რამდენ კალორიას ვწვავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენ კალორიას ვწვავთ

მოგეხსენებათ, თუ ადამიანი უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იღებს, წონის კლებას, გახდომას იწყებს. არსებობს ენერგეტიკული დანახარჯის განსაზღვრის საგანგებოდ შემუშავებული და მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა. შუახნის მამაკაცი, რომელიც არ არის დაკავებული მძიმე ფიზიკური შრომით, დღე-ღამეში დაახლოებით 2800-3200 კილოკალორიას ხარჯავს. თანაბარ პირობებში ქალის ენერგეტიკული დანახარჯი მამაკაცისაზე 15-20%-ით ნაკლებია.

ასაკთან ერთად ენერგიის ხარჯვის პროცესი მცირდება (დაახლოებით 10%-ით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ). 30-45 წლის ქალბატონი, რომელიც სპორტით ან მძიმე შრომით არ არის დაკავებული, დღეში დაახლოებით 2200-2600 კალორიას წვავს. დამტკიცებულია, რომ ადამიანი კალორიების მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაშიც კი არ იკლებს წონას, თუ დღიური კალორაჟის 50% ცხიმების წილად მოდის. ეს შემდეგი გარემოებით აიხსნება: ადამიანის ორგანიზმი, განსაკუთრებით - იმ კატეგორიის ადამიანისა, რომელსაც მიდრეკილება აქვს სიმსუქნისადმი, ცხიმების დაჟანგვის თვალსაზრისით შეზღუდულია. ცხიმები ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა. ცილები კი ზედმეტი პრაქტიკულად არასდროს მოგვდის. ცილებს ადამიანის ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლისთვის მკაცრად განსაზღვრული ოდენობით მოიხმარს. ნახშირწყლების მოხმარებაც საკმაოდ მკაცრ თვითრეგულაციას ექვემდებარება და ორგანიზმის მიერ მათი დაჟანგვის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ცხიმებს, ორგანიზმს მათი დაგროვების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. ნორმალური წონის შემთხვევაშიც კი ცხიმოვანი ქსოვილის მასა ქალებში 10-12 კგ-ს აღწევს. ცხიმი ენერგიის ერთადერთი წყაროა, რომელსაც ორგანიზმი იმარაგებს.

ორგანიზმის დატვირთვისას თავდაპირველად "იწვის" მარტივი ნახშირწყლები, რომელთაც მოვიხმართ შაქრების, ხილის, ფუნთუშეულისა და სხვათა სახით. ისინი ფაქტობრივად პირის ღრუშივე იწყებენ დაშლას. ის ნახშირწყლები, რომლებიც გადამუშავებას ვერ ასწრებს, ღვიძლში ცხიმის სახით ლაგდება.

ისიც ცნობილია, რომ ქსოვილთა განახლების, ზრდისა და ორგანიზმის თერმორეგულაციისთვის ცხიმები და ცილები იხარჯება. ორგანიზმი აღნიშნული ნივთიერებებით სათანადოდ რომ იქნეს უზრუნველყოფილი, საჭიროა დღეში 80 გრამი ცილის, 100 გრამი ცხიმისა და 400 გრამი ნახშირწყლის მიღება. ამ ნივთიერებებს ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს, ამიტომაც არის აუცილებელი პროდუქტთა შედგენილობისა და მათი კვებითი ღირებულების ცოდნა. სწორედ ორგანიზმის მიერ მოხმარებული ცხიმების განსაზღვრის პრინციპს ეფუძნება დაბალკალორიული დიეტა - დიეტა, რომელიც მიზნად ისახავს დღიური კალორიულობის შემცირებას. ამ ტიპისაა საყოველთაოდ ცნობილი "კრემლის დიეტაც".

დაბალკალორიული დიეტების ძირითადი პრინციპი ასეთია: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი რაოდენობის საკვები დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ერთადერთი პირობა ასეთია: ცხიმების საერთო, ჯამური ოდენობა, მცენარეულის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 35-40 გრამს.

ენერგიის ხარჯვა დამოკიდებულია ფიზიკურ დატვირთვაზე, ადამიანის ასაკსა და ცხოვრების სტილზე.

ორგანიზმმა მეტი კალორია რომ დაწვას, საჭიროა სპორტით დატვირთვა. ერთი საათის განმავლობაში ასეთი დატვირთვით დახარჯავთ:

  • ტანვარჯიშით - 420 კალორიას;
  • კალათბურთით - 333 კალორიას;
  • სირბილით - 500-580 კალორიას;
  • სპორტული სიარულით - 480 კალორიას;
  • ბოულინგით - 250 კალორიას;
  • ველოსპორტით - 250-450 კალორიას;
  • ჯირითით - 200 კალორიას;
  • ცურვით - 250-400 კალორიას;
  • ცეკვით - 120-250 კალორიას;
  • ჩოგბურთით - 400 კალორიას;
  • თხილამურებით სრიალით - 500 კალორიას;
  • ციგურაობით - 200 კალორიას;
  • ხტუნვით (სახტუნაოთი) - 420 კალორიას;
  • ბაღში ან ბოსტანში მცირე დატვირთვის სამუშაოს შესრულებით - 120 კალორიას;
  • სამზარეულოში ფუსფუსით - 85 კალორიას;
  • კიბეზე ასვლით - 700 კალორიას.

როგორც ხედავთ, კიბეზე ასვლა ენერგიის ხარჯვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თანაც მასზე, ცეკვისა თუ სპორტისგან განსხვავებით, ყველას მიუწვდება ხელი. ასე რომ, დიეტის შერჩევისა თუ საკვები რაციონის შედგენისას პროდუქტთა კალორიულობის განსაზღვრა-გათვალისწინებასთან ერთად ყურადღება მიაქციეთ თქვენს ყოველდღიურ ენერგეტიკულ დანახარჯს - რამდენ კალორიას წვავთ და რამდენის შევსება გესაჭიროებათ.