როგორ ინარჩუნებს წონას მსახიობი ქეთი ჩხეიძე და რა აზრის არის პლასტიკურ ქირურგიაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ინარჩუნებს წონას მსახიობი ქეთი ჩხეიძე და რა აზრის არის პლასტიკურ ქირურგიაზე

როგორია მისი უზადო გარეგნობისა და წონის შენარჩუნების საიდუმლო, ამაზე თავად მსახიობი ისაუბრებს mkurnali.ge-სთან.

- პერიოდულად დიეტაზე ვჯდები ხოლმე. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დიდი ზომიერებით არ გამოვირჩევი, თუ მივირთმევ, გვარიანად მივირთმევ, მოზომილად და გრამებით კვება არ შემიძლია. ამიტომ მაქვს პერიოდები, როცა სრულ თავისუფლებას ვაძლევ თავს. 10-14 დღიანი თავისუფლების შემდეგ, დიეტას მივმართავ. ორკვირიანი თავისუფლება დაახლოებით 3 კილო მიჯდება ხოლმე.

mkurnali.ge

- როგორია თქვენი დიეტა?

- არაფერი გამოირჩეული - პურს არ მივირთმევ. მხოლოდ ბოსტნეულსა და ხორცს გეახლებით ხოლმე. ხანდახან, დილაობით, შეიძლება 1 ნაჭერი ხლებციზე თხლად გადასმული კარაქიც მივირთვა - გემრიელიცაა და მანაყრებს კიდეც. ჩაის და ყავას უშაქროდ ვსვამ. თუ გაუსაძლისად მომინდა შაქარი, თაფლით ვატკბობ. გაზიან სასმელს არ გეახლებით, მწყენს. თუ მაინცდამაინც, 1 ჭიქა კომპოტს დავლევ ხოლმე.

- ბოსტნეულს უმად მიირთმევთ?

- ზოგჯერ უმად მივირთმევ, თუ დრო მაქვს, ვთუშავ, ძალიან მიყვარს ჩაშუშული ბოსტნეული. ფიტნეს-დარბაზში არასდროს ვყოფილვარ. ვიცი, რომ კარგია, მაგრამ მიზეზს ყოველთვის ვპოულოობ, რომ არ წავიდე სავარჯიშოდ. ძალიან მიყვარს ცურვა, ზღვა და ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავ. აუზზე სიარულს, ამ საცობების გამო, აზრი არ აქვს, რაც ვისიამოვნე, სულ მავიწყდება, 40 წუთიან საცობში რომ გავიჭედები ხოლმე. ასე არ შემიძლია.

mkurnali.ge

- გისმენთ და ვფიქრობ რომ თქვენი ფორმაში ყოფნის მთავარი საიდუმლო გენეტიკასთან ყოფილა კავშირში.

- ალბათ ასეცაა. თუმცა, თუ როლი მოითხოვს ან რომელიმე პროექტი, შემიძლია უარი ვქვთა ყველაფერზე. ასეთ დროს ნებისყოფა არასდროს მღალატობს. მაგალითად "ცეკვავენ ვარკვლავებში" რომ ვმონაწილეობდი, 2 თვის განმავლობაში პრაქტიკულად წიწიბურის გარდა არაფერი მიჭამია. ჯერ ერთი, ვღელავდი და არ შემიძლია ნერვიულობისას ჭამა, ამასთან ფიზიკური დატვირთვაც მქონდა. მოკლედ, როცა მიზანი მაქვს, მაშინ ვმობილიზდები ხოლმე. უმიზეზოდ დიეტობანა კი - არ მიყვარს.

ჩემი ცოლის დაქალებში ნუნუკა როცა გათხოვდა ახალგაზრდა, მომხიბვლელ მამაკაცზე, მაშინ ძალიან ვაკონტროლებდი წონას, იმიტომ რომ აუცილეობლობა მოითხოვდა. იმ მომენტში მხოლოდ ხაჭაპურის ცხობა არ მოეთხოვებოდა ნუნუკას. ახალგაზრდა მეუღლის შესაფერისი უნდა ყოფილიყო.

mkurnali.ge

- პლასტიკურ საშუალებებს თუ აღიარებთ?

- ვცნობ და ვაღიარებ. თუ საჭიროა, უნდა გაიკეთო, მაგრამ გააჩნია, რომელ ასაკში. არის ასაკი, როცა ზედმეტად ახალგაზრდად გამოიყურებიან და ცოტა არ იყოს, არაადეკვატური გარეგნობა აქვთ. თოჯინას ემსგავსებიან, პლატმასისგან გაკეთებულ უსულო ადამიანს. არ მგონია, ასეთი ვინმეს მოსწონდეს. შეიძლება გარკვეული საშუალებებით მიეხმარო თავს, რომ კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ ბევრი ათეული წლის შემდეგ არცერთი ნაოჭი რომ არ გაქვს და სახის მაგივრად კისერზე ბალიში გადევს, რა მოსაწონია. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოსტატთან იკეთებ პლასტიკურ ოპერაციას. მინახავს ჰოლივუდის ზოგიერთი მსახიობი, მერილ სტრიპი მაგალთად, იდეალურად გამოიყურება. გამორიცხულია ასე გამოიყურებოდე, თუ პლასტიკურ ჩარევებს არ მიმართავ, მაგრამ ისე კარგად, სწორადაა ჩარეული ოსტატი, რომ სახეზე არცერთი პროპორცია არ აქვს დარღვეული ამ მსახიობს. არაჩეულებრივად გამოიყურება, თან ასაკთან ადეკვატურად. ეს არის იდეალური ჩარევა. ასეთი ჩარევის მომხრე ნამდვილად ვარ.

mkurnali.ge

იყო ქალი, ადვილი არაა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, - დრო უნდა, გადაწყვეტილება, ნებისყოფა... საქართველოში უამრავი ქალისგან გაიგებთ: მე დედა ვარ, ან ბებია, რაღა დროს ჩემი თავის მოვლააო. ასეთი მიდგომა არასწორია!

ერთი ჭეშმარიტებაა - ბედნიერი ქალი ყოველთვის ლამაზია. ყველას გისურვებთ, იყოთ ბედნიერები და ლამაზები.

ეკა სალაღაია