რატომ უნდა ვატაროთ "უსაფრთხო ქუსლიანი" ფეხსაცმელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

რატომ უნდა ვატაროთ "უსაფრთხო ქუსლიანი" ფეხსაცმელი

რატომ უნდა ვატაროთ "უსაფრთხო ქუსლიანი" ფეხსაცმელი
უსაფრთხოდ ითვლება 5 სმ-მდე ზომის ქუსლი, ოპტიმალურად - 3 სმ. ქუსლი, რაც უფრო მაღალია, ესთეტიკურად ლამაზია, მაგრამ სახიფათო და მავნეა. არაა სასურველი ნაადრევად მაღალი ქუსლების "გაცნობა". მოზარდ გოგონას სურს, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩონჩხი და მთლიანად ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე ფორმირებული არაა. არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დეფორმაცია და სხვა პათოლოგიები.

შედარებით უფროსმა ქალბატონებმა არ უნდა დაივიწყონ ვარიკოზი. შეშუპება, ტერფებში ცვლითი პროცესების დარღვევა, კანჭის კუნთების კრუნჩხვა- წარმოადგენს არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის პირდაპირ შედეგს. მაღალქუსილიანი ფეხსაცმლის ტარებისას მთელი დატვირთვა მოდის ფეხის თითებსა და
კოჭ-წვივის სახსარზე. ზიანდება მყესები. ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ფეხის დიდი თითის სახსრის დეფორმაცია Hallux Valgus. სხეულის ძირითადი მასა გადადის ტერფის წინა ნაწილზე, რის გამოც იგი იწყებს დამატებითი საყრდენი ზედაპირის ფორმირებას. ასეთ საყრდენად იქცევა გამრუდებული თითი და არაესთეტიკური კორძი.

ფეხების უსაფრთოხებისათვის აუცილებელია რამოდენიმე წესის დაცვა. თუ
ფეხსაცმელზე ქუსლი არათანაბრად ცვდება, ეს განგაშის სიგნალია. ფეხსაცმელი შეიძინეთ დღის მეორე ნახევარში, როდესაც ფეხი ნახევარ ზომით მეტია, ვიდრე დღის პირველ ნახევარში. ყველაზე მოხერხებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი 2 საათზე მეტ ხანს არ ატაროთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ზოგიერთმა მავნე ჩვევამ შეიძლება დაასამაროს პირადი ცხოვრება. აქედან
ვიტამინების მიღება ექიმის კონტროლით უნდა მოხდეს. მაღალი დოზებით ვიტამინების მიღებამ შეიძლება
750000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების მასშტაბური ანალიზი ჩატარდა ა.შ.შ-.ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის,
ყავა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად