ვიტამინიების ხანგრძლივი დროით, დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინიების ხანგრძლივი დროით, დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს

გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა, ხოლო ხანგრძლივი, უსაფუძვლო დოზირებით უკონტროლო მოღებისას კი შეიძლება ქრონიკული ინტოქსიკაცია განვითარდეს. უნდა გავმიჯნოთ ვიტამინების პროფილაქტიკის მიზნით მიღება და სამკურნალო დოზირება, რომელიც მხოლოდ ექიმმა უნდა შეარჩიოს. ინტოქსიკაციის რისკი განსაკუთრებით მატულობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (А, D, E, K) შემთხვევაში. ეს ვიტამინები შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში, ნელა დაიშალოს და გართულდეს მათი სხეულიდან გამოყოფა.

А ვიტამინი გროვდება ღვიძლში და შეიძლება გამოიწვიოს მისი შეუქცევადი დაზიანება. Е ვიტამინი ძალიან დიდი დოზით აქვეითებს სისხლის შედედებას, იწვევს სისხლდენებს და შეიძლება განვითარდეს ისეთი მძიმე გართულება, როგორიცაა ჰემორაგიული ინსულტი. D ვიტამინების ზედოზირება სახიფათოა სისხლში კალციუმის დონის მომატების თვალსაზრისით, რაც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ყველაზე უვნებელი მათ შორის К ვიტამინია.

წყალში ხსნადი ვიტამინები (В ჯგუფის ვიტამინები და С ვიტამინი) ნაკლებად სახიფათოა, რადგანაც ორგანიზმს მათი გამოდევნა არ უჭირს. თუმცა დიდი დოზით С ვიტამინმა შეიძლება თირკმლის პრობლემები გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს თირკმელებში ოქსალატური კენჭების წარმოქმნას და თირკმელების მწვავე დაზიანებას.

სოციოლოგების თქმით, მოსახლეობა ვიტამინებს განსაკუთრებით აქტიურად, პროფილაქტიკის მიზნით, სეზონური გრიპის გააქტიურებისას იყენებს.