თბილისის რომელი ქუჩებია ყველაზე მეტად დაბინძურებული და სად არის გამოსავალი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისის რომელი ქუჩებია ყველაზე მეტად დაბინძურებული და სად არის გამოსავალი?

ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადის რაოდენობას უდრის. ხოლო 1 ოთხრძრავიანი თვთმფრინავი რეისის შესრულებისას ხარჯავს დაახლოებით იმდენ ჟანგბადს, რამდენსაც გამოიყენებს დაახლოებით 7 000 ავტომობილი" - აღნიშნავს mkurnali.ge-სთან კახა ვაჭარაძე - საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ამიერკაერკავკასიის, რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ამერიკის და ევროპის რესპირაციული საზოგადოებების ნამდვილი წევრი:

- ისეთი გარემო პირობების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა - თავისი იზოლაციით, მდებარეობით, დღეს მსოფლიოში ლიდერ პოზიციაზე დგას გარემოს დაბინძურების მხრივ. ვლიდერობთ ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორებიცაა ჩინეთი და ბულგარეთი. ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნებად მოიაზრება სკანდინავიის ქვეყნები, ნორვეგია, აშშ და ემირატები - ეს სტატისტიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა მომზადებული. თუ უკანასკნელ წლებში საქართველოში შემცირდა წარმოება, ამის შედეგად მხოლოდ 3%-ით შემცირდა გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი.

საქართველოში და, განსაკუთრებით მის დედაქალაქში, 100-დან გარემოს დაბინძურების 97% ძველ ავტოპარკზე მოდის. ძველი მანქანები, მათ მიერ მოხმარებული უხარისხო საწვავი და გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერში გამოიყოფა, - ეს განა უბრალოდ გამონაბოლქვია, არამედ, მტვერი, მძიმე მეტალები, ტყვია, რომელიც ილექება ჩვენს ორგანიზმში, თმებში, სისხლში...

თბილისი გარემოს დაბინძურების მხრივ ლიდერი ქალაქია საქართველოში. კატასტროფული მდგომარეობაა აღმაშენებლის გამზირზე, თამარ მეფის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პეკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე. ესაა ის უბნები, რომლებიც ყველაზე მძიმედ განიცდიან გარემოს დაბინძურების შედეგებს. არ ხდება აირაცია, - კორპუსებს შორის იმ სანიტარული ნორმების დაცვა, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს მათ იზოლაციას, განიავებას.

ამიტომაც მძიმე მეტალები ხვდება უკვე ამ კორპუსებში შიგნით, ბინებში და მას ჩვენ ვსუნთქავთ, რაც დროთა განმავლობაში აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე - ვითარდება ისეთი რესპირაციული დაავადებები, როგორიცაა ფილტვის კიბო, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტუბერკულოზი, ასევე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებები, ჰემატოლოგიური დაავადებები, ალერგიული დაავადებები, კანის დაავადებები. მომავალი დედა არ უნდა ცხოვრობდეს მძიმე მეტალებით, ნახშირჟანგით, ანუ CO-თი, მტვრითა და გამონაბოლქვით დაბინძურებულ გარემოში. ეს იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს...

mkurnali.geახლა რაც შეხება კეთილსაიმედო უბნებს - ესაა ქალაქის გარე რაიონები. ამიტომაც ის ტენდენცია, რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრება პრიორიტეტად ითვლებოდა, წარსულს  ბარდება. მე, როგორც რესპირაციულ სფეროში მომუშავე ექიმი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთდროს თბილისი ითვლებოდა რესპირაციული დაავადებებისთვის სამკურნალო ერთ-ერთ საუკეთესო გარმოდ, აქ ჩამოჰყავდათ ბრონქული ასთმით და ბრონქიტებით დაავადებულები. თბილისის ჰავა მათ ხელს უწყობდა განკურნებაში.

დღეს რადიკალურად შეცივალა სიტუაცია - თუ გვინდა, რომ პაციენტი დაავადდეს მან უნდა იცხოვროს ისეთ ადგილას, როგორიც ჩვენი დედაქალაქი და განსაკუთრებით მისი ცენტრალური უბნებია. დღის ბოლოს მთაწმინდიდან რომ გადმოხედოთ თბილისს, დაინახავთ მტვრისა და გამონაბოლქვის ბუღში როგორაა გახვეული. რას ვუნთქავთ, - საცობებიდან მანქანების მიერ გამოყოფილ CO-ს, ტყვიას და მტვერს. ყველაზე მძიმე სიტუაციაა, ცენტრალურ უბნებში, ანუ იქ, სადაც ხშირია საცობები. როდესაც მანქანა მოძრაობს მისი გამონაბოლქვი მეტ-ნაკლებად ვენტილირდება, მაგრამ საცობში გაჩერებული მანქანების მიერ გამოყოფილი მძიმე მეტალები ყველანაირ ნორმას აჭარბებს. არ ხდება აირაცია. ვინაიდან ეს სივრცე დაცული ხდება მაღალი შენობებით. ხომ წარმოიგინეთ რა სიტუაციაა ცენტრში, სადაც მუდმივად საცობია .

ამიტომ მკითხველს მინდა მივმართო: მაშინ, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას სხვადასხვა საცხოვრებლის შეძენაზე, კარგად გაითავისონ, რომ გადაწყვეტილებისას მნიშვნელოვანი არა ფართის სიდიდე, და ცენტრალური უბანი, არამედ გარემო პირობები და მიმდებარე ინფრასტრუქტურაა.

სამშენებლო კომპანია როდესაც აშენებს სახლს, აუცილებელია, მას ჩავუდოთ მოთხოვნა, რომ მის გარშემო გააშენოს პატარა პარკი. უნდა ავკრძალოთ ძველი ტრანსორტი. სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება აღინიშნება იმ ადგილებში, სადაც ნაკლებია მაღალი შენობები, ბეტონის ცათამბჯენები და ჯუნგლები, როლებიც მასიურად ვითარდება და შთანთქვას ჩვენს ტყე-პარკებს. ყველა განვითრებული დედაქალაქის ცენტრში ცდილობენ, რომ შენობების სიმაღლე 4-5 სართულს არ აღემატებოდეს, რათა მოხდეს განიავება. რაც უფრო მაღალია შენობები, მით უფრო ძნელია ეკოლოგიური პირობების შენარჩუნება.

ამას წინათ სტუდენტმა მომიტანა 60-იანი წლების თბილისის უბნების ფოტოები, ნახეთ ბატონო კახა, ეს რეგიონები უწინ მწვანეში ყოფილა ჩაფლულიო. დღეს სიმწვანე მხოლოდ ფოტოებში შემორჩა.

გამოსავალია ცხოვრების ჯანსაღი წესი, გარემოს განაჯსაღება - ახალი ტყე-პარკები.

ეკა სალაღაია