რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

რადგანაც უძილობა ასუსტებს და აძაბუნებს ჯანმრთელობას. ძილი ახდენს ადამიანის აზრების ორგანიზებას და აღადგენს დახარჯულ ძალებს. ამიტომ უძილობა გვაგდებს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. ის მავნებელია არა მარტო ჯანმრთელობისთვის, არამედ გარეგნობისა და ტანდეგობისთვისაც.

თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს საკუთარი ბიოლოგიური საათით. ამიტომ არ არსებობს ყველასათვის საერთო წესი – როდის დაწვეს დასაძინებლად და როდის გაიღვიძოს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადამიანების უმრავლესობას ესაჭიროება 7-8-საათიანი დასვენება გამოსაძინებლად.

სომნოლოგების აზრით, სრულფასოვანი ღამის დასვენებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის გავემგზავრებით მორფეუსის სამფლობელოში, მთავარია გამოვიმუშაოთ გარკვეული რეჟიმი, რომელიც სწორედ ჩვენთვის იქნება მისაღები და არ დავარღვიოთ ის.

საზოგადოდ, ორგანიზმს მოსწონს საათებით ცხოვრება: დილით მუშაობა, ღამით დასვენება. არაა რეკომენდებული ბუნების კანონების დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოვჩნდებით უძილობის ქსელში. მაშინ კი თავის ტკივილი და გაღიზიანება ჩვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება. ძილის სერიოზული დარღვევებისა და უძილობისას საჭიროა ექიმთან მიმართვა, თორემ პერსპექტივა ნევროზია. აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი უძილობას და თავადვე მოვახერხოთ საკუთარი ძილის ორგანიზება.

ჩაძინების პრობლემების ან უძილობის ნიშნების გამოჩენისთანავე ძილისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ნახევარი საათით ადრე. შეეცადეთ პრობლემებიდან ყურადღების გადატანას, რადგან საზრუნავზე ფიქრი აუცილებლად გამოიწვევს უძილობას. გასაგებია, რომ ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ თუ სერიოზულად მიუდგებით, შედეგს აუცილებლად მიიღებთ. დასაწყისისთვის უნდა იფიქროთ ყველაფერ კარგსა და სასიამოვნოზე, რაც დღის განმავლობაში მოხდა. დაგროვილი პრობლემების გადაჭრა კი მეორე დღისთვის გადადეთ. თუ მშფოთვარე აზრებს მაინც ვერ იცილებთ, ყურადღების გადატანა დღის სხვა მოვლენებზე სცადეთ.

დასაძინებლად იდეალური მომზადება და უძილობის პროფილაქტიკა ვახშმის შემდეგ ქუჩაში, სუფთა ჰაერზე გასეირნებაა. თუ სახლის დატოვება არ გინდათ, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას ან უყურეთ მელოდრამას.

ძილისთვის მნიშვნელოვანია საძინებელი იყოს მოხერხებული, საწოლი – კომფორტული, მატრასი – სწორი და მკვრივი, ბალიში უნდა იყოს მოხერხებული, თუმცა ფიზიოლოგები დაღლილი თავის მუთაქაზე მოთავსებას გვირჩევენ. არ დაგავიწყდეთ საძინებლის განიავება და თუ შესაძლებელია, სარკმლის მთელი ღამით ღია დატოვება. დაძინებამდე 3-4 საათით ადრე შეეცადეთ არ დალიოთ ყავა. გვირილის ან ჟასმინის ჩაი შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა უძილობისას.

დაძინებამდე ვასრულებთ გარკვეულ მოქმედებებს: ვიწმენდთ კბილებს, ვიცვამთ საღამურს. ზოგს ძილის წინ კითხვა უყვარს, ზოგს – მუსიკის მოსმენა, ზოგი კი მომდევნო დღის დაგეგმვას იწყებს. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უსაგნო მოქმედებაა, თუმცა ასე არ არის. სინამდვილეში, უძილობისას ეს ძალზე მნიშვნელოვანი ცერემონიაა დღის საზრუნავიდან ოცნებების სამყაროში გადასასვლელად. ამიტომ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ეს ქმედებები აღიქვით რიტუალად. ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ ღამით კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოთ თავი. მაგალითად, აბაზანის მიღებას მოეკიდეთ არა როგორც ჰიგიენურ პროცედურას, არამედ ტკბობის წუთებს, ვიდრე თბილ და მოხერხებულ საწოლში შეწვებოდეთ.

