თუ გაზები გაწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ გაზები გაწუხებთ

ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა:

  • სითხის მიღება - ჭამამდე 15-30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ სითხე, რომლის ოდენობაც მირთმეულ საკვებზეა დამოკიდებული.
  • კვებისას საჭმლის მომნელებელი ფერმენტების თვისებათა გათვალისწინება - დაუშვებელია ერთროულად ხორცის და კარტოფილის მიღება - პირველი მჟავა არეში მომუშავე ფერმენტების დახმარებით გადამუშავდება, მეორეს კი ტუტე არეში მომუშავე ფერმენტები ინელებენ. მათი ერთდროული მიღებისას საჭმლის მომნელებელ არხში ხდება ფერმენტთა ინაქტივაცია და საკვების მონელებაც ფერხდება. ამ პრინციპის მიხედვით, ერთმანეთთან კატეგორიულად შეუთავსებელია, ერთი მხრივ, ცხოველური და მცენარეული ცილოვანი პროდუქტი - ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ყველი, რძე და რძემჟავა პროდუქტები, ლობიო, ბარდა, თხილი, კაკალი, მზესუმზირა - და, მეორე მხრივ, სახამებლითა და ნახშირწყლებით მდიდარი კარტოფილი, მარცვლეული, პური და ფქვილის ნაწარმი, შაქარი, ნამცხვრები, მურაბები, თაფლი და ხილი. ეს უკანასკნელი უმჯობესია მიირთვათ ტრაპეზამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 3-4 საათის შემდეგ.
  • ჭამის დროს ნუ იჩქარებთ. საჭმელი მიირთვით ნელა, დაღეჭეთ კარგად, საგულდაგულოდ, რათა გუნდა მაქსიმალურად გაჯერდეს ნერწყვით. ეს აუცილებელია საჭმლის სრულფასოვანი მონელებისთვის, რადგან ნერწყვი საკვების გუნდას ლპობისა და დუღილისგან იცავს.
  • ნუ მიუჯდებით მაგიდას გადაღლილი, გაღიზიანებული, ფიზიკური შრომის დამთავრებისთანავე ან უშუალოდ სამუშაოს დაწყებამდე - ყოველივე ეს ანელებს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას, იწვევს ლპობისა და დუღილის სწრაფად დაწყებას და ნაწლავში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიებს საჭმლის მონელებაში უშლის ხელს.
  • დაიცავით სეზონურობა. ეს პოსტულატი ითვალისწინებს წელიწადის განსაზღვრულ დროს განსაზღვრული საკვების, მაგალითად, ზამთარში და შემოდგომაზე - პარკოსნების, მარცვლეული კულტურების, ქორფა ხილისა და ბოსტნეულის, ზაფხულში - კენკრის, გაზაფხულზე კი - მცენარეული სალათების მიღებას. წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც შეიძლება მეტი უმი ხილი და ბოსტნეული - ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ უმი ხილი და ბოსტნეული მოხარშულზე გაცილებით უკეთ ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ეს კი ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან მეტეორიზმი

მეტეორიზმის პრობლემის მოგვარებისას აუცილებელია ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომლებიც ნაწლავებში აირების ჭარბად დაგროვებას განაპირობებს.

  • აირები ორგანიზმში ხვდება, როდესაც ადამიანი ჭამის დროს ლაპარაკობს ან ფეხზე დგას. ასე რომ, კომფორტულად მიუჯექით სასადილო მაგიდას და ხმის ამოუღებლად ისადილეთ.
  • მეტეორიზმისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან წონის დასაკლებ მოდურ დიეტებზე, რადგან ისინი ყველაზე ძლიერ და ადვილად აყენებენ ტრავმას საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
  • საშიშია გაზიანი სასმელებიც, განსაკუთრებით - თვითფერმენტირებადი ბურახი და ლუდი.

    მეტეორიზმის გამოწვევა შეუძლია საღებავის შემცველ საღეჭ რეზინებსაც.

  • აუცილებელია ასაკის შესატყვისი მოძრაობითი აქტივობა. თუ ადამიანი არ მოძრაობს, მისი კუნთები, მათ შორის - შინაგანი ორგანოების მუსკულატურაც, დაქვეითებული აქტივობის რეჟიმში გადადის, რაც ორგანიზმში შეგუბებით მოვლენებს, მათ შორის მეტეორიზმს იწვევს.
  • თუ ყაბზობას უჩივით, ნუ გამოიყენებთ ხშირად და უმართებულოდ გამწმენდ ოყნებსა და საფაღარათო პრეპარატებს - კუჭ-ნაწლავზე ესეც უარყოფითად აისახება. უმჯობესია, გასტროენტეროლოგს მიმართოთ.

    მეტეორიზმის პროვოცირება შეუძლია ტკბილ და ცხიმიან საკვებს. ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვებისას უარი თქვით ყავასა და შოკოლადზე. ზომიერად მიირთვით კომბოსტო, ბარდა და სხვა ბოსტნეული. ეგზოტიკურ პროდუქტებს, გირჩევთ, თავი არიდოთ.

  • აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა - ეცადეთ, საჭმელი დღის ერთსა და იმავე დროს მიირთვათ.
  • მეტეორიზმის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატი აძლიერებს ფლატულენციას, ამიტომ გირჩევთ, პრეპარატი მაშინ მიიღოთ, როდესაც შინ ბრძანდებით და არც სადმე ვიზიტი გაქვთ დაგეგმილი.
  • გახსოვდეთ: ზოგჯერ მეტეორიზმი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე მძიმე პათოლოგიური პროცესის მაუწყებელი სიგნალია, ამიტომ ნუ ეცდებით მასთან დამოუკიდებლად გამკლავებას, უმჯობესია, ეს სპეციალისტს მიანდოთ.