გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი

აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მკურნალი.გე-ს-ს ენერგოაუდიტორი ნანი მეფარიაშვილი ესაუბრება, რის შემდეგაც, ვფიქრობ, სულ სხვაგვარ აქცენტებს გააკეთებთ ბინის შეძენისას.

"თავის დროზე, თბილისს, ბუნებრივად - კარგად - აწყობილი ვენტილაციის სისტემა ჰქონდა და შესაბამისად ფანტასტიურად ნიავდებოდა. ქალაქის ძირითადი მაგისტრალი ხომ მტკვარია, რომლის ხეობაშიც დაბინძურებული ჰაერი გადის, ეს იმიტომ, რომ მდინარის კალაპოტში მუდმივად ნიავია. მტკვარს თბილისის შემოგარენებიდან დაახლოებით 22 მდინარე უერთდებოდა, რომელბიც ქმნიდნენ ხევებს. ამ მდინარეების საშუალებით მთებიდან ხეობებში სუფთა ჰაერის შემოდინება ხდებოდა, მტკვარი კი საშუალებას იძლეოდა, დაბინძურებული ჰაერი ქალაქიდან გაეტანა. შემდგომში მშენებლობები არასწორად აწარმოეს, მდინარეები დაგმანეს, გადახურეს, ხეობები ამოავსეს... და ეს ბუნებრივიად შექმნილი შესანიშნავი სავინტილაციო სისტემაც მოიშალა - შედეგად ვეღარ ხდება აირაცია. რაც პირდაპირ აისახება მოსახლოების ჯანმრთელობაზე.

უწესრიგოდ ჩადგმული მაღალი შენობები მზესაც უჩრდილავენ ერთმანეთს. არადა ვიცით, რომ მზის შემოსვლას სახლში დიდი მნიშვნელობა აქვს - კლავს ბაქტერიებს, გვამდიდრებს D ვიტამინით, დაჩრდილული სახლი კი კარგავს სასიკეთო მახასიათებლებს და გამოდის ადამიანისთვის სახიფათო. წესით, შენობას აქვს თავისი ჰაერცვლის ნორმა. გარედან უნდა შემოდიოდეს სუფთა ჰაერი და დაბინძურებული ჰაერი უნდა გაედინებოდეს აბაზანაში და სამზარეულოში დამონაჟებული სავინტილაციო სისტემით. თუ ჰაერის შემოდინება ვერ მოხდა, ის ვენტილაცია ვეღარ მუშაობს - საცხოვრებელ გარემოში, შინ, გვექმნება ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია, რასაც ვსუნთქავთ და ვიზიანებთ ჯანმრთელობას.

მიმაჩნია, რომ შეცდომას უშვებენ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს საზღვრავენ არა იმით, თუ რამდენად ეკოლოგიურია შენობის მდებარეობა, არამედ იმით, თუ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის უბანი საცხოვრებლად. არადა, ცენტრალური უბნები გადაიტვირთა ყველა მხრიდან საცობებით შემოსაზღვრული მაღალი ბეტონის კორპუსებით, რომლის გარშემო მწვანე საფარი სანთლით საძებარი გახდა, ამიტომ ვისაც საშუალება აქვს, ტოვებს ცენტრს. არ ვიცი, თუ დააკვირდით, საელჩოები როგორ იწევენ ცენტრიდან ქალაქის შემოგარენში. აღარაა მთავარი მოთხოვნა სამსახურიდან 5 წუთის სავალზე ცხოვრება, ჯანმრთელობა ბევრად პრიორიტეტულია.

გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი. იმიტომ, რომ ავტომანქანებიდან თუ კორპუსებში დამონტაჟებული გათბობის სისტემებიდან გამოყოფილი, მძიმე აირები ქვემოთ ეფინება, ბავშვის სიმაღლზე. ბავშვი მოძრავია, დახტის, ღრმად სუნთქავს და - იწამლება.

mkurnali.ge

შეცდომას უშვებენ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს საზღვრავენ არა იმით, თუ რამდენად ეკოლოგიურია შენობის მდებარეობა, არამედ იმით, თუ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის უბანი საცხოვრებლად.

ხშირად მომყავს მაგალითად გერმანია. იქ საქარხნო უბნები, რომელბიც არაპრესტიჟულად ითვლებოდა, გემრანელებმა გადააკათეს ენერგოეფეტურ და ნული ენერგომოხმარების უბნებად. ასეთ უბნებში ელექრომობილის გარეშე არც შეგიშვებენ. ასეთ ეკოუბნებში მოსახლეობა თავს შესანიშნავად გრძნობს. რაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახება.

ეკა სალაღაია