თუ მაინც ვერ შეძელით დაძინება, მაშინვე ძილის წამალს ნუ მიიღებთ. წამოდექით საწოლიდან, დალიეთ თბილი რძე, მოხერხებულად მოეწყვეთ სავარძელში, წაიკითხეთ რაიმე საინტერესო წიგნი ან მოუსმინეთ წყნარ, მელოდიურ მუსიკას. ამასთან, ძილზე ნუ იფიქრებთ.

კბილების შინ გათეთრების მცდელობა ზოგჯერ სამწუხარო შედეგით სრულდება

ინტერნეტის სივრცეში კბილების გათეთრების უამრავ ხალხურ რეცეპტს შეხვდებით სოდის, გააქტიურებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატისა და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არათუ უეფექტო, საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ სოდა ძლიერი აბრაზივია, რომელსაც ტაფიდან ნადების მოშორებაც კი შეუძლია. ამიტომ მისმა უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება მინანქარი დააზიანოს.

შედარებით სუსტი, მაგრამ ასევე სახიფათო აბრაზივია კალციუმის გლუკონატი და გააქტიურებული ნახშირი. ეს ნივთიერებები მართალია გამოიყენება კბილის პასტების წარმოებაში, მაგრამ სტომატოლოგები თვითნებურად მის გამოყენებას არ გვირჩევენ. ამას გარდა, მათი მოქმედება შემოიფარგლება კბილების ნადებისგან მექანიკური გასუფთავებით და არა გათეთრებით.

წყალბადის ზეჟანგი მართალია გამოიყენება პროფესიული გათეთრებისას, თუმცა იქ ის სხვა კონცენტრაციითაა წარმოდგენილი, ვიდრე იმ ხსნარში, რომელსაც ჩვენ აფთიაქში ვყიდულობთ. გარდა ამისა, პროფესიულ გელებში სხვა მოქმედი ნივთიერებებიცაა, რომლებიც დენტინში ააქტიურებს აქტიურ ნივთიერებებს და ათეთრებს კბილებს.

შედარებით უსაფრთხოდ ითვლება ლიმონის წვენი და მარწყვის პიურე. მათი კბილებზე წასმა ნებისმიერი საშუალებითაა შესაძლებელი – ბამბის ჩხირით თუ კბილის ჯაგრისით. ამის შემდეგ საჭიროა პირის ღრუს გამოვლება, რადგანაც ხილის მჟავების კბილებზე ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება დაასუსტოს მინანქარი.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გათეთრების შემდეგ რეკომენდებულია უფერო დიეტის დაცვა. გათეთრების შემდეგ მინანქარი ხდება უფრო ფორიანი და შემხები ნივთიერებებისადმი მგრძნობიარე. ამიტომ, უნდა შეიზღუდოს მკვეთრი წითელი კენკრის, ჭარხლის, წითელი ღვინის, ზოგიერთი სოუსისა და სუნელის (მაგალითად, კარის) მიღება. ჩაი და ყავაც კბილებზე ისეთივე ნადებს ტოვებს, როგორსაც ფინჯნის კედლებზე. ცხადია, ხილის, ჩაისა და ყავის სრულად გამოთიშვა შეუძლებელია, მაგრამ მათი მიღების შემდეგ საჭიროა პირის ღრუში სუფთა წყლის კარგად გამოვლება.

ცალკე უნდა აღინიშნოს მოწევა როგორც კბილების გაყვითლების ძლიერი ფაქტორი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ჩვევა კბილების გათეთრების უკუჩვენებაცაა, რადგანაც ნადები ძალიან სწრაფად ისევ უბრუნდება კბილებს.