ამოსოვის პასტა - უნიკალური გამაჯანსაღებელი საშუალება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ამოსოვის პასტა - უნიკალური გამაჯანსაღებელი საშუალება

ამოსოვის პასტა - უნიკალური გამაჯანსაღებელი საშუალება
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა. ბოლო პერიოდში ის რატომღაც მივიწყებას მიეცა, ძვირად ღირებულმა სხვადასხვა სახის პრეპარატმა თითქოს დაჩრდილა ეს გამოცდილი და მაღალეფექტური საშუალება; არადა მისი ეფექტები წლებით გამოცდილი და საოცარია!


ცოტა რამ პასტის და მისი ავტორის ისტორიიდან

პასტის ავტორი გახლავთ გამოჩენილი საბჭოთა ექიმი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ამოსოვი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მედიცინაში. ამოსოვმა, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, ორგანიზმის გაჯანსაღების მისეული სისტემა შექმნა. სწორედ ამ ექიმმა შენიშნა, რომ გულის პათოლოგიებით დაავადებული მისი პაციენტები ოპერაციის შემდგომ პერიოდში სწრაფად განიცდიდნენ რეაბილიტაციას იმ შემთხვევაში,
თუ ჩირსა და ნიგოზს მიირთმევდნენ. ამ ეფექტს ამოსოვი დიდხანს აკვირდებოდა მეცნიერულ დონეზე; სწორედ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, აკადემიკოსმა საბოლოოდ შექმნა უნივერსალური გამაჯანსაღებელი საშუალება, რომელსაც ამოსოვის პასტა ეწოდა.


ამოსოვის პასტის რეცეპტი

რეცეპტი საკმაოდ მარტივია. მას ბევრი სურვილისამებრ სხვადასხვა ინგრედიენტს უმატებს, თუმცა, კლასიკური რეცეპტი 7 კომპონენტისაგან შედგება:


ყველა ინგრედიენტი (თაფლის გარდა) კარგად უნდა გარეცხოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ. ამის შემდეგ მიღებულ მასას თაფლი შეურიოთ. ამოსოვის პასტა მზად იქნება! პასტა ნახევარლიტრიან ან სხვა მოცულობის ქილებში უნდა გადაანაწილოთ და თავდახურული მაცივარში შეინახოთ.

პასტას მაქსიმალური სარგებლობის მოტანა 1-1,5 თვეში შეუძლია. მისი ხანგრძლივად (თვეობით) შენახვა არასასურველია. შესაბამისად, მომზადებისთანავე დაიწყეთ მიღება.


როგორ უნდა მიიღოთ ამოსოვის პასტა

აკადემიკოსი ამოსოვი თავის პაციენტებს ურჩევდა ოპერაციის შემდგომ (პოსტოპერაციულ) პერიოდში დღეში სამჯერ თითო სადილის კოვზის ოდენობით მიეღოთ პასტა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

იმუნიტეტის ასამაღლებლად და პროფილაქტიკური თვალსაზრისით დღეში 2-ჯერაც საკმარისია თითო სადილის კოვზი. ბავშვებს სამი წლიდან უნდა მისცეთ დღეში ორჯერ თითო ჩაის კოვზი. ამ უნიკალურ საშუალებას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება. მისი მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა და ალერგიულებმა, თუ მათ ინგრედიენტებზე, კერძოდ, თაფლსა და ნიგოზზე, ალერგია აღენიშნებათ.


ამოსოვის პასტის სარგებლობა

ამოსოვის პასტის პერიოდულად გამოყენებას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. ის მნიშვნელოვნად ამცირებს გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიათა რისკს, ნორმალიზებას უწევს ნერვულ იმპულსთა გატარებას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ათხელებს სისხლს და აფერხებს თრომბების განვითარებას.

პასტის ინგრედიენტები წმენდს სისხლძარღვებს, არეგულირებს მათ ტონუსს, პასტაში შემავალი მიკროელემენტები და ვიტამინები უნიკალური გამაჯანსაღებელი კომპლექსია. ამოსოვის პასტა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ასე რომ, გამოიყენეთ ეს მრავალწლიანი გამოცდილების უნიკალური საშუალება, გაჯანსაღდით, განიმტკიცეთ იმუნიტეტი და ზამთრის სეზონზე ნუ შეგაშინებთ ვირუსები და ბაქტერიები!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დაფიქრებულხართ, საქართველოს რამდენი ადამიანი მუშაობს მომვლელად ჩვენს ქვეყანაში ან მის საზღვრებს გარეთ?
სიცოცხლის მესამედს ადამიანი ძილისთვის ხარჯავს. ძილის დროს სხეული აღიდგენს ძალებს,
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
კალიფორნიის უნივერსიტეტში შეეცადნენ გაერკვიათ, რა ნიშნის მიხედვით ირჩევენ ადამიანები
ნაბახუსევზე საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. გავრცელებული პრაქტიკაა ამ დროს ასპირინისა
როგორც მისურიის უნივერსიტეტში აცხადებენ, ძილი აუცილებელია მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად