"მშვენიერი ანალიზებია", "დღეს უკეთ გამოიყურები" - რა ზეგავლენას ახდენს ექიმებისგან მიღებული პოზიტიური გზავნილები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"მშვენიერი ანალიზებია", "დღეს უკეთ გამოიყურები" - რა ზეგავლენას ახდენს ექიმებისგან მიღებული პოზიტიური გზავნილები?

იმატებს ენდორფინების რაოდენობა, რაც სტრესის შემცირებასა და გულსისხლძართვთა სისტემის უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ამასთან, ღიმილი აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, სოციუმში უკეთესად ადაპტირებაში გვეხმარება.

ექიმის მხრიდან პოზიტიური გზავნილები და ემპათია პაციენტებში მეტ სანდოობას აჩენს. როდესაც ექიმი მომავლის რწმენას გვინერგავს და სამედიცინო მანიპულაციებისგან დაღლილს გვეუბნება, "დღეს კარგად გამოიყურები", "მშვენიერი ანალიზებია", "ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის", "დღეს კარგ ფერზე ხარ" და მსგავს ფრაზებს, ჩვენი განწყობაც უმჯობესდება.

პაციენტს, დიაგნოზის მოლოდინში ნერვიულობის გადატანა უწევს. როცა მას გაღიმებული და კეთილგანწყობილი ექიმი ხვდება, რომელიც მზად არის, ნებისმიერ კითხვას შეძლებისდაგვარად უპასუხოს და იმ პროცედურების შესახებ აუხსნას, რაც მომავალში ელოდება, პაციენტი თავს უფრო იმედიანად გრძნობს და მასში მედიკოსის მიმართ სანდოობა იმატებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მედიკოსებმა ჩვენს პოზიტიურ განწყობაზე იზრუნონ და ხშირად მივიღოთ მათგან სულ მცირე პოზიტიური გზავნილებიც კი, რათა მომავალს უფრო დიდი რწმენით შევხედოთ და მეტი მოტივაცია გვქონდეს, მკურნალობა გავაგრძელოთ და ცხოვრების ხალისი არ დავკარგოთ.

არამხოლოდ ექიმთან ვიზიტისას, არამედ სახლში, სამსახურსა თუ სამეგობროში ძალიან მნიშვნელოვანია, გარშემო პოზიტიური ადამიანები გვყავდეს. რამდენად მოტივირებულებიც არ უნდა ვიყოთ, უარყოფითი გზავნილები ჩვენს განწყობას მაინც "ემუქრება". ალბათ, უცხოურ მედიაში ხშირად შეგხვედრიათ სტატიები სათაურებით - "თავი შორს დაიჭირეთ ნეგატიური ადამიანებისგან", "გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან" და ა.შ.

რატომ მოგვიწოდებენ ამისკენ? - ინტერნეტში უამრავ ინფორმაციას მოიძიებთ, სადაც აღნიშნულია, რომ ნეგატიურ ფიქრებს შეუძლია, ადამიანი ღრმა დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემა დროებითია და მალე მოგვარდება, ისევ ექიმისგან მივიღოთ დადებითი უკუკავშირი. დადებითი განწყობა ხომ გადამდებია და პოზიტიურ ფიქრებს სასიამოვნო ქმედებებამდე მივყავართ.

Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პაციენტები აღნიშნავენ, რომ მკურნალობის კურსს უკეთესი შედეგი მოაქვს, როცა ექიმში ხედავენ განწყობას, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება. აქვეა აღნიშნული, რომ ეს შეიძლება, ერთგვარად "პლაცებო ეფექტიც" იყოს. თუმცა "პლაცებო ეფექტთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენების შესახებ საუბარში რომ არ გადავიჭრათ, შეგვიძლია, ჩვენს ყოველდღიურობას დავაკვირდეთ და მარტივ დასკვნას გამოვიტანთ - იმ ადამიანებთან კომუნიკაცია უფრო სასიამოვნოა, ვინც ჩვენ მიმართ მეტ ემპათიას განიცდის, ვინც ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილია, გვაძლევს მოტივაციას, ძალას და გვეუბნება, რომ რაღაც გამოგვდის, რომ ჩვენს ქმედებებში უკეთესობა შეინიშნება. იმგვარ ექიმთან ვიზიტი, რომელიც პროფესიული საქმიანობის კარგად შესრულების გარდა, დადებითი ენერგიით გვავსებს და დადებით შეფასებას გვეუბნება, ჯანმრთელობის მდგომარეობისგან გამოწვეული სტრესის შემცირებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

