მამუკა მამუკაშვილი - კახა ლოსაბერიძე: თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

მამუკა მამუკაშვილი - კახა ლოსაბერიძე: თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს

მამუკა მამუკაშვილი - კახა ლოსაბერიძე: თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს
"ჩემი ცოლის დაქალებიდან" მამუკა მამუკაშვილის როლის შემსრულებელი კახა ლოსაბერიძე 27 წლისაა.

როგორც იგი მკურნალი.გე-სთან აღნიშნავს, თუ ადამიანს მოტივაცია აქვს, უკან არაფერზე დაიხევს და დასძენს, სწორედ მაღალმა მოტივაციამ შემაძლებინა რომ რამდენიმე თვეში 40 კილო დამეკლოო. თუ რატომ და როგორ დაიკლო, ამას თვითონ გვიამბობს, თქვენ კი გადაწყვიტეთ - ყოველთვის ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. პირველი როლი სკოლაში შევასრულე, რადგან პუტკუნა ბავშვი ვიყავი, ლუარსაბ თათქარიძის როლი მე მერგო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ვიყავი, მიღებულმა ემოციებმა, მაყურებელთა დამოკიდებულებამ საკუთარი

პროფესიული არჩევანის სისწორეში დამარწმუნა. ვინატრე რომ ეს შეგრძნება კიდევ ბევრჯერ განმეცადა.

- ადვილად ჩააბარეთ თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები?


- არა, ადვილი არ ყოფილა, მაგრამ რაღაცნაირად გამიმართლა. მოტივაცია იმანაც კი არ დამიგდო რომ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთმა რეჟისორმა მითხრა - ამ წონით თეატრალურში არ მიგიღებენო. პირიქით,

იმის ძალა და ენერგია მაპოვნინა საკუთარ თავში, რომ დარჩენილ დროში 40 კგ დამეკლო.

mkurnali.ge

- ეს როგორ მოახერხეთ ?


- ყველაფერს ვაკითებდი მიზნის მისაღწევად - ბევრს დავრბოდი, ვვარჯოშობდი, სადამდეც მყოფნიდა ენერგია, იმიტომ რომ თან ვდიეტობდი, უფრო სწორად საკვების მიღებაზე არანორმალურად ვიკავებდი თავს. ვიცი რომ ამით ორგანიზმს ვვნებდი, ასე დაკლაება არ არის სწორი, მაგრამ დრო არ ითმენდა, მოსწრებაზე ვიყავი. დღეები ისე გასულა, საერთოდ არაფერი მიჭამია.

 

- გამოდის გაძლებაზე იყავით და არა დიეტაზე.


- ნამდვილად. იყო შემთხვევები გულიც წამსვლია ამის გამო, მაგრამ ვერ დავუშვებდი, წონა რომ გამხდარიყო ჩემი მარცხის მიზეზი.

mkurnali.ge

- წონაში კლების ამბავი გასაგებია, მაგრამ მერე როგორ შეინარჩუნეთ?


- ახლა უკვე ცოტ-ცოტას ვიკლებ და ვიმატებ. წონის რეგულირების გამო ექიმთან ვიზიტი არ მქონია, მაგრამ ზოგადად მისაუბრია ენდოკრინოლოგთან ამ თემაზე და მისი რჩევებით ვმოქმდებ. 6-5 საათის შემდეგ აღარ ვჭამ, ცომეული და ტკბილეული საერთოდ ამოღებული მაქვს რაციონიდან. ამასთან ძალიან მიყვარს ცურვა და როცა გრაფიკი მაძლევს საშუალებას, ბევრს ცურავ, თუ არ ვცურავ, - დავრბივარ. ამის პარალელურად ბევრს დავდივარ ფეხით, ოღონდ არა მხოლოდ დიეტის გამო, საერთოდ მიყვარს ფეხით სიარული.

 

ეკა სალაღაია

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ადგილი სახლში სამზარეულოს ნიჟარაა.
მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა,
ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა, თუმცა მედიკოსების განცხადებით,
ყოველწლიურად, მსოფლიოში 2.25 მილიარდ ჭიქა სხვადასხვა სახეობის ყავას მიირთმევენ.
მსახიობი ქეთი ჩხეიძე, ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება. არც წონა გაურბის არასოდეს.
სოსო არჩვაძე და ანა დავითინიძე 3 ტყუპის, ანუ 6 შვილის მშობლები არიან.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად