ცხოვრების უმოძრაო წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების უმოძრაო წესი

რომ ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს მჯდომარე ატარებს, ფეხით სიარულის მაგივრად ავტომობილით გადაადგილდება, მძიმე ფიზიკური სამუშაო სრულდება ავტომატიზებული სისტემებით. ამას ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. ცხოვრების უმოძრაო წესი კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციაზე.

ცხოვრების უმოძრაო წესის შედეგები

1. ჭარბი წონა. ადამიანი, რომლის საქმიანობაც მჯდომარე სამუშაოს უკავშირდება, მეტ კალორიას მოიხმარს, ვიდრე ხარჯავს. ამის გამო ის წელიწადში 2-3 კგ-ს იმატებს.

2. სისხლში გლუკოზის დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის განვითარება, განსაკუთრებით ეს ეხება ტკბილეულის მოყვარულებს. მიღებული საკვებიდან სისხლში მოხვედრილი გლუკოზა უფრო სწრაფად და ადვილად აითვისება ფიზიკური დატვირთვის დროს.

3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა – ყაბზობა, რისი პროფილაქტიკაც ფიზიკური აქტივობაა. ამის გარეშე განავლოვანი მასები სწორ ნაწლავში შეჩერდება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ჰემოროიდული კვანძები.

ამას გარდა, ადინამია იწვევს სახსრების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს.

კომპიუტერის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე

ხერხემლის გამრუდება, მალათაშუა დისკების განლევა, კუნთების დეგრადაცია – არასრული სიაა იმ დაავადებებისა, რომლებსაც იწვევს კომპიუტერთან დიდხანს ერთ პოზაში ჯდომა. მუდმივად იტვირთება კუნთების ერთი ჯგუფი, როდესაც მეორე ჯგუფის კუნთები სრულიად თავისუფალია დატვირთვისგან.

ცხოვრების უმოძრაო წესი პრობლემებს არამარტო ხერხემალს უქმნის. მჯდომარე ცხოვრების გამო განვითარებული მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგია აზიანებს სისხლძარღვებს. მამაკაცებთან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მცირე მენჯში შეგუბება, წინამდებარე ჯირკვლის მუშაობის დარღვევა და იმპოტენციაც კი. ქალებში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შეიძლება გააღრმაოს ნებისმიერი გინეკოლოგიური დაავადება.

როგორ მოვახერხოთ უმოძრაო ცხოვრების წესის უარყოფითი გამოვლინების კუპირება?

თუ მიზეზთან ბრძოლას ვერ ვახერხებთ, მაშინ შედეგებთან გამკლავება მოგვიწევს.

აუცილებლად იარეთ ფეხით, საღამოს მოციონს დაუთმეთ 60-90 წუთი. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოხსნის სახსრებიდან დატვირთვას და უძილობის პრობლემაც მოგვარდება;

დააბალენსეთ კვების რაციონი, დახარჯული კალორიების რაოდენობა მიღებულის შესაბამისი რომ იყოს. უარი თქვით ტკბილეულზე. ამის სანაცვლოდ მიიღეთ ჩირი და ნიგოზი არა უმეტეს 50 გრამისა დღეში, რადგანაც საკმაოდ კალორიულია. კერძები ორთქლზე მოამზადეთ, მოხარშეთ ან გამოაცხვეთ, მინიმალური რაოდენობით გამოიყენეთ ცხიმი. მიიღეთ ცილები, ცხიმები და რთული ნახშირწყლები. ეს დაგიცავთ ჭარბი წონისაგან, მოაწესრიგებს საჭმლის მონელებას, დააქვეითებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

დილით 10-15 წუთით ივარჯიშეთ. ამ დროს ყველა კუნთი მოთელვას განიცდის, სისხლი ჯერდება ჟანგბადით და ორგანიზმი განიცდის ძალების მოზღვავებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამუშაო ადგილის ორგანიზაციას. ყველაფერი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს არ მოგიწიოთ ყოფნა.

სწორი ტანდეგობის შენარჩუნებაში, რომლის დროსაც ხენრხემალი არ იქნება დაძაბული, მოგვეხმარება რაციონალურად შერჩეული სამუშაო სკამი ან სავარძელი: სკამის საზურგემ უნდა დაიჭიროს ზურგის ქვედა ნახევარი, მაგრამ არ უნდა იყოს მაგრად დამაგრებული, რაც ხელს შეუშლის მუშაობის პროცესში თქვენს მოძრაობას.

რაც შეეხება სამუშაო მაგიდას, ოპტიმალური სიმაღლე უნდა იყოს იატაკიდან 75-85 სმ. ის, ვინც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან, აუცილებელია რაც შეიძლება ხშირად ადგეს, იმოძრაოს, რაიმე ვარჯიში შეასრულოს, რათა აამოძრაოს სისხლი.