ამოსოვის პასტა - უნიკალური გამაჯანსაღებელი საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამოსოვის პასტა - უნიკალური გამაჯანსაღებელი საშუალება

ბოლო პერიოდში ის რატომღაც მივიწყებას მიეცა, ძვირად ღირებულმა სხვადასხვა სახის პრეპარატმა თითქოს დაჩრდილა ეს გამოცდილი და მაღალეფექტური საშუალება; არადა მისი ეფექტები წლებით გამოცდილი და საოცარია!

ცოტა რამ პასტის და მისი ავტორის ისტორიიდან

პასტის ავტორი გახლავთ გამოჩენილი საბჭოთა ექიმი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ამოსოვი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მედიცინაში. ამოსოვმა, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, ორგანიზმის გაჯანსაღების მისეული სისტემა შექმნა. სწორედ ამ ექიმმა შენიშნა, რომ გულის პათოლოგიებით დაავადებული მისი პაციენტები ოპერაციის შემდგომ პერიოდში სწრაფად განიცდიდნენ რეაბილიტაციას იმ შემთხვევაში, თუ ჩირსა და ნიგოზს მიირთმევდნენ. ამ ეფექტს ამოსოვი დიდხანს აკვირდებოდა მეცნიერულ დონეზე; სწორედ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აკადემიკოსმა საბოლოოდ შექმნა უნივერსალური გამაჯანსაღებელი საშუალება, რომელსაც ამოსოვის პასტა ეწოდა.

ამოსოვის პასტის რეცეპტი

რეცეპტი საკმაოდ მარტივია. მას ბევრი სურვილისამებრ სხვადასხვა ინგრედიენტს უმატებს, თუმცა, კლასიკური რეცეპტი 7 კომპონენტისაგან შედგება:

  • ჩამიჩი (იგივე ქიშმიში, ყურძნის ჩირი) - 0,5 კგ;
  • გარგარის ჩირი – 0,5 კგ;
  • ლეღვი – 0,5 კგ;
  • შავი ქლიავი – 0,5 კგ;
  • ნიგოზი – 0,5 კგ;
  • თაფლი – 500 მლ;
  • ლიმონი – ერთი ცალი.

ყველა ინგრედიენტი (თაფლის გარდა) კარგად უნდა გარეცხოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ. ამის შემდეგ მიღებულ მასას თაფლი შეურიოთ. ამოსოვის პასტა მზად იქნება! პასტა ნახევარლიტრიან ან სხვა მოცულობის ქილებში უნდა გადაანაწილოთ და თავდახურული მაცივარში შეინახოთ.

პასტას მაქსიმალური სარგებლობის მოტანა 1-1,5 თვეში შეუძლია. მისი ხანგრძლივად (თვეობით) შენახვა არასასურველია. შესაბამისად, მომზადებისთანავე დაიწყეთ მიღება.

როგორ უნდა მიიღოთ ამოსოვის პასტა

აკადემიკოსი ამოსოვი თავის პაციენტებს ურჩევდა ოპერაციის შემდგომ (პოსტოპერაციულ) პერიოდში დღეში სამჯერ თითო სადილის კოვზის ოდენობით მიეღოთ პასტა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

იმუნიტეტის ასამაღლებლად და პროფილაქტიკური თვალსაზრისით დღეში 2-ჯერაც საკმარისია თითო სადილის კოვზი. ბავშვებს სამი წლიდან უნდა მისცეთ დღეში ორჯერ თითო ჩაის კოვზი. ამ უნიკალურ საშუალებას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება. მისი მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა და ალერგიულებმა, თუ მათ ინგრედიენტებზე, კერძოდ, თაფლსა და ნიგოზზე, ალერგია აღენიშნებათ.

ამოსოვის პასტის სარგებლობა

ამოსოვის პასტის პერიოდულად გამოყენებას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. ის მნიშვნელოვნად ამცირებს გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიათა რისკს, ნორმალიზებას უწევს ნერვულ იმპულსთა გატარებას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ათხელებს სისხლს და აფერხებს თრომბების განვითარებას.

პასტის ინგრედიენტები წმენდს სისხლძარღვებს, არეგულირებს მათ ტონუსს, პასტაში შემავალი მიკროელემენტები და ვიტამინები უნიკალური გამაჯანსაღებელი კომპლექსია. ამოსოვის პასტა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ასე რომ, გამოიყენეთ ეს მრავალწლიანი გამოცდილების უნიკალური საშუალება, გაჯანსაღდით, განიმტკიცეთ იმუნიტეტი და ზამთრის სეზონზე ნუ შეგაშინებთ ვირუსები და ბაქტერიები!