4 მარტივი წესი ვირუსებისაგან თავდასაცავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

4 მარტივი წესი ვირუსებისაგან თავდასაცავად

მიირთვით თბილი სითხეები – დილა დაიწყეთ ერთი ჭიქა თბილი წყლის დალევით, კარგი იქნება თუ მას ლიმნის წვენს დაამატებთ. ეს აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, სასარგებლოა C ვიტამინის უხვად შემცველი სითხეები და ახალგაწურული წვენები, რაც მთავარია, უნდა მიირთვათ თბილი სითხეები, ჩაი და ბოსტნეულის წვნიანები.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე – ზამთარში, უამინდობაშიც კი აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა. ორგანიზმი მხოლოდ ამ გზით იღებს (ღრუბლებით დაფარული მზისგანაც კი) ულტრაიისფერი სხივების სათანადო სარგებლობას. მოგეხსენებათ, მზის სინათლეა პასუხისმგებელი D ვიტამინის გამომუშავებაზე, ვიტამინისა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმუნიტეტის გაძლიერებაში.

შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია – წყალი უდიდეს როლს თამაშობს იმუნური პასუხების გენერირებაში. ორგანიზმს მუდმივად, წელიწადის დროზე დამოუკიდებლად, სჭირდება წყლის სათანადო მოცულობის მიღება. წყალი არის ყველა ინფექციის საპროფილაქტიკო საშუალება, გაუწყლოებული ორგანიზმი ვერ ებრძვის ინფექციებს. ამიტომაც ზამთარში უნდა აკონტროლოთ წყლის სმის რეჟიმი და გახსოვდეთ, რომ თბილი ჩაის დალევა ვერ ანაცვლებს წყლის მიღებას.

ივარჯიშეთ ფიზიკურად – ზამთარში აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ, ფიზიკური აქტივობა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს ფილტვებს, ასტიმულირებს ლეიკოციტების – იმუნური სისტემის უჯრედების გამომუშავებას.

თუ ამ წესებს დაიცავთ, ვერ მოგერევათ ვერც ბაქტერიული და ვერც ვირუსული ინფექცია!