როგორ გავაკეთოთ განტვირთვის დღეები სწორად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაკეთოთ განტვირთვის დღეები სწორად

მაგრამ უმრავლესობამ არ იცის მისი სწორად ორგანიზება.

განტვირთვის დღეების უნიკალობა ისაა, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთი სახის პროდუქტს ჭამ და ამით ეხმარები ორგანიზმს, რომ საკვებით ზედმეტად არ გადაიტვირთოს. ამ დროს აქტიურდება ყველა ცვლითი პროცესი, ძლიერდება სითხის გამოყოფა, უმჯობესდება ორგანოებისა და ქსოვილების სისხლით მომარაგება.

სწორი დადებითი მოტივაცია

ყველა ცხოვრებისეულ წამოწყებაში მნიშვნელოვანია დადებითი განწყობა, რაც წარმატების ნახევარია. განეწყვეთ, რომ არა მარტო ლამაზი სხეულის მიღება გსურთ, არამედ ორგანიზმის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მისი გათავისუფლება დაგროვებული ტოქსინებისა და შლაკებისაგან.

რაციონის შერჩევა განტვირთვისთვის

ის მოსაზრება, რომ განტვირთვის დღეებში საერთოდ უნდა ავიკრძალოთ კვება – შეცდომაა. არსებობს დღიური რაციონის უამრავი ვარიანტი, რომელიც ორგანიზმს არ აგრძნობინებს მტანჯველი შიმშილის შეგრძნებას, ამასთან, შესანიშნავად განტვირთავს კუჭ-ნაწლავის სისტემას და დააქვეითებს სხეულის მასას. ახალბედებისთვის კარგი დასაწყისი იქნება შემდეგი მენიუ:

  • კეფირისა და წიწიბურას განტვირთვის დღის საფუძველია ჩაის ჭიქა მოხარშული უმარილო წიწიბურა და 1 ლიტრი უცხიმო კეფირი, რომელიც უნდა განაწილდეს 5-6 მიღებაზე.
  • ხაჭოს განტვირთვის დღე – რომლის დროსაც შეიძლება 600 გრამი უცხიმო ნატურალური ხაჭოს მიღება.
  • ბოსტნეულის წვნიანის განტვირთვის დღე – რაციონი შედგება 1,5-2 ლიტრი ბოსტნეულის წვნიანისგან, ხორცისა და ხელოვნური დანამატების გარეშე (ბულიონის კუბები და ფხვნილები).

ვისაც უკვე აქვს განტვირთვის დღეების ჩატარების გამოცდილება და იმედი აქვს თავისი ნებისყოფის ან სჭირდება ცხიმისაგან გათავისუფლება, მიესადაგება უფრო მკაცრი კვების ვარიანტი:

  • კეფირის განტვირთვის დღე – რომლის განმავლობაში შეიძლება 2% ცხიმიანობის 1-1,5 ლიტრი კეფირის მიღება.
  • ვაშლის განტვირთვის დღე – რომლის დროსაც ძირითადი საკვები 1-1,5 კგ კანგაცლილი ვაშლია.

განტვირთვის დღის ჩატარების წესები:

  • განტვირთვის დღე ერთი შეხედვით ჩანს რთულად და ძნელად შესასრულებლად. რამდენიმე მარტივი წესის დაცვით თავისუფლადაა შესაძლებელი განტვირთვის დღეები მარტივად ჩაერთოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. რამდენიმე კვირის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შედეგების შემჩნევა.
  • განტვირთვის დღეები გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს კარგად გრძნობთ. მწვავე დაავადებები, კვებითი მოწამვლები, თავის ტკივილი და სხვა – არაა განტვირთვის დღის საუკეთესო თანამგზავრი.
  • განტვირთვის დღის წინა საღამოს თავი შეიკავეთ მსუყე ვახშმისგან. შეიძლება მიიღოთ მსუბუქი სალათა ან 1 ჭიქა კეფირი.
  • არ შეზღუდოთ სითხე. ის აუცილებელია ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების სრულფასოვანი გამოყოფისათვის.
  • განტვირთვის დღე დაგეგმეთ ისე, რომ ჭამაზე რაც შეიძლება ნაკლები იფიქროთ. გაისეირნეთ ქალაქში ან საყვარელი საქმე აკეთეთ.
  • განტვირთვის დღის პროდუქტი გაყავით 5-6 მიღებისათვის და შეეცადეთ, დროის თანაბარი შუალედები დაიცვათ.
  • თუ კვებათა შორის შუალედებში შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი ლიმონითა და თაფლით. დილას და საღამოს აუცილებლად აიწონეთ. ერთი განტვირთვის დღის განმავლობაში შეიძლება დაიკლოთ 1 კგ.
  • მეორე დღეს ნუ გაზრდით ჩვეულ ულუფებს განტვირთვის დღის იმედად. ამით ორგანიზმს მხოლოდ ავნებთ და ვერ შეინარჩუნებთ მიღწეულ შედეგებს.

ამ მარტივი რეკომენდაციებით შესაძლებელია ღირსეულად შეაფასოთ განტვირთვის დღეების უპირატესობა. თქვენი სხეული თანდათანობით მიიღებს ლამაზ და მიმზიდველ ფორმებს, გაუმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა, განწყობა კი ყოველთვის ამაღელვებელი იქნება.