3 ტყუპი ერთ ოჯახში - როგორ ზრდის 6 შვილის დედა ბავშვებს ძიძის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3 ტყუპი ერთ ოჯახში - როგორ ზრდის 6 შვილის დედა ბავშვებს ძიძის გარეშე

"პირველი ტყუპი, ოთო და მარიამი, რომ შემეძინა 21 წლის ვიყავი, ელისაბედი და ნიკოლოზი 23 წლისას მეყოლა, მესამე ტყუპი კი ახლახანს დაიბადა - იოანე და ალექსანდრე ჯერ 1 თვისანიც არ არიან. ასაკში, სულ სხვაგვარად შევიგრძენი დედობა, ბევრად მგრძნობიარე გავხდი" - ამბობს mkurnali.ge-სთან ქალბატონი ანა.

- ბავშვობაში ტყუპი დები მყავდა კლასში და მათი შემხედვარე, სულ ვოცნებობდი რომ მეც ტყუპები მყოლოდა. ვაგროვებდი ტყუპ კაკლებს, თხილებს...

- გენეტიკაში გყავთ ტყუპები? - მე არა, ჩემს მეუღლეს კი როგორც დედის, ისე მამის მხრიდან, ყველანაირი ტყუპი ჰყავს გენეტიკაში - ბიჭებიც, გოგოებიც, გოგო-ბიჭებიც, განსხვავებული გარეგნობისანიც, იდენტურებიც. ჩემი არცერთი ტყუპი არაა იდენტური.

mkurnali.ge

უმცროსი ტყუპი

- რთული ორსულობა გქონდათ?

- სამივე ჯერზე შესანიშნავი ორსულობა მქონდა. არც ტოქსიკოზი, არც არანაირი გართულებები. მხოლოდ ვიტანიმნებს მინიშნავდა ხოლმე ექიმი, იოდით, რკინით, კალაცით ვიმდიდრებდი ორგანიზმს. სხვა პრეპარატის მიღება არ დამჭირვებია. სამივეჯერ საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. პირველად ერთი ტყუპისცალი ჯდომით იყო და არ გარისკა ჩემმა ექიმმა, მეორედ - ისეთი პატარა შუალედი მქონდა მშობიერობებს შორის (წელიწადი და 8 თვე), ბუნებრივია, ისევ საკეისრო კვეთით ვიმშობიარე, მესამედაც ერთი ტყუპისცალი ჯდომით იყო და....

- წარმომიდგენია წონაში რამხელა იქნებოდით ორსულობისას?

- პირველად მოვიმატე 13 კილო, მერე - 11 კილო, მესამე ორსულობაზე კი - 15 კილო. სამშობიაროდან ფაქტიურად უკვე ფორმაში ჩამდგარი გამოვდივარ, ვერ იტყვით რომ ახლად ნამშობიარევი ვარ. ჩემი ბავშვები, ტყუპების კვალობაზე, ნამდვილად არ იბადებიან პატარა წონის. ბიჭები გოგონებზე მეტს ოწონიდნენ ორივეჯერ. ახლა, ერთი ბიჭი 2 კგ და 900 გრ დაიბადა, მეორე - 2 კგ და 500 გრ. უფროსი ტყუპებიდან, ბიჭი - 3 კგ და 100 გრ იყო, გოგო - 2 კგ და 900 გრ. შუათანა ტყუპებიც ბიჭი - 3 კგ დაიბადა, გოგო კი - 2 კგ და 100 გრ. პირველი ტყუპი 9 თვე ვკვებე ბუნებრივად, მერე - 5, ახლა კი სულ არ მქონდა რძე, ამიტომ ხელოვნურ კვებაზე მყავს ბიჭები.

mkurnali.ge

უფროსები და შუათანები

- რთული გაზარდელები არიან?

- სამივე ტყუპის შემთხვევაში ასე ხდება, რომ ერთ ტყუპისცალს ყოველთვის არეული აქვს ხოლმე დღე და ღამე. თუმცა 2-3 თვეში ჯდებიან რეჟიმში.

- ალბათ ასეთ პერიოდებში ძიძა გეხმარებათ. - მეუღლის შემოთავაზებების მიუხედავად, ძიძა არასდროს მყოლია. არც მე მაქვს ამის სურვილი და არც - ბავშვებს. მარტოებიც შესანიშნავად ვართმევთ ყველაფერს თავს. ბავშვები მეხმარებიან, უვლიან პატარებს, აჭმევენ კიდეც, საჭმელსაც უმზადებენ, ერთადერთი - დაბანა არ შეუძლიათ. ისე უხარიათ, ერთი სული აქვთ, როდის გაიღვიძებენ ხოლმე, ამბობენ - დედა, ჩვენს ძმებზე უკეთეს სათამაშოს ნამდვილად ვერ მოგვიყვანდიო.

mkurnali.ge

- მეცადინეობას ასწრებენ? - ჯერ მეორე კლასში არიან უფროსები და დამოუკიდებლად ართმევენ ყველაფერს თავს. ინგლისურსა და რუსულ ენებშიც ემზადებიან. შუათანები წელს შევიდნენ საბავშვო ბაღში, თუმცა რაც ვიმშობიარე, ვაცდენინებ, ვირუსების მეშინია. ერთი რომ ავად გამიხდეს, ჩათვალეთ, ექვსივე ლოგინში ჩაწვება. მაღალი იმუნიტეტი რომ ჰქონდეთ, ოთხივე ცურვაზე დაგვყავს ზამთარ-ზაფხულ, ციგურებზეც იარეს კარგა ხანს, სეზონურად აუცილებლად გაგვყავს ქალაქიდან ხან სურამში, ხან ბაკურიანში, ხან გუდაურში, ხანაც სვანეთში. ამას გარდა, ყოველ დილას უზმოზე თაფლიან წყალს ვსვამთ - ღამით ცივი წყლით სავსე ჭიქაში ვერცხლის კოვზით ვდებ თაფლს და დილას მივირთმევთ ხოლმე ხან ლიმნით, ხან - მის გარეშე. ჩვენ შემთხვევაში ეს ამართლებს.

mkurnali.ge

- ფიზიკურად არაო, ხასიათით თუ გვანან ერთმანეთს თქვენი ტყუპები? - ერთი ტყუპისცალი თუ ვერაა ხასათზე, მეორეც - ასეა ხოლმე. ყოველთვის თავ-თავისი ტყუპისცალის კითხვაში არიან. თამაშისას ტყუპები ყოველთვის ერთ აზრზე დგანან და ერთმანეთს იცავენ. ძილით ოთხივეს ერთ ოთახში სძინავთ, მაგრამ ბიჭები ერთად წვებიან (ორასრთულიან საწოლში), გოგონები - ერთად.

mkurnali.ge

- კიდევ აპირებთ მეშვიდე ან მერვე შვილის ყოლას? - სამშობიროდან რომ წამოედი, ექიმს ვუთხარი მეტჯერ აღარ მოვალ მეთქი, მაგრამ თუ უფალი იქნებებს და კიდევ გვაჩუქებს შვილს, მის ნებას წინ ვერ აღვუდგებით.

ეკა სალაღაია