ეს საინტერესოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეს საინტერესოა

 თურმე, მამაკაცსა და ქალს ”მსუბუქ საკვებთან” განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ქალბატონებს მიაჩნიათ, რომ მსუბუქი საკვების მირთმევა დიეტის საუკეთესო ჩანაცვლებაა. მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მსუბუქი საკვები ისევე გემრიელია, ან უფრო გემრიელიც კი, ვიდრე ჩვეულებრივი სასუსნავი. ამავე დროს, მამაკაცები არ ინაწილებენ მათი მეორე ნახევრების ასეთ აღტაცებას მსუბუქი საკვების მიმართ - მათ მესამედს ამის გაგონებაც კი არ სურს, მეოთხედი ამას ქალურ უცნაურობად თვლის, 12 % კი - საერთოდ უსარგებლოდ.

გამოკითხვებზე დაყრდნობით გამოცემამ ყველაზე მავნე პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ხელს უშლის ოჯახურ ურთიერთობებს: 

  • სალათები - ქორფა, ჯანმრთელი და გემრიელი. სუფრაზე ყოველდღიური გამოყენებისას საშინელებად გადაიქცევა.
  • უხეშად დაფქული ფქვილეული და სიმინდი - მამაკაცები ვერ იტანენ.
  • უცხიმო იოგურტი - პრინციპში, შეიძლება გასინჯვა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ.
  • ხილი - სამყაროს მშვენიერი სქესის წარმომადგენლების მცდელობა, ხილით დაანაყრონ მეუღლეები, გაუცხოებისა და დაშორების მეტს არაფერს მოიტანს.
  • ხაჭო - რასაკვირველია, ცუდი არ არის, მაგრამ ერთი ულუფა ნაყინი ზაფხულში გაცილებით უფრო დაამშვენებდა ცხოვრებას.
  • წვენები - შეიძლება გახდეს ოჯახური სკანდალების სერიოზული საფუძველი - ლუდი გაცილებით უფრო უყვართ მამაკაცებს.
  • შაქრის შემცვლელები - განხეთქილებას პრაქტიკულად არ იწვევს, თუ, რასაკვირველია, სახლში ჩვეულებივი შაქარიც არის.
  • კალმახი - შეიძლება მოეწონოს ორივეს, მაგრამ ქალბატონი ამჯობინებს, თევზი ცივად გააკეთოს, ზეითუნის ზეთით. მამაკაცს კი შემწვარი თევზი ურჩევნია, გარნირით.

 

როგორ მოვსპოთ სამზარეულოში ჭიანჭველები

თუ სამზარეულოში ჭიანჭველები გაჩნდა, ნუ შეშფოთდებით, მათ ადვილად მოსპობთ, თუ შემდეგი წესით იხელმძღვანელებთ: გაჟღინთეთ ღრუბელი შაქრიანი წყლით, დადეთ იმ ადგილას, სადაც ჭიანჭველები მომრავლდა. ისინი ღრუბელს შემოეხვევიან. შემდეგ ჩაუშვით ღრუბელი მდუღარე წყალში. რამდენჯერმე მოიქეცით ასე და ჭიანჭველები გაწყდებიან.

 

როგორ შევინახოთ კარტოფილი და ბოსტნეული სარდაფში

სარდაფი, სადაც ბოსტნეულს ინახავთ, უნდა იყოს სუფთა, გრილი და კარგად ნიავდებოდეს, მაგრამ იქ 4 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა არ უნდა იყოს. სარდაფში კარტოფილისთვის ადგილი ფიცრებით უნდა შემოღობოთ და დადგათ ჩვეულებრივი ხის ყუთი. კარტოფილს მზის სხივები არ უნდა ეცემოდეს.

ჭარხალი, სტაფილო და თალგამი შეგიძლიათ შეინახოთ ყუთში ჩაყრილ ან კუთხეში მიყრილ ქვიშაში. სტაფილო ვერტიკალურად ჩადეთ და ზემოდან ქვიშა არ დააყაროთ. შესანახად გამოდგება კომბოსტოს მხოლოდ მაგარი თავები. ხახვი ჯობია სხვენზე შეინახოთ.

 

ხილის შენახვა სარდაფში

სარდაფი, სადაც ინახავთ ხილს, უნდა იყოს მშრალი და სუფთა, კარგად უნდა ნიავდებოდეს. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 8 გრადუსს. ხილი შეგიძლიათ დაალაგოთ თაროებზე ან ჩააწყოთ ყუთებში. მაგარი ქლიავი, დაუმწიფებელი პომიდორი და ყურძნის მტევნები რამდენიმე კვირას ძლებს მშრალ ქვიშაში ან მშრალ ნახერხში.

 

როგორ შევინახოთ კვერცხი უმაცივროდ 

კვერცხის შენახვა 7-8 დღის განმავლობაში უმაცივროდაც შეიძლება. ამისა-თვის საჭიროა: გატეხოთ ერთი კვერცხი და ცილა წაუსვათ დანარჩენ კვერცხებს. შემდეგ თითოეული მათგანი შეახვიოთ გაზეთში.

უმი კვერცხი მაცივარში შენახვის წინ გულდასმით გარეცხეთ.