ნატიფი სურნელის შლეიფი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნატიფი სურნელის შლეიფი

- ბევრი სუნამოს შეფასების კრიტერიუმებად ტკბილ და ცივ სურნელს მიიჩნევს. რამდენად სწორია არომატების ასეთი დაყოფა?

- პარფიუმერიაში მართლაც გამოყოფენ ტკბილ და ცივ სურნელებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სურნელს ყველა თავისებურად შეიგრძნობს.

- მაინც რას შეიძლება შევადაროთ ტკბილი სურნელი და რას - ცივი?

- ტკბილ სუნამოებში ჭარბობს ვანილი, ჟასმინი, ჟატი, ვარდი, იასამანი, ცივ სუნამოებში - უმეტესად ციტრუსები: ლიმონი, თეთრი ინდისი, ნაზი სურნელის მქონე ყვავილები...

- პარფიუმერიული პროდუქციის რამდენი სახეობა არსებობს?

- პირველია დეზოდორანტი, რომელშიც სუნამოს შემცველობა მცირეა. დეზოდორანტი არსებობს სხეულისაც და თმისაც, რადგანაც, მოგეხსენებათ, თმა ადვილად იკრავს სურნელს, ჭუჭყს. დეზოდორანტი შეიძლება იყოს მყარიც და თხევადიც - ბურთულიანი ან აეროზოლი პულვერიზატორით. უფრო მეტად კონცენტრირებულია ტუალეტის წყალი - Eau de Toilette, რომელშიც სუნამოს შემცველობა ნაკლებია, წყლისა - მეტი. შემდეგ მოდის Eau de Parfum, რომელშიც სუნამოს შემცველობა 10%-ით ნაკლებია, ვიდრე სრულფასოვან Parfum-ში. დაბოლოს, ყველაზე ძვირიანი პროდუქტია Parfum, რომელშიც სურნელოვანი ინგრედიენტი ყველაზე მეტია და, შესაბამისად, უფრო მდგრადიც არის. სუნამოს ფლაკონის მოცულობაა 7-7,5, 15, იშვიათად 30 მლ. ამაზე დიდ ჭურჭელში სუნამოს არ ასხამენ.

თითქმის ყველა პარფიუმერიულ ბრენდს აქვს ქალის სუნამოების ხაზი, მამაკაცის სუნამო კი იშვიათია. მამაკაცებისთვის უფრო მეტად ტუალეტის წყალს და გაპარსვის შემდეგ სახმარ ლოსიონს უშვებენ. პროდუქციას სახელწოდებით "ოდეკოლონი" დღეს თითქმის ვერ ნახავთ.

- რა განსხვავებაა მამაკაცის და ქალის სუნამოებს შორის?

- ქალის სუნამოებში ეთერზეთები უფრო მეტია, ხოლო სურნელი უფრო ტკბილია, მამაკაცის სუნამოებში კი სპირტის შემცველობაა მეტი და სურნელიც უფრო მძაფრია. ბოლო ხანს ქალები უფრო და უფრო მეტად ეტანებიან მამაკაცის სუნამოებს, რაც შესაძლოა იმის გამოძახილი იყოს, რომ ბევრმა მანდილოსანმა იტვირთა მამაკაცის ფუნქციები. მამაკაცებს კი, პირიქით, ტკბილი სუნამოები მოსწონთ.

- როგორ და სად დავისხათ სუნამო?

- სუნამო ისე უნდა დავისხათ, რომ ოდნავ შესამჩნევი შლეიფი დასდევდეს, თქვენც გსიამოვნებდეთ და სხვაც არ შეაწუხოთ. ამასთან დაკავშირებით ერთი გამონათქვამი გამახსენდა: ქალს სუნამო ისე უნდა ესხას, რომ ყველა გრძნობდეს - ის აქ არ არის, მაგრამ იყო. ცნობილია, რომ სუნამო უნდა დავისხათ პულსაციის ადგილას: მაჯებზე, იდაყვისა და ფეხის სახრელ ზედაპირებზე, კისერზე, - თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ აღნიშნულ ადგილებზე სუნამოს დასხმა ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს, ვერ გეტყვით. დეზოდორანტი და სუნამო უნდა ვიპკუროთ აუცილებლად დაბანილ სხეულზე და არა ჩვენი უსიამოვნო "არომატის" დასაფარავად - ამ შემთხვევაში სუნები ერთმანეთში ირევა და სავალალო შედეგს ვიღებთ. თუ სუნამოს შეძენის საშუალება არ გვაქვს, ჯობია, ხშირად დავიბანოთ და უბრალოდ სისუფთავის სუნი გვქონდეს. კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო რჩევა: სჯობს, რა სუნამოსაც ყიდულობთ, იმავე ხაზის ან მსგავსი სურნელის დეზოდორი შეიძინოთ, რომ სურნელები ერთმანეთში არ აირიოს.

- როგორ შევიძინოთ სურნელოვანი სითხე?

- გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის ცხვირი სამ სურნელზე მეტს ვეღარ აღიქვამს, ამიტომ სამზე მეტი სუნამოს გასინჯვას აზრი ეკარგება. სუნამო უნდა გაისინჯოს სუფთა სხეულზე, რადგან ადამიანის სხეულს თავისი სპეციფიკური სურნელი აქვს, რომელიც სუნამოსთან შერევისას სხვადასხვა ეფექტს იძლევა. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ სუნამო მოგვწონებია, გვიყიდია და უკმაყოფილონი დავრჩენილვართ, რადგან სხვა სურნელი მიგვიღია. სუნამო, რომელიც გაღიზიანებთ, თქვენი არ არის. ხშირად უთქვამთ, სუნამო 1-2-ჯერ დავისხი და მის სუნს ვეღარ ვგრძნობო. სწორედ ის არის თქვენი სუნამო, რომლის სურნელსაც ვეღარ გრძნობთ, რადგან ის იდეალურად ეხამება თქვენს ბუნებრივ სუნს. სუნამოს შერჩევისას იხელმძღვანელეთ საკუთარი ინტუიციით, შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც მოგწონთ. მხოლოდ ასე მოგანიჭებთ პარფიუმი სიხარულს და გაჩუქებთ სასიამოვნო წუთებს.