რჩევები გრიპით დაავადებულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები გრიპით დაავადებულთათვის

ხმაური და ნერვული დაძაბულობა კიდევ უფრო ამძიმებს ავადმყოფის მდგომარეობას.

აუცილებელია წოლითი რეჟიმი და დიდი რაოდენობით სითხეების მიღება. სითხეების დახმარებით ორგანიზმი სწრაფად და ეფექტურად თავისუფლდება იმ ტოქსინებისაგან, რომლებიც ორგანიზმში ვირუსის ცხოველმყოფელობის შედეგად გროვდება. სწორედ ამ ტოქსინების შედეგად ვითარდება გრიპის დროს თავის ტკივილი, სისუსტე, სახსრებში მტვრევა, გულისრევა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ავადმყოფობისას ადამიანი ხშირად ოფლიანობს, ოფლით კი ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. შესაბამისად, საჭიროა მისი შევსება და ორგანიზმის გაუწყლოებისაგან დაცვა. ყველაზე ეფექტური ასეთ დროს წყლის, მცენარეული ნაყენებისა და ხილის კომპოტების მიღებაა.

გახსოვდეთ, სითხეები თბილი სახით უნდა დალიოთ და არა ცხელი! ცხელი სასმელების დალევა არასასურველია ორგანიზმისათვის. ბევრს ჰგონია, რომ "ბებიების ნაცადი რეცეპტი" ცხელი, პრაქტიკულად მდუღარე ჩაი ჟოლოს მურაბით, გრიპის ვირუსის დამარცხების უნიკალური მეთოდია. ჩაია და ჟოლოს მურაბა ნამდვილად კარგი საშუალებაა, მაგრამ არა მდუღარე სახით. მდუღარე სითხეები კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც ანთებადი ყელის მდგომარეობას, უფრო მეტად წვავს მას და აძლიერებს ტკივილს, ცხელი სითხეების მოხვედრა არც კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანისთვისაა სასურველი. გახსოვდეთ, ორგანიზმი ვერ ითვისებს ვერც ცივ და ვერც ცხელ სითხეს!

არასასურველია ასევე გადამეტებული სითბოც, მით უფრო მაღალი ტემპერატურისას, ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად ირღვევა თერმორეგულაცია. ჩათბუნებას გირჩევთ, ოთახი ხშირ-ხშირად გაანიავოთ და ჯანსაღი ჰაერით ისუნთქოთ.

საზოგადოდ, ბებიების ზოგიერთ რეცეპტს გრიპის დროს სიფრთხილით მოეკიდეთ! მაგალითად, გრიპის დროს ბევრი წიწაკიანი არყის გადაკვრას მიმართავს. ეს მეთოდი ამძიმებს ხოლმე ავადმყოფის მდგომარეობას, ნაცვლად შვებისა და გაუმჯობესებისა.

დასახელებული კომპონენტებიდან ვერცერთი ვერ ახდენს გავლენას ვირუსის ცხოველმყოფელობაზე. წიწაკა ხშირად საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას იწვევს, არაყი კი დიდ დატვირთვას აყენებს ღვიძლს, რომელიც გრიპის დროს ისედაც საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტოქსინების განეიტრალების გამო. გარდა ამისა, ალკოჰოლი ცუდ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, რომელიც ისედაც დასუსტებული და გადაწყობილია.