8 სასარგებლო პროდუქტი, რომელთა ყოველდღიურად მიღება დაგვიცავს კიბოსაგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

8 სასარგებლო პროდუქტი, რომელთა ყოველდღიურად მიღება დაგვიცავს კიბოსაგან

8 სასარგებლო პროდუქტი, რომელთა ყოველდღიურად მიღება დაგვიცავს კიბოსაგან
ვაშლი - შეიცავს პოლიფენოლებს, რომელთაც კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
პოლიფენოლები მცენარეული ნაერთებია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ანთების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ინფექციების თავიდან აცილებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაშლში არსებულ პოლიფენოლ ფლორეტინს გაჩნია სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების ზრდის ინჰიბირების უნარი, თუმცა არ მოქმედებს ნორმალურ უჯრედებზე.

ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო შეიცავს სულფორაფანს - კიბოს საწინააღმდეგო თვისებების მქონე მცენარეულ ნაერთს. არსებული მონაცემების თანახმად, სულფორაფანი ამცირებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ახდენს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის უჯრედების აპოპტოზს.

ამას გარდა გენისტეინთან ერთად (სოიოში არსებული ნაერთი) სულფორაფანი  სარძევე
ჯირკვლის კიბოს შეთხვევაში ამცირებს სიმსივნის განვითარებასა და ზომას.

სტაფილო - დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც განსაზღვრავს მის ფერს. დადგენილია, რომ ბეტა-კაროტინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის შენარჩუნებაში და გარკვეული სახის კიბოს განვითარებას უშლის ხელს.

თევზის ქონი - ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ  ცხიმიან თევზს ან თევზის
ქონს, 53%-ით ნაკლებად ავადობენ კოლორექტალური კიბოთი, რაშიც მეცნიერები ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დადებით როლს ხედავენ. ეს უკანასკნელი ორგანიზმში ანთების პროცესის ინჰიბირებას ახდენს.

ნიგოზს- ანტიკანცეროგენული ეფექტი გააჩნია მასში ნივთიერება პედუნკულაგინის შემცველების ხარჯზე, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება უროლიტინებად. უროლიტინები ნაერთებია, რომელიც უკავშირდებიან ესტროგენების რეცეპტორებს და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას უშლიან ხელს.

პარკოსნები
- ლობიო, ბარდა, ოსპი ბევრ უჯრედისს შეიცავს, რაც ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას აქვეითებს.

ამას გარდა, არსებობს მონაცემები, რომ ქალებს, რომელთა ყოველდღიური რაციონი შეიცავს უჯრედისს, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი დაქვეითებული აქვთ.

ყავა - 25%-ით ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს.

პომიდვრის საწებელი, პომიდვრის წვენი და მოხარშული პომიდვრის სხვა პროდუქტები წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ეფექტური პროფილაქტიკაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი პომიდორში მძლავრი ანტიოქსიდანტის ლიკოპინის შემცველობაა. ის აქვეითებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, რომელიც ორგანიზმის უჯრდებში გენეტიკური მასალას აზიანებს, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
"გათხევადებული" სისხლი და "გასუფთავებული" ნაწლავი ჯანმრთელობის საფუძველია! გთავაზობთ იმ მარტივი სასმელის მომზადების წესს,
რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მოხუცებულობით ჭკუასუსტობას
იაპონელმა მეცნიერებმა გამოავლინეს უნიკალური კავშირი: თუ ხანდაზმული ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იცინის,
დაფიქრებულხართ, საქართველოს რამდენი ადამიანი მუშაობს მომვლელად ჩვენს ქვეყანაში ან მის საზღვრებს გარეთ?
სიცოცხლის მესამედს ადამიანი ძილისთვის ხარჯავს. ძილის დროს სხეული აღიდგენს ძალებს,
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად