ნაწლავური აირები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავური აირები

ნაწლავურ აირთა შემადგენლობა

ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავური აირების შემადგენლობა ასეთია: 24-80% აზოტი, 0,1-2,3% ჟანგბადი, 0,6-47% წყალბადი, 0-26% მეთანი, 4,3-29% ნახშირორჟანგი. მეთანსა და წყალბადს არ გააჩნიათ მკვეთრად დამახასიათებელი სუნი, მაგრამ ნაწლავებში მომხდარი აფეთქებები სწორედ მათი დამსახურებაა. ორგანიზმში საჭმლის მონელების დროს, საკვებ ნივთიერებებზე ნაწლავური ფერმენტების მოქმედების შედეგად, აგრეთვე იმ მიკროორგანიზმების გავლენით, რომლებიც ნაწლავებში ბინადრობენ, ნაწლავურ აირთა შემადგენლობას კიდევ ემატება საკმაოდ მკვეთრი სუნის მქონე:

  • გოგირდწყალბადი - აირი ლაყე კვერცხის სუნით;
  • ნიშადური - მის უსიამოვნო სუნს აღიქვამს ადამიანის ნერვული სისტემის ის ნაწილებიც კი, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს ყნოსვასა და მის ორგანოებთან.
  • სკატოლი, კადავერინი, პუტრესცინი - ამაზრზენი სურნელების მქონე მომწამვლელი აირები დამპალი ხორცის კარგად გამოხატული სუნით.

კუჭში გაცილებით დიდია ჟანგბადის კონცენტრაცია, ნაწლავებში კი ნახშირორჟანგი, მეთანი და გოგირდწყალბადი სჭარბობს.

 

კუჭის პნევმატოზი, ბორბორიტმები და ფლატულენცია

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირები ძირითადად ჩაყლაპვით ხვდება. ჰაერის შემცველი საკვების (კვერცხისცილიანი ნამცხვრები, სუფლე, გაზიანი წყლები) მიღების შემდეგ კუჭში აირების დიდი რაოდენობა გროვდება, რასაც აეროფაგია ანუ კუჭის პნევმატოზი ჰქვია. ჩაყლაპული ჰაერი ორგანიზმიდან თავისუფლდება ბოყინის დროს ან გადის ნაწლავებში და სწორი ნაწლავიდან გამოიყოფა. კუჭში საკვების მიღების შემდეგ აეროფაგიის შედეგად იმატებს კუჭშიდა წნევა, რომელიც დისკომფორტს იწვევს, ამიტომ ჭამის შემდეგ ჯანმრთელ ადამიანს ხშირად აღენიშნება ერთჯერადი ან ორჯერადი ბოყინი, რომლის შედეგადაც კუჭიდან ჰაერი გამოთავისუფლდება, ორგანოს შიგნით წნევა ქვეითდება, რასაც შვება მოაქვს.

ის ნალწავური აირები კი, რომელთა გამოყოფაც ამობოყინებით არ ხდება, აგრძელებენ გზას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დასაწყისიდან ბოლოსკენ გადაადგილებისას ერევიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის თხიერ შიგთავსს და წარმოქმნიან ჰაერის ბუშტუკებს. ამ უკანასკნელთა მასა გვაგონებს საპნის ქაფს, იმ განსხვავებით, რომ ნაწლავური ბუშტების გარსი გაცილებით მკვრივია საპნისაზე. სწორედ ამ მასის მიერ მოწყობილი ფეიერვერკის შედეგია ის მუსიკალური ხმოვანება, რომელსაც ნაწლავების ყურყურს ვეძახით და რომელიც ხშირად დისტანციაზეც კი ისმის. ყურყურისას მოსმენილ მუსიკალურ ბგერებს ბორბორიტმები ჰქვია, ხოლო მოვლენას, როდესაც ბორბორიტმების წარმომშობი აირები ანალური ხვრელიდან თავისუფლად გამოიყოფა გარემოში - ფლატულენცია ეწოდება.

 

დელიკატური პრობლემა

ფლატულენცია - კვლავ საკამათო საკითხად რჩება. ხალხმრავალ ადგილებში ნაწლავური აირების თავისუფლად გამოყოფის შესახებ აზიელ, ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებს ჯერჯერობით საერთო პოზიცია არ გააჩნიათ. აზიელები ფლატულენციას საზოგადოებაში რადიკალურად ეწინააღმდეგებიან, რაც შეეხება ევროპელებს, ისინი მას შედარებით გაგებით ხვდებიან და ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანებს საკუთარი სხეულის გამონაყოფებისა არ უნდა რცხვენოდეთ. შეუზღუდავი ფლატულენციისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გერმანელები და ფრანგები გამოირჩევიან. მათი აზრით, ადამიანმა არ უნდა იგრძნოს უხერხულობა ნაწლავიდან აირების გამოყოფისა და საკვების მიღების შემდეგ ამობოყინებისას, რადგან ფიზიოლოგიური პროცესების დამუხრუჭებით ადამიანი ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების შანსებს იზრდის. მრავალი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ნაწლავიდან აირების გამოყოფა და ბოყინი ამცირებს საყლაპავის თიაქრის განვითარების რისკს - პათოლოგიისა, რომელიც დღეს მეოთხედ ევროპელთა პრობლემაა. გარდა ამისა, კუჭში ჰაერის შეკავება ზრდის საყლაპავის კიბოს განვითარების ალბათობას. ამიტომაც მოუწოდებენ ისინი თანამემამულეებს, თავი არ შეიკავონ ბოყინისგან. ევროპელებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამერიკელებს, სადაც დღითი დღე იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საზოგადოებაში ფლატულენციის გამო დაჯარიმდნენ, გასული წლის ნოემბერში კი 13 წლის სტიუარტი სასწავლო ოთახში ჰაერის გაფუჭების გამო რამდენიმე დღით დააპატიმრეს კიდეც. ერთადერთი, რაზეც მთელი მსოფლიოს მეცნიერები თანხმდებიან, ის არის, რომ საჭიროა უარი ვთქვათ ჭამის დროს ლაპარაკზე, სიარულის დროს ჭამაზე და საღეჭი რეზინის საათობით ღეჭვაზე - ამით კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ჭარბი ჰაერის მოხვედრისგან, საკუთარ თავს კი უხერხული სიტუაციებისგან დაიცავთ.