გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი

გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი
რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო, რომელშიც ის ცხოვრეობს - ეს მნიშვნელოვნად
აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მკურნალი.გე-ს-ს ენერგოაუდიტორი ნანი მეფარიაშვილი ესაუბრება, რის შემდეგაც, ვფიქრობ, სულ სხვაგვარ აქცენტებს გააკეთებთ ბინის შეძენისას.

"თავის დროზე, თბილისს, ბუნებრივად - კარგად - აწყობილი ვენტილაციის სისტემა ჰქონდა და შესაბამისად ფანტასტიურად ნიავდებოდა. ქალაქის ძირითადი მაგისტრალი ხომ მტკვარია, რომლის ხეობაშიც დაბინძურებული ჰაერი გადის, ეს იმიტომ, რომ მდინარის კალაპოტში მუდმივად ნიავია. მტკვარს თბილისის შემოგარენებიდან დაახლოებით 22 მდინარე უერთდებოდა, რომელბიც ქმნიდნენ ხევებს. ამ მდინარეების საშუალებით მთებიდან ხეობებში სუფთა ჰაერის შემოდინება ხდებოდა,
მტკვარი კი საშუალებას იძლეოდა, დაბინძურებული ჰაერი ქალაქიდან გაეტანა. შემდგომში მშენებლობები არასწორად აწარმოეს, მდინარეები დაგმანეს, გადახურეს, ხეობები ამოავსეს... და ეს ბუნებრივიად შექმნილი შესანიშნავი სავინტილაციო სისტემაც მოიშალა - შედეგად ვეღარ ხდება აირაცია. რაც პირდაპირ აისახება მოსახლოების ჯანმრთელობაზე.

უწესრიგოდ ჩადგმული მაღალი შენობები მზესაც უჩრდილავენ ერთმანეთს. არადა ვიცით, რომ
მზის შემოსვლას სახლში დიდი მნიშვნელობა აქვს - კლავს ბაქტერიებს, გვამდიდრებს D ვიტამინით, დაჩრდილული სახლი კი კარგავს სასიკეთო მახასიათებლებს და გამოდის ადამიანისთვის სახიფათო. წესით, შენობას აქვს თავისი ჰაერცვლის ნორმა. გარედან უნდა შემოდიოდეს სუფთა ჰაერი და დაბინძურებული ჰაერი უნდა გაედინებოდეს აბაზანაში და სამზარეულოში დამონაჟებული სავინტილაციო სისტემით. თუ ჰაერის შემოდინება ვერ მოხდა, ის ვენტილაცია ვეღარ მუშაობს - საცხოვრებელ გარემოში, შინ, გვექმნება ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია, რასაც ვსუნთქავთ და ვიზიანებთ ჯანმრთელობას.

მიმაჩნია, რომ შეცდომას უშვებენ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს საზღვრავენ არა იმით, თუ რამდენად ეკოლოგიურია შენობის მდებარეობა, არამედ იმით, თუ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის უბანი საცხოვრებლად. არადა, ცენტრალური უბნები გადაიტვირთა ყველა მხრიდან საცობებით შემოსაზღვრული მაღალი ბეტონის კორპუსებით, რომლის გარშემო მწვანე საფარი სანთლით საძებარი გახდა, ამიტომ ვისაც საშუალება აქვს, ტოვებს ცენტრს. არ ვიცი, თუ დააკვირდით, საელჩოები როგორ იწევენ ცენტრიდან ქალაქის შემოგარენში. აღარაა მთავარი მოთხოვნა სამსახურიდან 5 წუთის სავალზე ცხოვრება, ჯანმრთელობა ბევრად პრიორიტეტულია.

გნებავთ თხოვნა დაარქვით, გნებავთ მოთხოვნა - ცენრტალურ უბნებში მოძრაობისას, იქ სადაც ბევრი ავტომანქანა მოძრაობს, ბავშვი აუცილებლად ხელში გვყავდეთ აყვანილი. იმიტომ, რომ ავტომანქანებიდან თუ კორპუსებში დამონტაჟებული გათბობის სისტემებიდან გამოყოფილი, მძიმე აირები ქვემოთ ეფინება, ბავშვის სიმაღლზე. ბავშვი მოძრავია, დახტის, ღრმად სუნთქავს და - იწამლება.

mkurnali.ge

შეცდომას უშვებენ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს საზღვრავენ არა იმით, თუ რამდენად ეკოლოგიურია შენობის მდებარეობა, არამედ იმით, თუ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის უბანი საცხოვრებლად.

ხშირად მომყავს მაგალითად გერმანია. იქ საქარხნო უბნები, რომელბიც არაპრესტიჟულად ითვლებოდა, გემრანელებმა გადააკათეს ენერგოეფეტურ და ნული ენერგომოხმარების უბნებად. ასეთ უბნებში ელექრომობილის გარეშე არც შეგიშვებენ. ასეთ ეკოუბნებში მოსახლეობა თავს შესანიშნავად გრძნობს. რაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახება.

ეკა სალაღაია
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ადგილი სახლში სამზარეულოს ნიჟარაა.
მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა,
ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა, თუმცა მედიკოსების განცხადებით,
"ჩემი ცოლის დაქალებიდან" მამუკა მამუკაშვილის როლის შემსრულებელი კახა ლოსაბერიძე 27 წლისაა.
ყოველწლიურად, მსოფლიოში 2.25 მილიარდ ჭიქა სხვადასხვა სახეობის ყავას მიირთმევენ.
მსახიობი ქეთი ჩხეიძე, ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება. არც წონა გაურბის არასოდეს.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად