ვიტამინიების ხანგრძლივი დროით, დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ვიტამინიების ხანგრძლივი დროით, დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს

ვიტამინიების ხანგრძლივი დროით, დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს
ვიტამინების მიღება ექიმის კონტროლით უნდა მოხდეს. მაღალი დოზებით ვიტამინების მიღებამ შეიძლება
გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა, ხოლო ხანგრძლივი, უსაფუძვლო დოზირებით უკონტროლო მოღებისას კი შეიძლება ქრონიკული ინტოქსიკაცია განვითარდეს. უნდა გავმიჯნოთ ვიტამინების პროფილაქტიკის მიზნით მიღება და სამკურნალო დოზირება, რომელიც მხოლოდ ექიმმა უნდა შეარჩიოს. ინტოქსიკაციის რისკი განსაკუთრებით მატულობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (А, D, E, K) შემთხვევაში. ეს ვიტამინები შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში, ნელა დაიშალოს და გართულდეს მათი სხეულიდან გამოყოფა.

А ვიტამინი გროვდება ღვიძლში და შეიძლება გამოიწვიოს მისი შეუქცევადი დაზიანება. Е ვიტამინი ძალიან დიდი დოზით აქვეითებს სისხლის შედედებას,
იწვევს სისხლდენებს და შეიძლება განვითარდეს ისეთი მძიმე გართულება, როგორიცაა ჰემორაგიული ინსულტი. D ვიტამინების ზედოზირება სახიფათოა სისხლში კალციუმის დონის მომატების თვალსაზრისით, რაც ვლინდება გულისრევით, ღებინებით, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ყველაზე უვნებელი მათ შორის К ვიტამინია.

წყალში ხსნადი ვიტამინები (В ჯგუფის ვიტამინები და С ვიტამინი) ნაკლებად სახიფათოა,
რადგანაც ორგანიზმს მათი გამოდევნა არ უჭირს. თუმცა დიდი დოზით С ვიტამინმა შეიძლება თირკმლის პრობლემები გამოიწვიოს და ხელი შეუწყოს თირკმელებში ოქსალატური კენჭების წარმოქმნას და თირკმელების მწვავე დაზიანებას.

სოციოლოგების თქმით, მოსახლეობა ვიტამინებს განსაკუთრებით აქტიურად, პროფილაქტიკის მიზნით, სეზონური გრიპის გააქტიურებისას იყენებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ზოგიერთმა მავნე ჩვევამ შეიძლება დაასამაროს პირადი ცხოვრება. აქედან
750000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების მასშტაბური ანალიზი ჩატარდა ა.შ.შ-.ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის,
უსაფრთხოდ ითვლება 5 სმ-მდე ზომის ქუსლი, ოპტიმალურად - 3 სმ. ქუსლი, რაც უფრო მაღალია,
ყავა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად