რას იწვევს სამსახურში გადაღლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

რას იწვევს სამსახურში გადაღლა

რას იწვევს სამსახურში გადაღლა
მხედველობის გადაღლა, ენდოკრინული დაავადებები, გულის პათოლოგიები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სამსახურში გადაღლა იწვევს. ამ დასკვნას აქვეყნებენ ჩრდილო-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერტები, რომლებმაც 1,7 ათასი გონებრივი აქტივობით (საქმიანობით) დაკავებული მუშაკი გამოიკვლიეს (პედაგოგები, ექიმები და ოფისის თანამშრომლები).

განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან ის თანამშრომლები, რომლებიც კვირაში 24 საათზე მეტხანს გრძნობენ გადაღლილობას სამსახურში. კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ გადაღლა მათში იწვევს ფსიქიკურ და მხედველობის დაძაბულობას, ასევე თავის ტკივილს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამსახურში გადაღლა პროფესიული გადაწვის სინდრომის საფუძველი ხდება. ამ პრობლემას
განსაკუთრებულად ხშირად ეჯახებიან ის ქალები, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლშიც უამრავი საქმის კეთება უწევთ.

საკვლევი ჯგუფების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა გა
დაღლის 7 ძირითადი ნიშანიც გამოაქვეყნეს. ესენია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში, მადისა და საკვების მონელების დარღვევა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა და შფოთვა. ამ სიმპტომების მკურნალობის საუკეთესო მეთოდად სპეციალისტები სრულფასოვან დასვენებას ასახელებენ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა,
ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა, თუმცა მედიკოსების განცხადებით,
"ჩემი ცოლის დაქალებიდან" მამუკა მამუკაშვილის როლის შემსრულებელი კახა ლოსაბერიძე 27 წლისაა.
ყოველწლიურად, მსოფლიოში 2.25 მილიარდ ჭიქა სხვადასხვა სახეობის ყავას მიირთმევენ.
მსახიობი ქეთი ჩხეიძე, ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება. არც წონა გაურბის არასოდეს.
სოსო არჩვაძე და ანა დავითინიძე 3 ტყუპის, ანუ 6 შვილის მშობლები არიან.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად