გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი ვირუსებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი ვირუსებისგან

გადამდები ინფექციების გავრცელების მინიმიზაციისთვის არის გამიზნული. მისი გამოყენებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი წესები. სახეზე მორგებისას ის ერთდროულად ცხვირსა და პირს უნდა ფარავდეს.

ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს და არა ჯანმრთელმა. ის ვირუსებს ვერ აჩერებს, თუმცა, დაავადებულის მიერ ჰაერში ამოფრქვეულ, ვირუსებით გაჯერებულ, ნერწყვის წვეთებს გარკვეულწილად აკავებს. სამედიცინო ნიღბით ჯანმრთელმა ადამიანმა არ უნდა იაროს, მით უფრო ქუჩაში, სუფთა ჰაერზე.

ნიღაბი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა მოწოდებული და მისი მრავალჯერადად გამოყენება, განსაკუთრებით ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტისა თუ ვიზიტის შემდეგ, დაუშვებელია. გამოყენებული ნიღაბი აუცილებლად ახლით უნდა შეიცვალოს დასველება-დატენიანების შემთხვევაშიც.

დაუშვებელია ნიღბის ჭუჭყიანი ხელებით მოხსნა-გაკეთება, გახსოვდეთ, დაბინძურებული ხელებით მასზე, ისევე, როგორც სხვა საგნებზე დაავადების გამომწვევები ხვდება და შესაბამისად, ნიღაბი თავად ხდება ინფექციის წყარო.

თინათინ გოცაძე