"მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გავრცელებულ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გირჩევთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გავრცელებულ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გირჩევთ

"მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გავრცელებულ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გირჩევთ:

მინდა, საიტის მომხმარებელს მივაწოდო დღეისთვის არსებული ინფორმაცია უჰანის კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებასა და მისი მკურნალობის საშუალებების შესახებ.

პირველ რიგში, რაც უნდა ვთქვა, აუცილებლად! მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ გონივრულად. გავეცნოთ ყველა ინფორმაციას, რაც ვრცელდება ამ ვირუსის შესახებ, რათა ჩვენი ქმედებები იყოს სწორი და ადეკვატური.

რატომ არის ასეთი პანიკა მსოფლიოში აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ კონკრეტულად ამ ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის საშუალება (არც პრეპარატი და არც ვაქცინა) ჯერჯერობით არ გვაქვს. კორონავირუსით გამოწვეული უკვე მესამე აფეთქებაა ეს მსოფლიოში და მანამდე გავრცელებულმა ვირუსებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც ეს ინფექცია ემართება, ყველა განწირულია. მართალია, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი - ჩინელი ექიმების მონაცემებით, დიაგნოსტირებული პაციენტების დაახლოებით 4%-მდეა, ასევე მაღალია გართულებათა რისკი, თუმცა დაავადებულთა დიდი ნაწილი ინფექციას გადაიტანს, როგორც ჩვეულებრივ რესპირატორულ დაავადებას.

გართულებული შემთხვევების ძირითადი რაოდენობა მოდის ასაკოვან ადამიანებზე, ქრონიკული დაავადებების და დასუსტებული იმუნიტეტის მქონეებზე.

მთავარი პრობლემა, რასაც ქმნის აღნიშნული ვირუსი, გახლავთ ვირუსული ატიპური პნევმონია, რომელიც დაავდების დაწყებიდან პირველსავე დღეებში ვითარდება და მიდის ფილტვების შეშუპებით. სხვა ნაკლებად საშიში ვირუსების დროსაც ხომ ვითარდება ხოლმე პნევმონიაო - იკითხავს ალბათ ადამიანი. დიახ, ვითარდება ხოლმე, როგორც მეორეული გართულება. ასეთ დროს ფილტვების ანთება ძირითადად ბაქტერიული ხასიათის არის და მის წინააღმდეგ ექიმები ანტიბიოტიკებით იბრძვიან. კორონავირუსული ინფექციის დროს კი ანტიბიოტიკი აბსოლუტურად უშედეგოა. ანთების გამომწვევი პირდაპირ კორონავირუსი გახლავთ, რომლის წინააღმდეგ დღეს ექიმები განიარაღებულები არიან და მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ პაციენტებს.

მოქმედებს თუ არა ტამიფლუ კორონავირუსზეო - აინტერესებს ყველას. სამწუხაროდ, ტამიფლუს ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ არ დადასტურდა კვლევებით.

რაც შეეხება ვაქცინას, მსოფლიოს მასშტაბით კვლევითი ინსტიტუტები, მიკრობიოლოგები უკვე მუშაობენ მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპში ვაქცინის შესაქმნელად, მაგრამ ამას დრო სჭირდება, მანამდე კი ვირუსი ვრცელდება. სწორედ ამიტომ, ახლა მსოფლიო საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართულია იქითკენ, რომ ყველანაირი საშუალებით შეაფერხონ ვირუსის გავრცელება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

დაავადების სიმპტომები დაახლოებით ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპისა, იწყება თავის ტკივილით, მაღალი ტემპერატურით, ტკივილით მთელ სხეულში, სურდოთი, ხველით, ყელის ტკივილით, მაგრამ მეორე დღიდან ვითარდება სუნთქვის გაძნელება, რაც ვირუსის მიერ ფილტვებში გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება.

კორონავირუსულ ინფექციას ასევე თან ახლავს კუჭ-ნაწლავისმხრივი სიმპტომები: დიარეა - ანუ ფაღარათი.

ჩინელი ექიმები აკვირდებიან დაავადებას და აწვდიან სამედიცინო საზოგადოებას ყველა ინფორმაციას. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, არის თუ არა ვირუსის გამავრცელებელი ადამიანი სიმპტომების გამოვლენამდე, რადგან ეს კიდევ უფრო გაართულებს საქმეს (სტატიის გამოქვეყნებიდან რამდნეიმე საათში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩინელმა ექიმებმა დაადასტურეს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა სიმპტომების გამოვლენამდე. წაიკითხეთ სტატია:

ჩინეთი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება დაავადების ნიშნების გამოვლენამდე იწყება).

ამ ეტაპზე ექიმები დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ სიცხის დამწევი და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატებით, ეს გახლავთ არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები და სტეროიდები.

როგორ შეიძლება თავი დავიცვათ დაავადებისგან კერაში, სადაც ვირუსი ვრცელდება:

  • უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს;
  • უნდა ვიბანოთ ხელები საპნით;
  • არ მივიტანოთ დაუბანელი ხელი თვალთან, პირთან, ცხვირთან;
  • არ შევეხოთ სხვა ადამიანების ნერწყვით ან ამონასუნთქით დაბინძურებულ ნივთებს;
  • ვატაროთ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილში შესვლისას;
  • ვანიავოთ შენობები ხშირად.
ეფექტური ანტივირუსული საშუალების მიგნებამდე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მოსახლეობის დაცვას ვირუსის გავრცელებისგან, ამიტომ სახელმწიფოს ხელმძღვანელების მიერ ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
საუბრის დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნუ ავყვებით პანიკას. ვიმოქმედოთ თანმიმდევრულად და გონივრულად.

წაიკითხეთ:

კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტი კლინიკიდან გაეწერა