რა უნდა გამოვიყენოთ გაზაფხულზე ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გამოვიყენოთ გაზაფხულზე ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის

ხშირად, ერთადერთი გამოსავალი ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა და იმუნიტეტის ამაღლებაა- ხოლმე.

სეზონური რესპირატორული ვირუსები თითქოს მარტივად გადასატანი ინფექციებია, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად უუნარო მდგომარეობაში გვაგდებს, მისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კი მაინც დასუსტებულები ვართ და ძალების აღსადგენად მინიმუმ 3-4 დღე გვჭირდება.

ცემინება, გაწითლებული ცხვირი და გაღიზიანებული კანი, ხველა, სიცხე და სრული უუნარობა - როგორ მოვიქცეთ რომ ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ? იმისათვის, რომ ამ სეზონზე, ცხოვრების 7-10 დღე რესპირატორულ ინფექციებთან გამკლავებაში არ დავკარგოთ, ფარმაცევტული კომპანია "გრინდექსის" რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

ჰიგიენის დაცვა

ყველა ექიმი, რომელსაც სეზონური რესპირატორული დაავადებებისგან თავის დაცვის ეფექტურ საშუალებას ჰკითხავთ, გირჩევთ, დაუბანელი ხელებით სახეს არ შეეხოთ; ამასთან, ყოველი შესაძლებლობისთანავე საპნით დაიბანოთ, რომელიც ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს კლავს.

mkurnali.ge

ამასთან, აუცილებელია სახლის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება. რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, უფრო უკეთ ავირიდებთ თავიდან ჩვენს ორგანიზმში ვირუსის მოხვედრას.

თუ მაღაზიაში, აფთიაქში მოგვიწია გასვლა ან კურიერმა მოგვიტანა შეკვეთილი ნივთი, უმჯობესია, თუ ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით დავიმუშავებთ და მიღებულ პროდუქტსაც ამ სითხით გავწმენდთ (ეს რეკომენდაცია არ ეხება საკვებს).

გავწმინდოთ ტელეფონი

ისევ და ისევ, თუ ქუჩაში მოგვიწია გასვლა და მობილური ტელეფონი რომელიმე ზედაპირზე მოხვდა, სახლში დაბრუნებისას აუცილებლად უნდა დამუშავდეს ანტიბატერიული ხნარით.

mkurnali.ge

გარდა რესპირატორული ინფექციისა, შესაძლებელია, "დაბინძურებული" ეკრანის სახეზე შეხების შედეგად, კანთან დაკავშირებული პრობლემებიც შეგვექმნას.

ჯანსაღად კვება

mkurnali.ge

ჯანსაღად კვება ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია არამხოლოდ რესპირატორული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, არამედ ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში განსაკუთრებით გვეხმარება. მათი ჩამონათვალი ასეთია:

• ციტრუსები

• წითელი ე.წ "ბულგარული წიწაკა"

• ბროკოლი

• ხახვი

• ჯინჯერი

• ისპანახი

• ნუში

• კივი

• ქათმის ფილემხოლოდ კვებამ და ჰიგიენის დაცვამ შეიძლება, შედეგი ვერ გამოიღოს და ჩვენმა იმუნიტეტმა სათანადოდ ვერ დაგვიცვას, ამიტომ აუცილებელია მისი ამაღლება. როგორ ბავშვების, ისე ზრდასრულებისა და ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში.

ფუტკრის რძის დედოს ანუ "აპილაკი გრინდექსის" მიღება იმუნიტეტის გაძლიერებისთვის

mkurnali.ge

იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აქტიურად გამოიყენება ფუტკრის რძის დედო ანუ "აპილაკი გრინდექსი", რომლის შემადგენლობაშიც შედის ისეთი ჯგუფის ვიტამინები, როგორიცაა B, A, D, E, PP. მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანის სისხლის შემადგენლობასთან ძალიან ახლოსაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფუტკრის რძე შესანიშნავად შეიწოვება ადამიანის უჯრედების მიერ. ის ასევე შეიცავს გამა გლობულინის პროტეინებს, რომელიც ანტივირუსულ და ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა და ადამიანის ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს, შესაბამისად, რა შეიძლება იყოს იმუნიტეტის უკეთესი სტიმულატორი?

ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებასთან ერთად, ფუტკრის რძე აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების შემდეგ.

მისი მიღება რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან, რაც მის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორ სეზონური რესპირატორული ინფექიების, ისე COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია, გავითვალისწინოთ მედიკოსებისა და მთავრობის რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში.