მამუკა მამუკაშვილი - კახა ლოსაბერიძე: თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამუკა მამუკაშვილი - კახა ლოსაბერიძე: თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს

როგორც იგი მკურნალი.გე-სთან აღნიშნავს, თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს და დასძენს, სწორედ მაღალმა მოტივაციამ შემაძლებინა რომ რამდენიმე თვეში 40 კილო დამეკლოო. თუ რატომ და როგორ დაიკლო, ამას თვითონ გვიამბობს, თქვენ კი გადაწყვიტეთ - ყოველთვის ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. პირველი როლი სკოლაში შევასრულე, რადგან პუტკუნა ბავშვი ვიყავი, ლუარსაბ თათქარიძის როლი მე მერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ვიყავი, მიღებულმა ემოციებმა, მაყურებელთა დამოკიდებულებამ საკუთარი პროფესიული არჩევანის სისწორეში დამარწმუნა. ვინატრე რომ ეს შეგრძნება კიდევ ბევრჯერ განმეცადა.

- ადვილად ჩააბარეთ თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები?

- არა, ადვილი არ ყოფილა, მაგრამ რაღაცნაირად გამიმართლა. მოტივაცია იმანაც კი არ დამიგდო რომ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთმა რეჟისორმა მითხრა - ამ წონით თეატრალურში არ მიგიღებენო. პირიქით, იმის ძალა და ენერგია მაპოვნინა საკუთარ თავში, რომ დარჩენილ დროში 40 კგ დამეკლო.

mkurnali.ge

- ეს როგორ მოახერხეთ ?

- ყველაფერს ვაკითებდი მიზნის მისაღწევად - ბევრს დავრბოდი, ვვარჯოშობდი, სადამდეც მყოფნიდა ენერგია, იმიტომ რომ თან ვდიეტობდი, უფრო სწორად საკვების მიღებაზე არანორმალურად ვიკავებდი თავს. ვიცი რომ ამით ორგანიზმს ვვნებდი, ასე დაკლაება არ არის სწორი, მაგრამ დრო არ ითმენდა, მოსწრებაზე ვიყავი. დღეები ისე გასულა, საერთოდ არაფერი მიჭამია.

 

- გამოდის გაძლებაზე იყავით და არა დიეტაზე.

- ნამდვილად. იყო შემთხვევები გულიც წამსვლია ამის გამო, მაგრამ ვერ დავუშვებდი, წონა რომ გამხდარიყო ჩემი მარცხის მიზეზი.

mkurnali.ge

- წონაში კლების ამბავი გასაგებია, მაგრამ მერე როგორ შეინარჩუნეთ?

- ახლა უკვე ცოტ-ცოტას ვიკლებ და ვიმატებ. წონის რეგულირების გამო ექიმთან ვიზიტი არ მქონია, მაგრამ ზოგადად მისაუბრია ენდოკრინოლოგთან ამ თემაზე და მისი რჩევებით ვმოქმდებ. 6-5 საათის შემდეგ აღარ ვჭამ, ცომეული და ტკბილეული საერთოდ ამოღებული მაქვს რაციონიდან. ამასთან ძალიან მიყვარს ცურვა და როცა გრაფიკი მაძლევს საშუალებას, ბევრს ცურავ, თუ არ ვცურავ, - დავრბივარ. ამის პარალელურად ბევრს დავდივარ ფეხით, ოღონდ არა მხოლოდ დიეტის გამო, საერთოდ მიყვარს ფეხით სიარული.

 

ეკა სალაღაია