Fox News აქვეყნებს 4 უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომელსაც ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უნდა მოიცავდეს:

1. კომუნიკაცია

ექიმთან კომუნიკაცია თითქოს ძალიან მარტივი, თუმცა ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მას უნდა შეეძლოს მოსმენა; რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს პაციენტთან დიალოგი, ყოველგვარი დაძაბულობისა და გაკიცხვის გარეშე უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია. თუ ექიმი პაციენტის ჩივილებს ბოლომდე არ ისმენს და ცდილობს, სწრაფად დაასრულოს დიალოგი, არსებობს დიდი შანსი, კაბინეტიდან არასწორი დიაგნოზით გამოგიშვათ.

ამასთან, ექიმს უნდა შეეძლოს პაციენტისთვის დადებითი უკუკავშირის მიცემა. მის მიერ ნათქვამი თუნდაც ერთი დადებითი შეფასება პაციენტს იმედით აღავსებს და სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ცხოვრების ხალისს არ უკარგავს, პირიქით.

2. ფიზიკური ემპათია

ემპათია ნიშნავს სხვისი პრობლემის, ტკივილისა და განცდების იმ ადამიანის გადმოსახედიდან დანახვას, ვისგანაც ამის შესახებ ისმენ. მხოლოდ მოსმენა არ არის ყველაფერი, ექიმს უნდა შეეძლოს პაციენტის პრობლემის გაზიარება და უნდა აგრძნობინოს, რომ მართლა სურს დახმარება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამის მოვალეობა აქვს.

3. ნდობა

შეიძლება ითქვას, ექიმის მიმართ ნდობა იწყება იქიდან, როცა მის ღიმილიან სახეს დავინახავთ, როცა გვეუბნება, რომ ჩვენი პრობლემა გამოსწორებადია, როცა დადებითი განწყობის ჩვენთვის გადმოცემა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

როცა ექიმი ტოლერანტულია ჩვენი ცხოვრების სტილის, ქმედებებისა თუ შეცდომების მიმართ და ცდილობს, ხარვეზები არა გაკიცხვით, არამედ პრობლემის არსის ახსნით გამოგვასწორებინოს, უფრო თავდაჯერებულები ვხდებით და მეტი ნდობა გვიჩნდება მის მიმართ.

ეს საკითხი ეთიკის ნორმებშიც არის გათვალისწინებული. ექიმის მიმართ ნდობა არამხოლოდ მაღალ პროფესიონალიზმს, არამედ ეთიკის ნორმების დაცვას და ექიმის "ადამიანურობაზეა" დამყარებული.

mkurnali.ge

4. პროფესიული საზღვრები

კარგი ექიმი, რომელთანაც შეგიძლია, გქონდეს დამაკმაყოფილებელი კომუნიკაცია, რომელიც გამოირჩევა ემპათიით და არის პოზიტიური და სანდო, უნდა გინდოდეს თუ არა მეგობრად? Fox News-ის ექსპერტები ამბობენ, რომ არა, რადგან არსებობს პროფესიული საზღვრები.

"თუ ექიმი მეგობარი გყავთ, მასთან გარკვეული პრობლემებით მისვლას, სხვა ექიმის მოძებნას ამჯობინებთ-ხოლმე", - აღნიშნულია სტატიაში.

ყველაზე მეტი პაციენტი პოზიტიური განწყობის მქონე ექიმს უწევს რეკომენდაციას, არამხოლოდ მისი პროფესიონალიზმის, არამედ სწორედ ხასიათისა და იმ უკუკავშირის გამო, რასაც მედიკოსისგან იღებს.