სუნი და ფსიქიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნი და ფსიქიკა

(როგორც, მაგალითად, ფერი), არამედ როგორც ჩვენში (ჩვენს ორგანიზმში) შემოტანილი რამ და ამიტომ განიცდება ემოციურად. არსებობს უსიამოვნო, აუტანელი სუნი, რომელმაც შესაძლოა ზიზღი, გულისრევაც კი გამოიწვიოს. ასეთ სუნს ადამიანი „ცივად“, ინდიფერენტულად ვერ განიცდის; არსებობს სასიამოვნო, სიამოვნების განცდის გამომწვევი სუნი (სუნამოს, ზოგიერთი ყვავილის სურნელი).

ალბათ, სუნის ამ სუბიექტურ ელფერთან არის დაკავშირებული ის გარემოება, რომ სუნის აღმნიშვნელი სახელები, განსხვავებით ფერისა და გემოს აღმნიშვნელი სახელებისგან (წითელი, მწვანე, მწარე, მჟავე და ა.შ.), არც ერთ ენაში არ არსებობს. სუნს იმ საგნების მიხედვით აღნიშნავენ, რომლებსაც ეს სუნი ასდის (თივის სუნი, ნავთის სუნი და ა.შ.). სუნის მიმართ ადამიანს ძლიერი ადაპტაციის უნარი აქვს. ერთი და იმავე სუნის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად მის მიმართ მგრძნობელობა სუსტდება, ზოგჯერ დროებით ქრება კიდეც – ამ სუნს ვეღარ ვგრძნობთ. რამდენიმე სუნის ერთდროული ზემოქმედებისას სუნები ერთმანეთს ერევა, ან ერთი სუნი მეორეს ახშობს.

სუნთა შერევა, ფერთა შერევის მსგავსად, ორგვარ ეფექტს იძლევა: ზოგ შემთხვევაში ადამიანი ახალ სუნს შეიგრძნობს, რომელიც მისი კომპონენტების სუნისგან განსხვავდება, ზოგ შემთხვევაში კი, სუნები ნეიტრალდება – ნაერთში კომპონენტების სუნი ქრება. სუნი, არომატი, ადამიანის ფსიქიკაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, სურნელოვან ეთერზეთს სულ რამდენიმე წუთში შეუძლია სევდის გაფანტვა, ძალ-ღონის აღდგენა და რომანტიკული განწყობის შექმნა, უსიამოვნო სუნს კი – განწყობილების გაფუჭება, ძალის გამოცლა ან აგრესიის გამოწვევა.

დღესასწაულის ატმოსფერო

მძიმე დღე გქონდათ? ებრძოლეთ დაღლილობას და აპათიას მასტიმულირებელი არომატებით. მაგალითად, დარიჩინის სურნელი ტვინის მოქმედებას ასტიმულირებს, ლიმონი და ფორთოხალი კი – გვახალისებს.

გაღიზიანებთ ყოველდღიური ერთფეროვნება? არომათერაპიის სეანსი გაღიზიანების არიდებაში დაგეხმარებათ. საამისოდ ცოტათი უნდა გავისარჯოთ: 200 მლ ცხელ წყალში განვაზაოთ 1 ჩაის კოვზი წიწვოვანი ექსტრაქტი, ეს სურნელოვანი წყალი ჩავასხათ ლითონის ან თიხის ჭურჭელში, დავუმატოთ 1 წვეთი დარიჩინისა და 3 წვეთი მანდარინის ზეთი. ოთახი გამამხნევებელი არომატით აივსება.

სასიამოვნო ასოციაციები

ყნოსვა მჭიდროდ უკავშირდება მეხსიერებას და განცდილ ემოციებს. მაგალითად, საკმარისია წარმოვიდგინოთ ზღვა ან აყვავებული ბაღი, რომ ცნობიერებაში მაშინვე შემოიჭრება ზღვისა და ყვავილების სურნელი. ამ თვისების წყალობით შეგიძლიათ, სასიამოვნო ასოციაციებით შეიქმნათ არომატული კომპოზიცია დასვენებისა და რელაქსაციისთვის.

სუნი და კომპლექსი

არსებობს დაავადებები, რომლებსაც თან სდევს პირის ღრუდან, კანიდან, საოფლე ჯირკვლებიდან სუნის გამოყოფა. ეს სუნი უმეტესად სპეციფიკური და არასასიამოვნოა. ის ავადმყოფს დისკომფორტს უქმნის, – პარტნიორთან სიახლოვისას, სხვებთან ურთიერთობისას თავს იჩენს კომპლექსი, ავადმყოფი გაურბის კონტაქტს, იბოჭება, გუნება-განწყობილება ეცვლება. ეს დაღს ასვამს მათ ხასიათს. ზოგიერთს უჩნდება აგრესია საკუთარი თავის მიმართ, ეზიზღება საკუთარი სხეული. ზოგ შემთხვევაში საქმე იქამდე მიდის, რომ ადამიანი მთლიანად ეთიშება სოციალურ გარემოს. მძიმე ფორმების დროს ზოგიერთს აკვიატებული ქცევებიც კი უყალიბდება – სტანჯავს აკვიატებული აზრები და მოქმედებები, რაც ზოგჯერ რიტუალურ ქცევებში გადაიზრდება (გამუდმებული ბანაობა და ა.შ.).

ზოგჯერ თვითონ დაავადება არ არის იმდენად მძიმე, რამდენადაც ფსიქიკური მდგომარეობა. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფს ყნოსვითი ჰალუცინაციები უჩნდება. გრძნობს სუნს, როგორც წესი, უსიამოვნოს, რომელიც სინამდვილეში ძალიან სუსტია ან საერთოდ არ არსებობს. დაავადების თანმხლები სუნის გამო ზოგიერთ ავადმყოფს უყალიბდება სოციოფობია – ირაციონალური შიში ისეთი სიტუაციების გამო, რომლებშიც უხდება ყოფნა და ამა თუ იმ მოქმედების შესრულება სხვათა თანდასწრებით. მაგალითად, ხალხში ყოფნისას თავს იჩენს შიში, მისი სუნი არავინ შეიგრძნოს. ამის გამო ავადმყოფი გაურბის ხალხმრავალ ადგილებს. მისთვის არასასურველი ადგილია ტრანსპორტი – მეტრო, ლიფტი და ა.შ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისას დიდი ტაქტია საჭირო.