დახეთქილი ქუსლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დახეთქილი ქუსლები

მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:

  • ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • სინთეზური ქსოვილის წინდები;
  • ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.

ბიოქიმიური მიზეზებია:

  • ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E  ვიტამინების უკმარისობა;
  • ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.

ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.

 

როგორ მოვიქცეთ?

ქუსლებზე ნახეთქები ძნელად ემორჩილება მკურნალობას, მაგრამ რეგულარული პროცედურებითა და კანის დამარბილებელი საშუალებების გამოყენებით მათ სამუდამოდ დააღწევთ თავს. ძირითადი სამკურნალო საშუალებანი ვაზელინზე მზადდება. ნებადართულია სუფთა ვაზელინის მასაჟებიც. ღრმა ნახეთქების დროს რეკომენდებულია ანტიბიოტიკების შემცველი მალამოების წასმა. პლასტირების დაფენა აუცილებელი არ არის. შედეგიანია სტეროიდული მალამოების გამოყენებაც - ისინი ბარიერს ქმნიან და ხელს უშლიან კანში მიკროორგანიზმების შეღწევას, მაგრამ მათი ხმარება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება. ზოგჯერ ნახეთქები თითებს შორისაც ჩნდება. ამ დროს შესაძლოა, ამ ადგილას სოკოვანი ინფექცია განვითარდეს, ამიტომ ექიმის კვალიფიციური დახმარება აუცილებელია. ნახეთქები ხშირად ჩნდება ორსულობის პერიოდში, რაც წონის მატებით გამოწვეულ დროებით ბრტყელტერფიანობას და სისხლში გლუკოზის შემცველობის ასევე დროებით მატებას უკავშირდება. ჩვეულებრივ, ორივე მაჩვენებელი მშობიარობის შემდეგ ნორმალიზდება და ნახეთქებიც მშობიარობიდან 9-10 თვის შემდეგ თავისთავად ქრება.

არ გირჩევთ დიდხანს მზის გულზე ყოფნას, რადგან ულტრაიისფერი სხივები კანს აშრობს და ნახეთქებს აღრმავებს. თუ ღრმა ნახეთქების მიზეზი ბრტყელტერფიანობაა, გირჩევთ ატაროთ სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი ან ტერფებქვეშ სუპინატორები დაიდოთ. თუ ნახეთქები ავიტამინოზით არის გამოწვეული, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ ნაღების კარაქი, კვერცხი, ხიზილალა, საქონლის ღვიძლი, სტაფილო - რეტინოლითა და კაროტინით მდიდარი პროდუქტები. ყველაზე ეფექტიანი პროცედურებია სხვადასხვა მცენარეული კომპონენტის აბაზანები. ნებისმიერი აბაზანის მიღებამდე აუცილებელია ფეხის ქუსლების დამუშავება-გაწმენდა სპეციალური საშუალებით, რომელიც აშალაშინებს კანის გაუხეშებულ ნაწილს. კვირაში ორჯერ მაინც გაიკეთეთ ტერფის ძლიერი მასაჟი ცხიმიანი კრემით. ხელზე წაისვით ცოტაოდენი კრემი და ძლიერი დაწოლითი მოძრაობებით დაიზილეთ ტერფები. ეს მარტო ტერფის სისხლმომარაგებას კი არ გააძლიერებს, არამედ განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.

გახსოვდეთ: თუ ნახეთქები დიდი ხნისაა, ზემოთ აღწერილი პროცედურები არ შველის, მათ ირგვლივ ჩირქგროვები გაჩნდა, კანი შეწითლდა და შესივდა, ამას დაერთო სხეულის ტემპერატურის მატება, - ეს ნახეთქებში ინფექციური პროცესის განვითარების მაუწყებელია, ამიტომ თავი უნდა ანებოთ ყოველგვარ თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს და მის მიერ დანიშნული ანტიმიკრობული თერაპია ჩაიტაროთ.