთი სიგარეტის მოქმედება დიდხანს არ გრძელდება, მცირე ხნის შემდეგ დაღლილობა, უგუნებობა ბრუნდება და საჭირო ხდება ნარკოტიკის ახალი დოზა - ახალი სიგარეტი.

შეცდომა: სიგარეტი ხსნის სტრესს. ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საბოლოოდ გააქარწყლეს ეს მითი. მათ დაადგინეს, რომ მოწევა, პირიქით, იწვევს ნევროზულობას და კიდევ ერთი სიგარეტის მოწევის დაუოკებელ ჟინს.

შეცდომა: სიგარეტისთვის თავის დანებება გაგასუქებთ. ზოგს გასუქებას მოწევა ურჩევნია. ეს შეცდომაა. ჯერ ერთი, სიგარეტისგან მიყენებული ზიანი ჭარბი წონისგან მიყენებულს ბევრად აღემატება, მეორეც, მოწევისთვის თავის დანებებისას წონის მატება არც ისეთი საგანგაშოა, როგორც ჰგონიათ, თანაც ჭარბი წონისგან შეიძლება გავთავისუფლდეთ. მესამე - ბევრი ყოფილი მწეველი სიგარეტის უკმარისობას საკვებით ინაზღაურებს. სწორედ ეს გახლავთ წონის მატების მიზეზი. კანადელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოსთვის თავის დანებებიდან ერთი წლის შემდეგ ქალების უმრავლესობა (და ზოგიერთი მამაკაციც) წონაში იკლებს. ეს ყველაფერი როდია - თურმე მას, ვისაც შეუძლია, ორი წლის განმავლობაში უსიგარეტოდ გაძლოს, სიმსუქნე უფრო ნაკლებად ემუქრება, ვიდრე თავგამოდებულ მწეველებს. თანაც მწეველებს შორის იმდენივე მსუქანია, რამდენიც არამწეველებს შორის. საკუთრივ სიგარეტის მოწევა წონაზე საერთოდ არ მოქმედებს, ის მხოლოდ ასუსტებს შიმშილის გრძნობას. უნდა ითქვას ისიც, რომ სიგარეტის მოწევა აუარესებს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას და ამით ორგანიზმს ცელულიტისადმი განაწყობს.

შეცდომა: მოწევა ხელს უწყობს აზროვნებას. სიგარეტის კვამლით გაბრუება ინტელექტუალურ პოტენციალს, პირიქით, ამცირებს. ამის მიზეზი სისხლძარღვების კალციუმით დახშობაა. კალციუმის ჩანართები ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას და ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, რასაც საბოლოოდ აზროვნების გაუარესებამდე მივყავართ.

შეცდომა: LIGHT სიგარეტი ნაკლებად მავნეა. სინამდვილეში ის არანაკლებ საზიანოა - მსუბუქი სიგარეტის მოწევისას ადამიანი კვამლს უფრო ღრმად და ხშირად ისუნთქავს, რის შედეგადაც ვითარდება არა ფილტვის, არამედ მისი პერიფერიების - ალვეოლებისა და წვრილი ბრონქების კიბო.

შეცდომა: 40-50-წლიანი სტაჟის შემდეგ მოწევისთვის თავის დანებებას აზრი არ აქვს.

პირიქით, სიგარეტისთვის თავის დანებებით საკუთარ ჯანმრთელობას გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანთ. ხანდაზმულ სტაჟიან მწეველებს შორის კიბოთი ან გულის შეტევით სიკვდილიანობა არამწეველებთან შედარებით ორჯერ მაღალია.

შეცდომა: თანამედროვე "სუპერმუნდშტუკებში" კუპრი და ნიკოტინი არ გადის.

სინამდვილეში მასში ილექება მავნე ნივთიერებების 10-30% და არა იმდენი, რამდენსაც რეკლამები გვამცნობენ.  მაშ ასე, ნებისყოფა მოიკრიბეთ და ერთხელ და სამუდამოდ დაანებეთ თავი ამ საშინელებას!

ბლიც რეცეპტები

  • კბილების წმენდისას აუცილებელია ენის გაწმენდაც.
  • ენის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟოლოს, მრავალძარღვას, ჭინჭრისა და ბაბუაწვერას ნაყენი - უბრალოდ, პირის ღრუში გამოივლოთ. არომატისთვის გამოდგება ქორფა მარწყვის ან ლიმონის წყალში განზავებული წვენი. სასარგებლოა კომბოსტოს, სტაფილოსა და ჭარხლის წვენების სავლებიც.
  • წიდებით დაბინძურებული ორგანიზმის გასაწმენდად: 1 ს/კ კრაზანას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ სითბოში 30 წუთით. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე, 2-3 კვირის განმავლობაში.
  • რაციონის ერთფეროვნება საკვებისადმი მიჩვევას განაპირობებს. გემოვნების რეცეპტორების გასაღიზიანებლად და "გამოსაღვიძებლად" ერთდროულად მიიღეთ კონტრასტული გემოს მქონე საკვები, მაგალითად, ტკბილი ჩაი და მლაშე თევზი, სხვადასხვა სანელებელი.